რუმინელის მე-11 ტიტული კარიერაში
ინდიან უელსში ქალების ფინალის შემადგენლობა ოპტიმალური არ გამოვიდა, რადგან მაყურებელი იქ, მინიმუმ, სერენა უილიამსს ელოდა. სიმონა ჰალეპი და ელენა იანკოვიჩი მეხუთედ ხვდებოდნენ ერთმანეთს, თანაც, წინა ოთხი შეხვედრის ბედი სამ სეტში გაირკვა.

სავარაუდოდ, ჰალეპმა სწორედ ფინალში ჩაატარა თავისი ყველაზე უარესი მატჩი. პირველ პარტიაში რუმინელის ცნობა შეუძლებელი იყო. დიდი რაოდენობით შეცდომა მარჯვნიდან საფირმო დარტყმების შესრულებისას და ამის ფონზე იანკოვიჩის შესანიშნავი მოქმედება. სერბი მალე გაიჭრა წინ - 6:2.

მეორე პარტიის შუაში ჰალეპი, უბრალოდ, შოკში იყო თავისი თამაშისგან და მუდმივად კორტს ურტყამდა ჩოგანს. იანკოვიჩმა 3:1 წაიყვანა ანგარიში და... სწორედ ამ მომენტიდან შეწყვიტა სერბმა ქულების დაგროვება. ელენა ისევ მეტოქის იმედზე იყო, რომელიც აგრძელებდა საჩუქრების დარიგებას.

მოწოდებას ამ მატჩში არანაირი აზრი არ ჰქონდა - მეტოქეებმა ჯამში 18 ბრეიკი დააგროვეს! გადამწყვეტი მომენტი ამ დრამაში მაშინ დადგა, როცა ელენა 5:4-ს იგებდა. იანკოვიჩი მატჩზე აწვდიდა და ორი ქულა აკლდა საბოლოო გამარჯვებამდე. ჰალეპმა, როგორც იქნა, ნორმალური სათამაშო მონაკვეთი მისცა და მეორე სეტი 7:5 მოიგო.

მესამე სეტში იანკოვიჩმა ორჯერ წაიყვანა ანგარიში ბრეიკით, მაგრამ უფრო შორს წასვლა ვერ შეძლო. ფიზიკურად უფრო კარგად მომზადებული ჰალეპი აღმოჩნდა. რუმინელი ბოლოსკენ უკეთ გადაადგილდებოდა, მაგრამ შეცდომები მაინც მეტი ჰქონდა. სიმონამ მატჩზე ვერ ჩააწოდა, სამაგიეროდ, "მშრალი" ანგარიშით მოიგო მეტოქის გეიმი და ყველაზე დიდი ტიტული გაიფორმა კარიერაში - 2:6, 7:5, 6:4.

რუმინელისთვის ეს იყო სეზონში მესამე და კარიერაში მე-11 ტიტული. გარდა ამისა, ჰალეპი ATP-ის რბოლის ლიდერია.

ფინალი

სიმონა ჰალეპი (რუმ, 3)-ელენა იანკოვიჩი (სერ, 18) 2:6, 7:5, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სიმონა ჰალეპმა დოპინგ ტესტი ჩააგდო
პირველივე დღეს საქმეში მთავარი ფავორიტები ჩაერთნენ! ავსტრალიის ღია პირველობა დაიწყო
ლეგენდა მორიგი ტიტულისკენ მიიწევს
ავსტრალიის ღია პირველობა გადამწყვეტ ფაზაში შედის! ვარსკვლავები ტიტულისკენ მიიწევენ
სიმონა ჰალეპმა სერენა უილიამსს უიმბლდონის ფინალში უპრობლემოდ სძლია [VIDEO]
ფედერერი: დროა, ქალთა და კაცთა ჩოგბურთი ერთ სპორტად ვაქციოთ