რუსეთის პრემიერლიგის კლუბებმა, მათ შორის "ვოლგამ" და "ანჟიმ", ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყეს
რუსეთის პრემიერლიგის კლუბებმა ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყეს, მათ შორის, ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგამ" და მახაჩყალის "ანჟიმ". არც ერთ მათგანთან არ ვარჯიშობს 17 წლის ქართველი თავდამსხმელი გიორგი ილურიძე. გიორგიმ გასული სეზონი "ანჟიში" დაასრულა, მცირე ხნის წინ კი გვითხრა, რომ "ვოლგაში" გადადიოდა.

"ანჟის" პრეს-სამსახურის ცნობით, ოთარ ხიზანეიშვილი, ზურაბ არზიანი და გიორგი ილურიძე თავისუფალი აგენტები გახდნენ და კლუბი დატოვეს.

თუმცა გიორგი ამბობს, რომ შესაძლოა, მახაჩყალაში კვლავ დაბრუნდეს:

"დაღესტანელებთან ერთწლიანი კონტრაქტი დეკემბერში დამიმთავრდა და თავისუფალი აგენტი გავხდი. კლუბებს პირადად მე არ დავლაპარაკებივარ, მოლაპარაკებებს ჩემი მენეჯერი მამუკა ჯუღელი აწარმოებს, რომელმაც დეკემბერში მითხრა, რომ შეკრებაზე "ვოლგას" გავყვებოდი. მაგრამ მას შემდეგ ვითარება შეიცვალა, "ვოლგა" გამოირიცხა და მამუკამ ახლა ორი ვარიანტი შემომთავაზა - ან ყაზანის "რუბინში" წავალ, ან "ანჟიში" დავბრუნდები.

მეც წავიკითხე მახაჩყალელთა კლუბის ინფორმაცია, თითქოს "ანჟიდან" გამომიშვეს, მაგრამ მამუკა ამბობს, რომ ეს ტყუილია, "ანჟი" შენით დაინტერესებულია და კონტრაქტს გთავაზობსო.

მეორე ვარიანტი ნაკლებად მიზიდავს - ყაზანის "რუბინი" "ანჟიზე" ცნობილი, პოპულარული და მდიდარი კლუბია, მაგრამ იქ ძირითადში არავინ მათამაშებს და დუბლებში გამოსვლა მომიწევს, ეს კი არ მაწყობს. ამის გათვალისწინებით, ისევ მახაჩყალაში თამაში მირჩევნია. მოკლედ, ჯუღელის ზარს ველი და გავარკვევ, სად ვითამაშებ", - გვითხრა ილურიძემ.

ვითარების გარკვევამდე გიორგი თბილისში ინდივიდუალურად ემზადება, საქართველოში თამაშს კი გამორიცხავს: "ჯუღელს არასდროს მოვუტყუვებივარ და ამჯერადაც მისი იმედი მაქვს. ალბათ, რუსეთის რომელიმე კლუბში მომაწყობს და საქართველოში დაბრუნება არ მომიწევს".

ამასობაში "ვოლგაში" ქართველებიც ემზადებიან - ედიკ საჯაია, გიორგი ნავალოვსკი, გოგიტა გოგუა, ოთარ მარცვალაძე და მათე ვაწაძე. იყო ინფორმაცია, თითქოს ვაწაძე გუნდს შეკრების მეორე ეტაპზე შეურთდებოდა. თუმცა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის ოჯახში გვითხრეს, რომ მათე ანთალიაში 7 იანვარს გაემგზავრა და კლუბთან ერთად ვარჯიშობს.

დარჩება თუ არა "ვოლგაში" ყველა ქართველი? ნიჟნინოვგოროდელთა მთავარმა მწვრთნელმა ომარ თეთრაძემ თქვა, რომ მხოლოდ მათ დატოვებს, ვინც კონკურენციას გაუძლებს.

ჩვენ დავინტერესდით ედიკ საჯაიას ბედით, რომელიც შარშანაც თამაშობდა თეთრაძის მიერ პრემიერლიგაში აღზევებულ "ანჟიში", მაგრამ მოსამზადებელ ეტაპამდე გაუშვეს.

გამოცდილმა ფეხბურთელმა გვითხრა, რომ კლუბთან კონტრაქტი 2011 წლის ბოლოს უმთავრდება და ნიჟნი ნოვგოროდში რჩება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა