"ვისაც ჩემზე ხელი აქვს ჩაქნეული, ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს, მე კი შევეცდები, მოედანზე დავამტკიცო, რა შემიძლია..."
ლევან ყენიასთვის გაზაფხული კარგად დაიწყო - ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 24 წლის შემტევ ნახევარმცველს ისევ უხმეს ეროვნულ ნაკრებში, "ბოლესლავთან" მატჩში კი ულამაზესი საჯარიმო გაიტანა.

იხილეთ ვიდეო

ყენიასთვის ეს პრაღის "სლავიას" მაისურით გატანილი პირველი ოფიციალური ბურთია. ამიტომაც ნაკრებში დაბრუნებასთან ერთად, გოლიც მივულოცეთ:

- "მლადა ბოლესლავს" 2:0 ვუგებდით, მაგრამ პირველ ტაიმში დარჩენილ რვა წუთში ორი ბურთის გაშვება მოვახერხეთ, საბოლოოდ კი 3:4 დავმარცხდით... გოლი? ძალიან გამიხარდა, რადგან თითქმის წელიწადია, ოფიციალურ მატჩში ბურთი არ მქონდა გატანილი... ახლა გაცილებით თავდაჯერებული ვიქნები!

- გოლზე მეტად, ალბათ, ნაკრებში გამოძახებამ გაგახარა... ელოდი?

- რამდენიმე კვირის წინ ჩემს თამაშს კახა ცხადაძე დაესწრო და მწვრთნელის სიტყვებმა მიმახვედრა, რომ თუ სათანადო კონდიციაში ვიქნებოდი, ნაკრებში გამომიძახებდა. თუმცა, როცა გამოძახებულთა სიაში ჩემი გვარი წავიკითხე, მაინც უზომოდ გამიხარდა. მომენატრა სანაკრებო ატმოსფერო, "დინამო არენაზე" თამაში. ძალიან მოტივირებული ვარ და მინდა, ნაკრებში ჩემი ადგილი დავიბრუნო! მით უმეტეს, წინა მწვრთნელის დროს, ფაქტობრივად, არც მითამაშია ეროვნულ გუნდში. ტრავმის შემდეგ მხოლოდ რამდენჯერმე გამომიძახეს, შეიძლება ითქვას, "გავლით" ვიყავი ნაკრებში (იცინის). იმედია, მხოლოდ გამოძახებით არ დასრულდება ეს ყველაფერი...

- თუმცა ბევრმა უკვე ხელი ჩაიქნია, ფიქრობენ, რომ ყენიასთვის დიდი ფეხბურთი უკვე დამთავრდა... რას იტყვი?

- მეც რომ ასეთივე განწყობა მქონდეს, ფეხბურთს საერთოდ აღარ ვითამაშებდი! რთული პერიოდები ყველა ფეხბურთელის კარიერაშია. მე კი უმძიმესი ტრავმით გამოწვეული სამწლიანი უქმობის შემდეგ ისევ დავიწყე თამაში, "კარპატის" შემდეგ გერმანიაში დავბრუნდი... დიუსელდორფში ნორმალურად ვთამაშობდი, მაგრამ ტრავმის გამო ერთი თვე გამიცდა. ამასობაში, მწვრთნელი შეიცვალა და... გამიჭირდა ძირითადში ადგილის დაბრუნება. ახლა კარგ გუნდში ვარ და "სლავიას" მწვრთნელიც მენდობა. ასე რომ, ახლებურად სუნთქვას ვიწყებ... ვისაც ჩემზე ხელი აქვს ჩაქნეული, ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს, მე კი შევეცდები, მოედანზე დავამტკიცო, რა შემიძლია...

- მხოლოდ ტრავმების ბრალი ნამდვილად არ არის, ნაკრებში ამდენ ხანს რომ აღარ გამოჩენილხარ... შენც ხომ დაუშვი შეცდომები?

- ამას არც უარვყოფ - იყო შეცდომებიც და ცხელ გულზე მიღებული გადაწყვეტილებებიც... მაგრამ მწვრთნელისგან შესაბამისი მოქმედება რომ მოჰყოლოდა, შეიძლებოდა იმ ეპიზოდების დროულად ჩაწყნარება! თუმცა ვიმეორებ - უკვე ვაღიარე ჩემი შეცდომები!

