უიმბლდონის წყვილთა თანრიგში ხუთგზის ჩემპიონმა ერთხელ პირდაპირ კორტზე გააუპატიურა მოსწავლე
სამხრეთ აფრიკის სასამართლოს გადაწყვეტილებით, უიმბლდონის წყვილთა თანრიგში ხუთგზის ჩემპიონი ბობ ჰიუიტი გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის ძალადობის ბრალდებით დააპატიმრეს. ამის შესახებ იტყობინება სააგენტო Associated Press-ი.

გუშინ გაიმართა სასამართლო სხდომა, რომლის დროსაც მოსამართლე ბერტ ბამმა განაცხადა, რომ სამი დაზარალებული ქალი სიმართლეს ლაპარაკობდა. მათი ჩვენებების იდენტურობა იმის ვარაუდის საშუალებას იძლევა, რომ ჰიუიტი წინასწარ შედგენილი გეგმით მოქმედებდა. ბამმა ყოფილი ჩოგბურთელის დაკავების ბრძანება გასცა. თავად ჰიუიტი ბრალს არ აღიარებს.

ამა წლის თებერვალში 75 წლის ჩოგბურთელის წინააღმდეგ განცხადება შეიტანა ქალმა, რომელსაც ჰიუიტი 90-იან წლებში საჩოგბურთო გაკვეთილებს უტარებდა. მისი სიტყვებით, ბრალდებული მას 14-დან 17 წლის ასაკამდე ავარჯიშებდა და ერთხელ პირდაპირ კორტზე გააუპატიურა მოსწავლე.

უფრო ადრე ჰიუიტის წინააღმდეგ ორჯერ აღიძრა საქმე ანალოგიური ბრალდებით, 2012 წელს კი ჩოგბურთელი ჩოგბურთის საერთაშორისო დიდების დარბაზიდან გარიცხეს, რომლის წევრი 1992 წლიდან იყო.

ჰიუიტი "დიდი სლემის" ტურნირების ცხრაგზის გამარჯვებულია წყვილთა თანრიგში, აქედან ხუთჯერ უიმბლდონზე გაიმარჯვა. 1964 წლამდე ის ტურნირებზე ავსტრალიას წარმოადგენდა, მაგრამ შემდეგ სამხრეთ აფრიკაში გადავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა