ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრები პირველად დღეს, 23 მარტს, "ბასაზე" ივარჯიშებს
გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა მოახლოებული თამაშებისთვის შემადგენლობა დაასახელა. ამასობაში, საქართველოს ნაკრების თავკაცმა კახა ცხადაძემ თავის რჩეულთ კიდევ 4 მოთამაშე დაამატა, ფეხბურთის ფედერაციამ კი მომდევნო ორ მატჩზე გასაყიდი ბილეთების ფასები დაადგინა...

მოკლედ, მივყვეთ თანმიმდევრობით.

ალავიძე, კაკუბავა, დაუშვილი, ვაწაძე

22 მარტს კახა ცხადაძემ საბოლოო სანაკრებო სია ჩამოწერა. საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა აქამდე გამოძახებულ 19 ფეხბურთელს კიდევ 4 დაამატა - მეკარე მიხეილ ალავიძე (დინამო, ბთ), მცველი ლევან კაკუბავა (სამტრედია), ნახევარმცველი მურთაზ დაუშვილი (კარპატი, უკრაინა) და თავდამსხმელი მათე ვაწაძე (ორჰუსი, დანია).

ასე რომ, ნაკრების შემადგენლობა ახლა ასე გამოიყურება:

მეკარეები: გიორგი ლორია (ოფი, საბერძნეთი), ნუკრი რევიშვილი (ტოსნო, რუსეთი), მიხეილ ალავიძე (დინამო, ბთ);

მცველები: უჩა ლობჟანიძე (ომონია, კვიპროსი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი (ინტერი, აზერბაიჯანი), საბა კვირკველია (რუბინი, რუსეთი), ლაშა დვალი (ქასიმფაშა, თურქეთი), გიორგი ნავალოვსკი (ტოსნო, რუსეთი), ლევან კაკუბავა (სამტრედია);

ნახევარმცველები: კახა მახარაძე (ფახთაქორი, უზბეკეთი), ჯაბა კანკავა (დნიპრო, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (გენკი, ბელგია), ვალერი ყაზაიშვილი (ვიტესი, ჰოლანდია), ლევან ყენია (სლავია, ჩეხეთი), ნიკა ძალამიძე (იაგელონია, პოლონეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), სანდრო კობახიძე (ვოლინი, უკრაინა), მურთაზ დაუშვილი (კარპატი, უკრაინა);

თავდამსხმელები: გიორგი ჭანტურია (კლუჟი, რუმინეთი), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ბაჩანა ცხადაძე (ინტერი, აზერბაიჯანი), მათე ვაწაძე (ორჰუსი, დანია).

ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრები პირველად დღეს, 23 მარტს, "ბასაზე" ივარჯიშებს. მედიისთვის წვრთნა დახურული იქნება. ის ლეგიონერები, გუშინ რომ ითამაშეს თავიანთ კლუბებში, დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

ამდენად, დღევანდელი წვრთნა სრულფასოვანი რომ გამოვიდეს, ცხადაძემ შეკრებაზე ერთჯერადად უხმო ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე ექვს ფეხბურთელს - ლაშა პარუნაშვილს, ლაშა თოთაძეს, გიორგი ჩირგაძეს, ჯაბა ჯიღაურს (ყველა - დინამო, თბ), არჩილ ტვილდიანსა (შუქურა) და დავით მთივლიშვილს (ზესტაფონი).

ახლა 24 მარტის განრიგზეც ვთქვათ. ამ დღეს მოვლენები "მიხეილ მესხზე" განვითარდება. 16:30 საათზე პრესკონფერენციას გამართავს მალტის ნაკრების მთავარი მწვრთნელი პიეტრო გედინი. ამის შემდეგ, ნახევარ საათში მალტელთა ვარჯიში დაიწყება. 18:30 საათზე შედგება კახა ცხადაძის პრესკონფერენცია, 19 საათზე კი - საქართველოს ნაკრების ვარჯიში.

ბადშტუბერი და გიუნდოგანი დაბრუნდნენ

იოახიმ ლიოვის რაზმი ოპტიმალურია. გერმანიის ნაკრებს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდნენ "ბაიერნის" მცველი ჰოლგერ ბადშტუბერი და "დორტმუნდის" საყრდენი ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანი.

"ბუნდესმანშაფტი" 25 მარტს, კაიზერსლაუტერნში, ამხანაგურად ეთამაშება ავსტრალიას, ოთხი დღის თავზე კი თბილისში ექნება წარმოდგენა - ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ჩვენი ქვეყნის მთავარ გუნდთან.

"გიუნდოგანისა და ბადშტუბერის დაბრუნებამ გამახარა. მძიმე ტრავმის შემდეგ ორივე მალე ჩადგა ფორმაში. ჩვენ არასოდეს დაგვიკარგავს ოპტიმიზმი", - თქვა ლიოვმა და აქვე მის მიერ გამოძახებულ ფეხბურთელთა სიასაც გაგაცნობთ:

მეკარეები: მანუელ ნოიერი (ბაიერნი), რომან ვაიდენფელერი (დორტმუნდი), რონ-რობერტ ცილერი (ჰანოვერი);

მცველები: ჰოლგერ ბადშტუბერი, ჟერომ ბოატენგი (ბაიერნი), იონას ჰექტორი (კიოლნი), ბენედიკტ ჰიოვედესი (შალკე), მათს ჰუმელსი (დორტმუნდი), შკოდრან მუსტაფი (ვალენსია, ესპანეთი);

ნახევარმცველები: სებასტიან რუდი (ჰოფენჰაიმი), ქარიმ ბელარაბი (ლევერკუზენი), ილქაი გიუნდოგანი, მარკო როისი (ორივე - დორტმუნდი), ტონი კროოსი, სამი ხედირა (ორივე - რეალი, ესპანეთი), კრისტოფ კრამერი (გლადბახი), ბასტიან შვაინშტაიგერი, თომას მიულერი (ორივე - ბაიერნი), მესუთ იოზილი (არსენალი, ინგლისი), ლუკას პოდოლსკი (ინტერი, იტალია), ანდრე შიურლე (ვოლფსბურგი);

თავდამსხმელები: მაქს კრუზე (გლადბახი), მარიო გიოტცე (ბაიერნი).

დღეიდან მალტისთვის, ხვალიდან გერმანიისთვის

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოჩნდა ინფორმაცია მალტასთან ამხანაგურ და გერმანიასთან შესარჩევ მატჩებზე დასასწრები ბილეთების თაობაზე. აი, რა წერია ფედერაციის საიტზე:

ორშაბათიდან, 23 მარტიდან, იწყება ბილეთების გაყიდვა საქართველო-მალტის ამხანაგურ მატჩზე. ეროვნული ნაკრებების ამხანაგურ თამაშზე დასასწრები ბილეთები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში ყოველდღე, 11-დან 18 საათამდე გაიყიდება. ბილეთის ფასი 5 ლარია.

საქართველოსა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებებს შორის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე დასასწრები ბილეთები კი "დინამო არენის" სალაროებში სამშაბათიდან, 24 მარტიდან გაიყიდება.

წლის პირველ ოფიციალურ მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა ქომაგებს "დინამო არენის" სალაროებში ყოველდღე, 11-დან 18 საათამდე შეეძლებათ. ბილეთის ფასი - 10, 15, 20 და 30 ლარი.

საქართველოსა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებთა საკვალიფიკაციო მატჩი 29 მარტს "დინამო არენაზე" გაიმართება. დასაწყისი - 20 საათზე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

TTT
სტადიონი არ გაივსება ეგეთი ფასების გადამკიდე და მერე სფფ-ს სინდისზე იყოს ყველაფერი
123
ზურა- შენ მითხარიი ბაჩანაზე კარგი თავდამსხმელი ვინ გვყავს??? ვინც იმსახურებდა ყველა გამოძახებულია
kssim
zura-ს. როგორც მახსოვს ქეცბაიამაც გამოიძახა ერთხელ ბაჩანა ცხადაძე. ისე დარწმუნებული ვარ, მესის მონაცემები რომ ქონდეს ბაცანას, სენისტან აზროვნების უგვანო ადამიანები, მაინც არ მოუწონებენ მას ასეთ გადაწყვეტილებას.
zura
თავისი შვილი რა პრინციპით გამოიძახა? ეგეთი მაგარი მონაცემები აქვს? მაგაზე უკეთესი ფეხბურთელები არ არსებობენ საქართველოში??? ზუსტად მაგიტომ არ ეშველება კაი ხანი საქართველოს ფეხბურთს... სან ნაცნობობის ინსტიტუი არ იქნება მოსპობილი და მართლა არ მიეცემა ყველა ნიჭიერ ფეხბურთელს ღირსეულად ითამაშოს თავის ქვეყნის ნაკრებში.
გულშემატკივარი
ცხადაძეზე, ნაკრებზე, ჩვენს ჩემპიონატზე, ევროპის ლიგებზე და ა.შ. ინფორმაციები მაინტერესებს, მაგრამ კაკაურიძის სტატიებს არ ვკითხულობ და არც წავიკითხავ, მეშინია მისმა ზედმეტმა "ობიექტურობამ" ჩემს ნერვულ სისტემაზე გავლენა არ იქონიოს. ამიტომ მსგავს თემებზე დააწერინეთ სტატიები ვინმე სხვას, კაკაურიძემ კი წეროს ისეთ უცნობ ლიგებზე როგორებიც არის ტიმორლესტე, ბურკინაფასო, სომალი და ა.შ. სხვა დანარჩენზე სხვებმა წერონ, ოღონდ არა ამხანაგმა ა. კაკაურიძემ :))))) კახას და მის გაწვრთნილ ნაკრებს კი წარმატებას ვუსურვებ, ვეცდები მოედანზე მოვხვდე. ბიჭებო თქვენი მედი გვაქვს
ggg
უნამუსობაა და მეტი არაფერი,ბოიკოტი და მორჩა ამით! მერე მიხვდებიან,რა ფეხზე მკიდია მე გერმანია და კიდევ მაგნაირები, მე სტადიონზე ჩემი ქვეყნის ნაკრების საქომაგოდ მივდივარ, და რახან გერმანიაა და ბილეტები ძვირია ვერ უნდა წავიდეე?
qartveli
30 ლარიანი და კიდე 20 ლარიანი ბილეთები დაახვიეთ გაიკარით ერთ ადგილას სფფ...ხალხი მშიერი დადის და ესენი კიდე რას აკეთებენ ტოო...???ხმა ამოიღეთ ხალხო...
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
[VIDEO] საბერძნეთმა კლოპის გერმანიას სტუმრად სძლია და გალიდერდა - ნიდერლანდებმა სერბეთი დაამარცხა
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
საბერძნეთი და გერმანია დაზავდნენ - ნიდერლანდებმა სერბეთს სძლია
მათე ვაწაძემ თბილისის "დინამო" დატოვა
"საშუალო დონის გუნდი გვყავს" - შვაინშტაიგერი გერმანიის საბერძნეთთან მარცხს გამოეხმაურა
დვალმა გოლი ქართული ცეკვის ილეთით აღნიშნა - "აპოელი" ვერ გალიდერდა
ლაშა ნოზაძემ და ლევან კაკუბავამ რუმინელებთან მატჩზე ისაუბრეს
თბილისის "დინამომ" "ლიეპაია" გაანადგურა - ლატვიელების რიგებში ვაწაძემ ითამაშა [VIDEO]
ქვილითაიას დუბლის მიუხედავად, "აპოელი" ფრეს დასჯერდა
ქვილითაიამ ისევ გაიტანა, ტრავმა მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-3 დინამო (თბ). მათე ბიჭის ახალი სუნთქვა
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
ეროვნული ლიგის XII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
კახა ცხადაძემ "გაბალას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ლევან კაკუბავა: "საბურთალომ" ქვეყნის სახელი ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით უნდა დაიცვას
"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
"მადლობა გულშემატკივარს, მიუხედავად ამხელა ანგარიშისა, მაინც გაავსეს ტრიბუნები..." - მათე ვაწაძე
ქართველი ლეგიონერების კლუბების მეტოქეები ევროთასებზე ცნობილია
კლოპის ხელმძღვანელობით გერმანიამ პირველად მოიგო - ნიდერლანდებმა საბერძნეთთან ფრეს მიაღწია
"საბურთალომ" ზამთრის თასზე ორი ახალწვეული წარადგინა
დვალმა ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა და გოლი ისევ ორიგინალურად აღნიშნა
ლამის ტრავმა მიიღო - კურიოზი "საბურთალოს" გოლის აღნიშვნის დროს [VIDEO]
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
მათე ვაწაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ეროვნული ლიგის VIII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ქვილითაიას ორიდან ერთი გოლი ჩაუთვალეს - "აპოელმა" გაიმარჯვა
ქვილითაიას დუბლი, "აპოელის" მარცხი და ვერცხლის მედლები