- სანამ ქეცბაიაა მწვრთნელი, ნაკრებში აღარ ვითამაშებო, ამ სიტყვებს გულისხმობ?

- კიდევ იყო რამდენიმე ინტერვიუ, რომელიც არასწორად იქნა გაგებული... ცივი წყალი დალიოს-მეთქი, კონკრეტულად მწვრთნელზე ვთქვი, გულშემატკივართა ნაწილმა კი, მგონი, თავის თავზე მიიღო... არადა, ქომაგზე ნამდვილად არ მითქვამს, ქართველ გულშემატკივარს დიდ პატივს ვცემ - ცხელ გულზე ეს მწვრთნელის მისამართით ვთქვი და ახლაც ვნანობ... მაგრამ რაც მოხდა, მოხდა, ყველამ ვიზარალეთ მაშინ - მეც, მწვრთნელმაც, გუნდმაც... ეგ თემა ჩემთვის დახურულია და აღარ მინდა გახსენება, რადგან ის წლები, როცა ნაკრებს მიღმა ვიყავი, აუტანელი იყო ჩემთვის...

- ახლა? რას ელი ნაკრებში ახალი მწვრთნელის მისვლის შემდეგ?

- მწვრთნელი და ფეხბურთელები უნდა ენდობოდნენ ერთმანეთს, ეიმედებოდეთ! ფეხბურთი ისე

განვითარდა, მხოლოდ ინდივიდუალიზმის ხარჯზე ვერაფერს მიაღწევ, თერთმეტივე ფეხბურთელი და მწვრთნელი უნდა ავსებდეს და ამაგრებდეს ერთმანეთს, გუნდი გუნდს ჰგავდეს...

- ცხადაძემაც ეს თქვა, ჩემმა ფეხბურთელებმა, უპირველესად, თვითრწმენა უნდა დაიბრუნონო...

- შეტევაშიც არიან კრეატიული მოთამაშეები და რატომაც არ შეიძლება ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბება?! თუ ამბობ, ძლიერ ჩემპიონატებში ფეხბურთელები არ გვყავს, არც ერთი არაფრის მაქნისი არ არისო, რაღა აზრი აქვს მუშაობას?!

- გერმანულ ფეხბურთს კარგად იცნობ - რა უნდა დაუპირისპირონ ქართველებმა გერმანიის ნაკრებს?

- მალტა იქნება, იტალია თუ საქართველო, გერმანელები ნებისმიერ მეტოქესთან მოტივირებულნი თამაშობენ! ამიტომაც არ უნდა გვქონდეს იმედი, რომ კონცენტრირებულები არ გამოვლენ ჩვენთან სათამაშოდ...

რა დავუპირისპიროთ? გუნდურად, ტაქტიკურად გამართულად უნდა ვითამაშოთ, ერთმანეთი დავაზღვიოთ, დანარჩენს კი მატჩი გვიჩვენებს... თამაში ნებისმიერ მეტოქესთან შეიძლება, მთავარია, დაწყებამდე არ წააგო! პირადად მე დამატებითი მოტივაციაც მაქვს - გერმანელებს უნდა დავუმტკიცო, რომ შემიძლია მაღალ დონეზე თამაში, გერმანულ კლუბებში კი ტრავმებმა შემიშალა ხელი...

- მართალია, რომ ლევან ყენიას რთული ხასიათი აქვს?

- ვინც მიცნობს, იცის, რომ ასე არ არის. სულ ვცდილობ, პროფესიულად მივუდგე საქმეს, მაგრამ ადამიანსაც გააჩნია, როგორც გექცევიან, შენც ისე ექცევი! არ შემიძლია, ყველას დავუხარო თავი...

კარიერას რომ გადავხედავ, მართლა არაფერი დამიკლია ფეხბურთისთვის, მაგრამ ტრავმებმა ძალიან დამწია უკან... ტრავმის შემდეგ მხოლოდ ვარჯიში და აღდგენა არ კმარა, მოთმინების უნარიც უნდა გქონდეს. სამი წელი ვითმინე და ისევ ფეხბურთში ვარ!

