"მაკლარენს" ესპანელი პილოტი უბრუნდება
გუშინ ბრიტანულმა საჯინიბო "მაკლარენმა" ოფიციალურად დაადასტურა ფერნანდო ალონსოს მონაწილეობა მალაიზიის გრანპრიში. ესპანელმა პილოტმა წარმატებით გაიარა ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის სამედიცინო ტესტები. ხუთშაბათს მას კიდევ ერთი ასეთი პროცედურა ელოდება, მაგრამ ეს უკვე ფორმალობა იქნება.

"მაკლარენ ჰონდა" სიხარულით ადასტურებს, რომ ფერნანდო ალონსო დაბრუნდება მალაიზიაში MP4-30-ის საჭესთან.

ბარსელონას ტესტებზე ავარიის შემდეგ ფერნანდო მკაცრი კონტროლის ქვეშ ვარჯიშობდა სპეციალური პროგრამით, რომელიც საუკეთესო სპორტულმა სპეციალისტებმა შეიმუშავეს იმისთვის, რათა ალონსო სწრაფად და ყოველგვარი გართულების გარეშე დაბრუნებოდა რბოლებს.

გასულ კვირას ფერნანდო "მაკლარენის" ტექნოლოგიურ ცენტრში სიმულატორზე ვარჯიშობდა. ამით ის გაეცნო ბოლო ცვლილებებს MP4-30-ის შასიში და ძალისმიერ აგრეგატში. ეს პროცესი მოიცავდა შეხვედრას ინჟინრების ჯგუფის ხელმძღვანელთან, რომლის დროსაც განიხილეს ავარიის გარემოებები და ყველა მონაცემი, რომელიც გუნდმა ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციაში გააგზავნა.

მანქანის ტელემეტრიას არ უჩვენებია ავარიის აშკარა მიზეზები და არ ყოფილა არანაირი გადაცდომა ტექნიკურ ნორმებში. ფერნანდომ გაიხსენა, რომ ავარიის წინ "სიმძიმე" იგრძნო საჭის მოწყობილობაში.

ალონსო მოუთმენლად ელოდება საჭესთან დაბრუნებას და იმედი აქვს, რომ დიდ წვლილს შეიტანს მუშაობაში, რათა დაჩქარდეს გუნდის პროგრესი", - წერია ოფიციალურ განცხადებაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფეტელს "ასტონ მარტინში" მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ჩაანაცვლებს
დიდი დაბრუნება - ჩემპიონი კვლავ ფორმულა 1-ში იასპარეზებს?!
ფორმულა 1-ის ტრაგიკული ამბავი - ნიჭიერი ჟიულ ბიანკის გარდაცვალება და მისი მეოცნებე ნათლულის მისია - ჩემპიონობა ნათლიისთვის!
"ჩემთვის ეს უფროა გართობა" - ფერნანდო ალონსომ თანამედროვე ბოლიდის მოყვანილობაზე კომენტარი გააკეთა
"ვნებდები; იმედი მაქვს, ეს სეზონი მალე დასრულდება" - ლუის ჰამილტონი ბოლიდით წელსაც უკმაყოფილოა
ფერნანდო ალონსომ ლეგენდარული ფერარი ენცო 5.4 მილიონ ევროდ გაყიდა