რუმინეთთან გამარჯვებამ კიდევ ერთი არგუმენტი უნდა მოგვცეს ექვსი ერისკენ მიმავალ გზაზე
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა, რომელმაც "რაგბი ევროპის ჩემპიონატზე" დამაჯერებლად გაიმარჯვა, მსოფლიოს კლასიფიკაციაში იტალიას გადაასწრო და ახლა მე-14 ადგილზეა. ეს ამბავი დღეს, 23 მარტს, დადასტურდა, როცა "მსოფლიო რაგბის" ოფიციალურ ვებგვერდზე ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა - საქართველოს 72,16 ქულა აქვს, იტალიას - 71,85.

"რაგბი ევროპის ჩემპიონატის" ბოლო ტურის მატჩში "ბორჯღალოსნებმა" ბუქარესტში, ყველაზე პრინციპულ მეტოქეს, რუმინეთის ნაკრებს 15:6 მოუგეს და პირველობა არავის დაუთმეს. ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვენმა გუნდმა "სლემი" შეასრულა, ანუ ყველა მატჩი მოიგო. ამასთან ერთად, საქართველოს ნაკრებმა "ანთიმოზ ივერიელის თასიც" შეინარჩუნა, რომელიც მხოლოდ ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებში თამაშდება.

შეგახსენებთ, რომ რუმინეთის ნაკრებს ჩვენი გუნდისთვის 2010 წლის მერე აღარ მოუგია. ეს გამარჯვებაც იმის დასტურია, რომ ყოფილი "ერთა თასის" გათამაშებაზე ასპარეზობა ჩვენი შემდგომი განვითარებისთვის საკმარისი არ არის.

რუმინეთთან ამ გამარჯვებამ კიდევ ერთი არგუმენტი უნდა მოგვცეს ექვსი ერისკენ მიმავალ გზაზე. ამ ტურნირის ბოლო ტურში იტალიის ნაკრებმა შინ დიდი ანგარიშით წააგო უელსის ეროვნულ გუნდთან - 20:61, რამაც განაპირობა კიდეც რეიტინგში მათი დაქვეითება და "ბორჯღალოსნების" წინსვლა.

იტალიელები "გლოვას მისცემიან". აი, რას წერდა ერთ-ერთი იტალიური სარაგბო ვებგვერდი რეიტინგის გამოქვეყნებამდე:

"უელსთან რომ სასტიკად დავმარცხდით, ეს ერთია. ახლახან ბუქარესტიდან მეორე ცუდი ამბავი მოვიდა: ექვსი ერი B-ს გათამაშებაში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთის ეროვნულ გუნდს მოუგო - 15:6. ეს ნიშნავს, რომ ორშაბათს მსოფლიოს რეიტინგში ქართველები გაგვასწრებენ. გასაგებია, რომ რეიტინგი პირობითობაა და ბიბლია არ არის, მაგრამ ის ლაკმუსის ქაღალდია, გვიჩვენებს, რა მდგომარეობაშია დღეს ჩვენი ნაკრები. საქართველო არასდროს ყოფილა ჩვენზე წინ და იტალია არასდროს ყოფილა რეიტინგში მე-15".

აი, ასე, დროა, ამ გუნდთან ხშირად გვათამაშონ და ვნახოთ, ვინ უფრო იმსახურებს ელიტაში ყოფნას.

ასევე იხილეთ:

რუმინეთი-საქართველო 6:15 - ეს ჩვენთვის საკმარისი აღარაა! [VIDEO+PHOTO]

grisha
ხალხი იხვეწება გვათამაშეთ ხშირად მაგათთანო და იქნებ მართლა გვეთამაშა საინტერესო იქნებოდა. ბოლო ბოლო ფეხბურთი ხომ არაა აშკარა აუტსაიდერები ვიყოთ იტალიასთან
გელა
თქვენ გენაცვალეთ, საამაყო კაცებო!!!!! იქნებ იმაზე მივმართოთ ძალისხმევა, რომ 6 ერის მარაქაში გავერიოთ!!! დარწმუნებული ვარ, ზალიან გავიზრდებით და საინტერესო თამაშს შევთავაზებთ მსოფლიო რაგბს!!!
support
მსოფლიოს შემდეგ 14-11 ადგილებზე უნდა გავიმყაროთ პოზიციები
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
რაგბი ევროპის ახალი ფორმატი
მილტონ ჰეიგი: პირველი ტაიმი ნერვიულობის გამო არცთუ ისე კარგად ჩავატარეთ
რუსეთის ნაკრების მწვრთნელი: ქართველებს უნიკალური გუნდი ჰყავთ
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ეს მხოლოდ სპორტული დაპირისპირება არაა - "ბორჯღალოსნები" რუსეთთან მატჩისთვის ემზადებიან
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
სავსე ტრიბუნების დროა!
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
დღეს "ბორჯღალოსნები" ქუთაისში გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან