25 მარტს ბერძნულ მარათონში მშვილდოსანთა ევროპის "დიდი პრიზის" ტურნირი იწყება
25 მარტს ბერძნულ მარათონში მშვილდოსანთა ევროპის "დიდი პრიზის" ტურნირი იწყება, რომელშიც საქართველოს ნაკრები გაფართოებული შემადგენლობით იასპარეზებს.

უფრო სწორად, ვაჟთა გუნდი, თორემ ქალები ბოლო პერიოდის უცვლელი სამეულით გამოვლენ: ქრისტინე ესებუა, ხათუნა ნარიმანიძე, იულია ლობჟანიძე.

ვაჟებში ექვსი მონაწილე გვეყოლება: ლაშა ფხაკაძე, ჯაბა მოსეშვილი, ვლადიმერ დოლიძე, ლევან ჩიტიშვილი, ზურაბ მესტვირიშვილი და არჩილ ფარსენაძე.

ამ შემადგენლობაში მთავარი მოულოდნელობა ბათუმელი მამუკა შუშაძის არყოფნაა, რომელმაც ბოლო შესარჩევი ტურნირი მოიგო.

თუმცა იქ წარმატებას მხოლოდ პლეი ოფში მიაღწია, საკვალიფიკაციოში კი ცუდად ისროლა. მისი სახლში დატოვების მიზეზიც ეს გახდა - თავიდანვე გარკვეული იყო, რომ ნაკრებში დასაყენებლად გადამწყვეტი სასტარტო ქულები იქნებოდა და არა საბოლოო ადგილი. ამის მიუხედავად, გამარჯვებულის დატოვება მაინც უცნაურად ჩანს. მით უფრო, რომ მარათონში ჩვენებს მთავარი ბრძოლები სწორედ გუნდურში ელოდებათ.

საბერძნეთში 24 მარტს ოფიციალური ვარჯიში გაიმართა და შეჯიბრება საზეიმოდ გაიხსნა, 25 მარტს კი საკვალიფიკაციო ეტაპის პაექრობები დაიწყება პირად პირველობაში, რაც გუნდურსაც განსაზღვრავს.

26 მარტს სწორედ გუნდურსა და შერეულ წყვილებში (აქ სასროლად შესარჩევში ქალთა და ვაჟთა გუნდების საუკეთესოები შეამხანაგდებიან) გაიმართება პლეი ოფები.

ჩვენთვის მთავარი შეჯიბრება 27 მარტსაა, როცა ივნისში ბაქოში ჩასატარებელი ევროპული თამაშების სალიცენზიო შეჯიბრება იმართება. მასში ჩვენგან მხოლოდ ვაჟები მიიღებენ მონაწილეობას, რადგან ქალებს უკვე მოპოვებული აქვთ მისი საგზური (ეს შარშან, სომხეთში გააკეთეს ევროპის ჩემპიონატზე).

ვაჟებიდან ეს ლიცენზია ჯერ მხოლოდ ფხაკაძეს აქვს, თუმცა მარათონში სალიცენზიოში ისიც გამოვა.

საგზურის გათამაშების პრინციპი ზუსტად იგივეა, როგორიც დიდ ოლიმპიადაზე - პლეი ოფში 16 საუკეთესო გუნდი გადის, ლიცენზიის მოსაპოვებლად კი ერთი წრის გავლაც საკმარისია. შესაძლოა, ჩვენი მწვრთნელები ამიტომაც ვერ ენდნენ შუშაძეს, რადგან გუნდური შედეგები სწორედ სასტარტოს შეჯამებით დაითვლება - რაც უფრო უკეთ ისვრიან და შესარჩევში მაღალ ადგილზე გავლენ, მით მეტი შანსია, პლეი ოფში მაღალი ადგილით შევიდნენ და პირველ წრეში შედარებით სუსტი მეტოქე შეხვდეთ და მერვედფინალში გავიდნენ. აქვე იმასაც გეტყვით, რომ გუნდურ ჩათვლაში შევა არა ექვსივეს, არამედ სამი საუკეთესოს შედეგი.

ეს სალიცენზიო ტურნირი ცალკე ჩატარდება, ძირითადი შეჯიბრებისგან დამოუკიდებლად და მასში იმ ქვეყნების წარმომადგენლები ვერ მიიღებენ მონაწილეობას, რომელთა გუნდებმაც უკვე გაინაღდეს საგზურები (ზუსტად ეს წესი მოქმედებს ჩვენი ქალების შემთხვევაში).

27-შივე, სალიცენზიო ტურნირის დასრულების შემდეგ გაიმართება პლეი ოფები პირად პირველობაში, მედლებისთვის ფინალური შეხვედრები კი უკლებლივ ყველა დისციპლინაში ასპარეზობის ბოლო დღეს, 28 მარტს ჩატარდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ქოჩორაშვილი ისევ ტრავმირებულია - "სპორტინგმა" "პორტუს" მოუგო
დონარუმას გამო ტრაფორდმა "მანჩესტერ სიტის" დატოვება გადაწყვიტა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
WU17 | ჩრდ. ირლანდია 3:1 საქართველო
"რეალისკენ" გზა ეხსნება? - Red Bull-მა შესაძლოა, კლოპი დაითხოვოს
პაზი "რეალში" დაბრუნებას შიშობს - არგენტინელი "კომოში" ყოფნით ბედნიერია
პირველად 1994 წლის შემდეგ - "ტოტენჰემს" პრემიერ ლიგაში ძალიან ცუდი სერია აქვს
იამალი რეკორდების დამყარებას განაგრძობს - "ბარსელონას" ვარსკვლავმა მორიგი მიღწევა დააფიქსირა
[VIDEO] "სად არის შენი "ოქროს ბურთი"?! - ვინისიუსი მორიგ სკანდალშია... ბრაზილიელს "ხეტაფეს" ფეხბურთელმა სამაგიერო გადაუხადა
მოგებული მატჩი სეტის 0:6 წაგების შემდეგ - ბასილაშვილს პრესტიჟული "ინდიან უელსის" მასტერსის ძირითად ბადემდე ერთი ნაბიჯი აშორებს
მიქაუტაძემ ფრანგულ მედიასთან "ლიონში" და ლიგა 1-ში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
"სპორტის ისტორიაში საუკეთესოა" - მასკერანომ მესის შესახებ ისაუბრა
"გეტყვით, როგორ მოვიგერიე დუეს პენალტი" - "ლე ავრის" მეკარემ პსჟ-ისთან აღებული თერთმეტმეტრიანის საიდუმლო გათქვა
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
[VIDEO] "რეალი" ლა ლიგაში ზედიზედ მეორედ დამარცხდა - გულშემატკივრები პერესს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ
საბერძნეთი - საქართველო | საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი
აი, ბიზნესმენი - "მარსელი" 45 მილიონად შეიძინა და 1 მილიარდად ყიდის
[VIDEO] ჩინებულია - საქართველოს ნაკრებმა დანიას ისევ მოუგო და მეორე ეტაპის საგზური გაინაღდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 12 ქულით ამარცხებს
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 21 ივნისის განრიგი
მშვილდოსნობა. ევროპის ჩემპიონატი: რას მოვარტყამთ ნოტინგემში?
რიოს 2016: ქართველი ოლიმპიელების განრიგი 7 აგვისტოს
ნატო ნასარიძე: ერთი ოლიმპიური ციკლი ისევ თურქეთში ვიქნები, მერე კი ვნახოთ...
რიო 2016: ქართველი მშვილდოსნები გუნდურში მედლების გარეშე დარჩნენ
მინსკი 2019: ქართველი მშვილდოსნები და მოკრივეები წარმატებულად ასპარეზობენ
აჭარელ მშვილდოსანთა წარმატება ბაქოში გამართულ "პრეზიდენტის თასზე"
რიო 2016: ქრისტინე ესებუამ ინდოელის ბარიერი ვერ დასძლია
საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრებმა "ევროპის დიდი პრიზი" მოიგო
მშვილდოსნობა. ევროპის ჩემპიონატი: წყვილად შემორჩნენ
ანტალიის ტურნირი: ჩვენი ქალებიდან საუკეთესო ქრისტინე ესებუა იყო
საქართველოს ჩემპიონატი: ის ურჩევნია მამულსა - დედა-შვილის შერკინება
დედა შვილს არ აიყვანსო - ინტერვიუ თამაზ ფუტკარაძესთან
ევროპის დიდი პრიზი: ქართველი მშვილდოსანი ქალების მორიგი წარმატება
პრეზიდენტი გაურკვევლობაში - ინტერვიუ ხათუნა ნარიმანიძესთან
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
ბიჭები ახლებურად ივარჯიშებენ - ინტერვიუ თამაზ ფუტკარაძესთან
მშვილდოსნობა. ევროპის ჩემპიონატი: ქალების ისტორიული წარმატება
"ევროპის დიდი პრიზი": ეჩმიაძინში ანტალიის წინ
მშვილდოსნობა. თურქეთის ტურნირი: ქალების მორიგი ჯილდო
რიო 2016. ხათუნა ნარიმანიძე უკრაინელთან დამარცხდა
გადაკიდებული იტალია და ახალი თაობა - ინტერვიუ თამაზ ფუტკარაძესთან
ანტალიის ტურნირი: დაგვრჩა მხოლოდ ქრისტინე ესებუა
რიო 2016: ქართველი ოლიმპიელების განრიგი 10 აგვისტოს