"ვიტ ჯორჯიას" 22 წლის ნახევარმცველი რუსეთის პირველი დივიზიონის კლუბს თურქეთის საკურორტო ქალაქ ბელექში შეუერთდება
ირაკლი კლიმიაშვილის გადაყვანა თბილისის "დინამოს" სურდა, მაგრამ ფეხბურთელი ბედს რუსეთის პირველი დივიზიონის "კრასნოდარში" მოსინჯავს. როგორც "ვიტ ჯორჯიაში" გვითხრეს, 22 წლის ნახევარმცველი კლუბს 14 იანვარს თურქეთის საკურორტო ქალაქ ბელექში შეუერთდება.

თუმცა ირაკლის საკითხი გადაწყვეტილი არ არის, მას კლუბში გასინჯვას სთავაზობენ. თუ "კრასნოდარის" ხელმძღვანელობას მოეწონება, მაშინ მისი ტრანსფერის გამოსყიდვა მოუწევს - კლიმიაშვილს "ვიტ ჯორჯიასთან" კონტრაქტის ვადა არ ამოწურვია.

ჩვენი ჩემპიონატის პირველი ეტაპის შემდეგ ირაკლის, ფაქტობრივად, არც შეუსვენია - ახალი წლის დღეებში თბილისურ დღესასწაულებს გაერიდა, ქობულეთში გაემგზავრა სავარჯიშოდ და ფორმის შესანარჩუნებლად.

ცხადია, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის ხილვა უკეთეს კლუბში გვსურდა. მიუხედავად იმისა, რომ "კრასნოდარმა" პირველ ლიგაში მეხუთე ადგილი დაიკავა და სპორტული პრინციპით პრემიერლიგის საგზური ვერ მოიპოვა, კლუბში ამის იმედი მაინც აქვთ. საქმე ისაა, რომ ლაპარაკია პრემიერლიგიდან "სატურნის" ან "ამკარის", ან ორივეს ერთად მოხსნაზე, რადგან ამ კლუბებს ფინანსური პრობლემები შეექმნათ, მათ ნაცვლად კი "კრასნოდარისა" და "ნიჟნი ნოვგოროდის" გადაყვანა განიხილება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა