ქართველი ჩოგბურთელი ქალები გასულ კვირას ესპანეთისა და იტალიის საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობდნენ
ქართველი ჩოგბურთელი ქალები გასულ კვირას ესპანეთისა და იტალიის საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობდნენ. ეკატერინე გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია სევილიაში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) ცდიდნენ ძალებს.

ერთეულთა შორის მათ, როგორც ვწერდით, საკვალიფიკაციოდან ძირითად ბადეში ვერ გააღწიეს, სამაგიეროდ, წყვილებში გამოიჩინეს თავი: გორგოძემ რუს ვიქტორია კანთან ერთად ჯერ ტატიანა ბაიასა (არგენტინა) და ივონე კავალე რეიმერსს (ესპანეთი) მოუგო - 2:6, 6:0, 10:7, შემდეგ ხენია კნოლი (შვეიცარია) და ალისა მატეუცი (იტალია) ჩამოიშორა გზიდან - 3:6, 6:3, 11:9, ნახევარფინალში ალიონა ბოლშოვა-ზადოინოვისა (ესპანეთი) და ანდრეა გამისის (ვენესუელა) ტანდემს დააყრევინა ფარ-ხმალი - 7:6, 1:6, 10:7, ხოლო გადამწყვეტ პაექრობაში სანდრა კლეიმენშიტსსა (ავსტრია) და დინაჰ ფიზენმაიერს (გერმანია) აჯობა - 6:3, 6:2.

ქვაცაბაიამ, იტალიელ კლაუდია ჯოვანისთან ერთად, ორი წრე განვლო: სტარტზე ესპანელებს - ხეორხინა გარსია-პერესსა და ოლგა პარეზს სძლია - 6:3, 6:3, მეორეში კი ელიზა კოსტოვა (ბულგარეთი) და ლაურა პოუს-ტიო (ესპანეთი) არ გამოუცხადდნენ. ნახევარფინალში კლემენშიტისა და ფიზებმაიერის წყვილთან დამარცხდა - 1:6, 1:6.

იტალიურ სოლარინოში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) პირველ ნომრად იყო განთესილი თბილისელი სოფიო შაფათავა.

პირველ ორ წრეში მან ფრანგი კარლა ტოული (6:4, 3:6, 6:2) და უნგრელი ანა ბონდარი (6:7, 6:3, 7:6) დაამარცხა. მეოთხედფინალში ტრავმის გამო გლორია ლიანგთან (კანადა) პირველი სეტი (1:4) ვერ დაასრულა. ტრავმამ შეუშალა ხელი წყვილთა ბაექრობის დროსაც: შაფათავა და ოლგა დოროშინა (რუსეთი), რომლებიც ასპარეზობის რეიტინგფავორიტები იყვნენ, შეჯიბრებაში მეოთხედფინალიდან ჩაებნენ. ჯერ მარია მარინისა და ფრანჩესკა პალმიჯიანოს (ორივე -იტალია) მოუგეს - 3:6, 6:3, 6:2, შემდეგ მათ კვალს გაუყენეს მარტინა დი ჯუზეპე (იტალია) და კარლა ტოული (საფრანგეთი), ხოლო ფინალური შეხვედრა ლაურა შაედერსა (გერმანია) და იანეკ ვიკერინკთან (ჰოლანდია) დათმეს - 4:6, 6:2, 7:10 და მეორე ადგილს დასჯერდნენ.

მიმდინარე კვირას ქართველი ჩოგბურთელები რამდენიმე ტურნირში იბრძოლებენ მთავარი პრიზისთვის. საფრანგეთის 10.000-იან შეჯიბრებაში ჩაებმებიან გორგოძე და ქვაცაბაია. ისინი წყვილებში ერთად ითამაშებენ. როგორც ასპარეზობის რეიტინგფავორიტები, მეტოქეებს მეოთხედფინალიდან დაუპირისპირდებიან.

ოქსანა კალაშნიკოვა და მარიამ ბოლქვაძე შარმ ელ შეიხში (ეგვიპტე, საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) გამოვლენ. პირველ წრეში კალაშნიკოვას მეტოქეა კარინ კენელი (შვეიცარია), ხოლო ბოლქვაძე რუს ირინა ლიდკოვსკაიას შეხვდება, წყვილებში ბრიტანელ დანიელა კონოტოპცევასთან ერთად ლაურა დეიგრისა (დიდი ბრიტანეთი) და შეხადევი რედის (ინდოეთი) დუეტთან გაარკვევს ურთიერთობას.

ალექსანდრე მეტრეველი ანტალიაში რჩება და იქვე ვაჟთა 10.000-იან ტურნირში მოსინჯავს ძალებს.

აქვე ქალთა და ვაჟთა საჩოგბურთო ასოციაციების განახლებულ რეიტინგებში ჩვენებურთა მაჩვენებლებსაც გაგაცნობთ:

ქალები. 219 (222). სოფიო შაფათავა (223), 327 (319). ეკატერინე გორგოძე (110), 401 (369). სოფიო ქვაცაბაია (80), 520 (523). ოქსანა კალაშნიკოვა (45), 702 (702). მარიამ ბოლქვაძე (23), 858 (854). მარგალიტა ჩახნაშვილი-რანცინგერი (14), 1117 (1127). თამარ კუტუბიძე (5), 1211 (1217). მარიამ ჭალაგანიძე (3).

წყვილები. 75 (76). კალაშნიკოვა (1050). 223 (227). შაფათავა (249), 271 (270). გორგოძე (201), 396 (394). ქვაცაბაია (112), 856 (856). ბოლქვაძე (21), 1200 (1194). ჭალაგანიძე (6).

ვაჟები. 180 (183). ნიკოლოზ ბასილაშვილი (280), 571 (362). ალექსანდრე მეტრეველი (54), 870 (877). გიორგი ცივაძე (18), 1293 (1222). გიორგი ჯავახიშვილი (5), 1450 (1438). ალექსანდრე ბაკში (3), 1730 (1724). ირაკლი მეტრეველი (1).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
შესანიშნავი წილისყრა ბასილაშვილისთვის - ნიკას "უიმბლდონზე" კარგი ბადე აქვს
ქართველები სამ ფრონტზე: სოფიო ქვაცაბაია ერთეულებშიც ყოჩაღობს და წყვილებშიც
ეკატერინე გორგოძემ 60 000-იანი ტურნირი მოიგო და რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა
სოფიო ქვაცაბაია ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა
ბოლქვაძემ US OPEN-ი გამარჯვებით დაიწყო და ბრიტანელ თინეიჯერს დაუპირისპირდება
ქართველი ჩოგბურთელები: ნიკოლოზ ბასილაშვილი ასეულის მიჯნაზე
ცნობილი გახდა, როდის გამართავენ ბასილაშვილი და გორგოძე თავის შეხვედრებს "უიმბლდონზე"
სოფიო ქვაცაბაია ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა
ქართველი ჩოგბურთელები: სოფიო შაფათავა ჩენჟოუს ტურნირის ნახევარფინალშია
გორგოძემ კიდევ ერთ ტურნირზე გაიმარჯვა
ქართველი ჩოგბურთელები: ბასილაშვილი ძირითად ბადეში ვერ მოხვდა