ავტორი: რატი შელეგია

წყარო: kvirispalitra.ge

mateusa
ქეცბას სიტყვებია ზუსტად რაც ახსენა,ხან ფეხბურთელებს აბრალებდა წაგებას ხან მინდორს ხან წვიმას და ა.შ. მართლა უზრდელი, გაუნათლებელი და ხეპრე იყო , ელემენტარული კომუნიკაციის საშუალებე არ გააჩნდა. პ.ს. მიდი ლევან ამდენი ბოღმა ხალხის ჯინაზე ათამაშდი ისევ ძველებურად
bobo
,,odala"-ს ქეცბაია ხო იყო უკიდეგანოდ განათლებული. მის შეგნებაზე, აღზრდასა და ზრდილობაზე არქივებში შემონახული კადრები მეტყველებს.
odala
სხვათა შორის კიდევ გაჰკრა კბილი ქეცბაიას: თუ ფიქრობ რომ ძლიერ ჩემპიონატებში მოთამაშეები არ გყავს და არავინ არაფრის მაქნიასია, მაშინ რა აზრი აქვს მუშაობასო. ქეცბაიას ეს არ უთქვამს. უვარგისი ყოფილა ბევრი ნაკრებში და ეს გახადა საჯარო ქეცბაიამ და ამისთვის და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა. თქვენ კიდევ მგონი არ გეშველებათ. იმიტომ რომ არც განათლება გაქვთ და არც მაინც და მაინც შეგნება და აღზრდა.
Saba
მწვრთნელზე რო თვი ცივი წყალი დალიოსო მაგიტამაც ხარ უზდელი. კაი იმას რო ხვდება რო მაგრად შეეშალა. და რაც შეეხება იმ ფრაზას: სანამ ქეცბაიაა ნაკრებში აღრ ვითმაშებო რო ამბობს 3 დღის მერე ბიძამისი იყო მინაშვილთან გადაცემაში და ზუსტად ეს კითხა ცხელ გულზე ხომ არ თვითო და კიკნაძემ უარყო. ასე რომ თავის მართლებას ჯობია გულწრფელად ყველაფერი მოინანიოს
ruslan7
ლევანს პატარაობიდან ვიცნობ. მისი ტექნიკა, მოედნის ხედვა და თამაშზე კონცენტრაცია ყოველთვის მისაბაძი იყო, რომ არა ტრავმები იგი უდაოდ ნაკრების ლიდერი იქნებოდა. მის ასაკში ამდენი ოპერაციის გადატანა? ღმერთმა ჯამრთელად ამყოფოს და ბევრჯერ გაგვახარებს.
ika
ამან უნდა შეიცვალოს ხასიათი!
"შესანიშნავი იდეაა, იმედია შეთანხმება შედგება" - ჯანაშია საქართველოსა და რუსეთის ამხანაგურ მატჩზე
საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
"თუ გააბედნიერებს, წავიდეს" - ფაბრეგასს "ჩელსისკენ" გზა ეხსნება
სკანდალის დასასრული - UEFA-მ პრესტიანი 6 მატჩით დასაჯა
მბაპე ტრავმირებულია - "რეალს" მორიგი პრობლემა აქვს
დაბრუნება "რეალში" თუ კვლავ "ბენფიკაში" მუშაობა - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსი შეუჩერებელია - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" მესამე მატჩიც მოუგო
[VIDEO] მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" შენგელიას "ბარსელონას" სძლია და პლეი ოფში გავიდა
0:3-დან - "ლანსმა" "ბრესტთან" თითქმის წაგებულ მატჩში ქულა მოიპოვა
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
მატჩის დღე - პსჟ "ბაიერნამდე" ლიდერობის გასამყარებლად!
ლევან ყენიამ საფეხბურთო კარიერა განაახლა - მის პირველ მატჩში 7 გოლი გავიდა
"საქმე სასამართლოშია გადასული" - რა კარიერული გეგმები აქვს ლევანს ყენიას
ლევან ყენია გერმანიის ჩემპიონატში ითამაშებს
ყენია ისევ გერმანიაში, ამჯერად, როგორც მწვრთნელი
ლევან ყენია გერმანულ კლუბში კვლავ მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსს მოირგებს
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