ქართველი ფეხბურთელი მოლდოვაში აგორებულ გარიგებული მატჩების სკანდალთან რაიმე სახის კავშირს უარყოფს
ბოლო დროს მოლდოვაში გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით აგორებულ სკანდალში ეჭვი ქართველებზეც მიიტანეს. ამ ქვეყნის მედიაში დაიწერა, თითქოს მატჩების ჩაწყობას ორგანიზებას, სინგაპურელებთან ერთად, ორი ქართველიც უწევდა, რომლებიც სავარაუდოდ, ერთი ხანობა ტირასპოლის "შერიფში" თამაშობდნენ, ამჟამად კი სამშობლოში იმყოფებიან...

"შერიფში" რამდენიმე ქართველს უთამაშია. დღეს ამ კლუბის გენ-დირექტორი, წარსულში ამავე გუნდის ფეხბურთელი ვაჟა თარხნიშვილია. "შერიფში" უთამაშია დავით მუჯირსაც... მოლდოვურმა გამოცემა Moldfootball.com-მა ეჭვი ტყუპ ძმებზე, ვალტერ და პავლე ხორგუაშვილებზე მიიტანა... (იხილეთ ვრცლად).

მოლდოვურ საიტს ვალტერ ხორგუაშვილი ეჭვების გასაფანტავად თავად დაუკავშირდა.

- მინდა იმ ეჭვებზე ვისაუბრო, რომლებიც ჩემთან დაკავშირებით გაჩნდა. 2014 წლის ზაფხულში ტირასპოლში ჩამოვედი, "დინამო-ავტოში" გასინჯვაზე ვიმყოფებოდი. დაახლოებით თვენახევარი დავყავი, შემდეგ კლუბში ფინანსური პრობლემები შეიქმნა და წასვლა გადავწყვიტე. აგვისტოს შემდეგ მანდ უკვე აღარ ვიყავი.

მერე სინდიკატებსა და გარიგებულ მატჩებზე საუბრებს მოვკარი ყური... მე ამ ყველაფერთან არაფერი მაკავშირებს. მე ჯერაც მოქმედი ფეხბურთელი ვარ, უბრალოდ, ტრავმა მაქვს. ეს საუბრები კი ჩემთვის ძალიან უსიამოვნოა და მინდა, ხმები უარვყო.

ამ ორ სინგაპურელთან (საქმეზე სინგაპურელები არიან დაკავებულნი, რედ.) კონტაქტი არასდროს მქონია.

- თქვენ, ძმასთან ერთად, მსგავსი სკანდალის ფიგურანტი უკვე იყავით 2011 წელს ფინეთში... (რედ. სასამართლომ პავლე უდანაშაულოდ ცნო, ვალტერისთვის კი ბრალი არც წაუყენებიათ. აღსანიშნავია, რომ საქმეში მთავარი ეჭვმიტანილი ასევე სინგაპურის მოქალაქე იყო).

- დიახ, მოხდა ასე. 2011 წელს ფინეთში ვთამაშობდი. მეც და კიდევ ბევრი ფეხბურთელი გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით დაგვკითხეს, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. მაშინ მოვიგეთ პირველი ლიგა და უმაღლესში თამაშის უფლება მოვიპოვეთ...

- მოლდოვის პოლიცია არ დაგკავშირებიათ?

- არა, მზად ვარ ნებისმიერი საუბრისთვის, ტელეფონიც სულ ჩართული მაქვს.

შეგახსენებთ, რომ მოლდოვის ჩემპიონატის 23-ე ტურში გამართული კიშინიოვის "დაჩიასა" და ტირასპოლის "დინამო-ავტოს" მატჩის შემდეგ სტადიონზე სპეცრაზმი შევიდა და სპორტული შედეგებით მანიპულირებაში, ქრთამის აღებასა და ფულის გათეთრებაში ეჭვმიტანილი 12 პირი დააკავა.

23 მარტს, სამართლებრივი დევნის სამმართველოს შეფმა ბოგდან ზუმბრიანუმ კი განაცხადა, რომ ორი დაკავებული სინგაპურელი თანამშრომლობდა დნესტრისპირეთის "მოქალაქეებთან", რომლებიც თავის მხრივ, თანამშრომლობდნენ "შერიფის" ექსფეხბურთელებთან, რომლებიც ქართველები არიან. მისი თქმით, აღნიშნული პირები კარგა ხანია, დაკვირვების ობიექტებს წარმოადგენენ არა მარტო მოლდოვაში, არამედ გერმანიაში, უნგრეთსა და ფინეთში.

ასევე იხილეთ:

სკანდალი: ორი ქართველი, სინგაპურული კლანი და ჩაწყობილი მატჩები მოლდოვაში

ექსკლუზიური ინტერვიუ პავლე ხორგუაშვილთან

თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
[VIDEO] ლიონელ მესიმ მოწინააღმდეგე გუნდის სამწვრთნელო შტაბს დასცინა
დიდი 10 | ყაზბეგი 0:16 ხვამლი
გაწვრთნის თუ არა კერიკი "იუნაიტედს" მომდევნო სეზონშიც? - ფაბრიციო რომანომ "მანკუნიანელების" შესახებ ისაუბრა
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგის" წაუგებელი სერია დასრულდა
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონე" "კატანძაროს" ფრედ ეთამაშა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" "ჰერტასთან" დამარცხდა
ირის ანტმანის პრესკონფერენცია
[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!
გამოტოვებს თუ არა მბაპე "სიტისთან" მატჩს? - Cadena Ser-ი ინფორმაციას ავრცელებს
ჯესი ლინგარდი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
"მადლობელი ვარ სამწვრთნელო შტაბის, რომ ასეთ მატჩში თამაშის შანსი მომცა" - ალექსანდრე მერკვილაძე
"მინდა ფეხბურთელებმა თავდაჯერება დაიბრუნონ" - ლუის ენრიკე "ჰავრთან" მატჩის შემდეგ
[VIDEO] მამუკელაშვილის 16 წუთი - "ტორონტომ" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჰავრთან" მატჩში?
ზურიკოს "სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა და გალიდერდა
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
[VIDEO] ჰოლანის არყოფნაში "სიტის" მხსნელად სემენიო მოევლინა - "ქალაქელებმა" "ლიდსი" დაამარცხეს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ლუის ენრიკემ "ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
"სამწუხარო რეალობა გვაქვს" - მუჯირის განცხადება კვარაცხელიაზე...
მოლდოვური მედია: ჩაწყობილი თამაშების ორგანიზატორები შესაძლოა, ძმები ხორგუაშვილები იყვნენ
VAR-ის სისტემა ეროვნული ლიგის მატჩებზე - სიახლე მიმდინარე წლიდან იგეგმება
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე
დილა-გურია 1:3 - ამდენს არ ვგეგმავდითო... [VIDEO]
რანაირად?! - "შერიფის" ფეხბურთელი: "საბურთალოზე" უკეთესი გუნდი ვართ
"შერიფის" ქართველი დირექტორი: ჩეფერინს ვუთხარი, რომ "რეალს" უპრობლემოდ დავამარცხებდით
შარშანწინ "საბურთალოსთან" წავაგეთ, სწორი დასკვნები გავაკეთეთ და...- ინტერვიუ "შერიფის" ქართველ ლეგენდასთან
ვაჟა თარხნიშვილი: ლამაზი სიტყვების ნაცვლად, საქმის კეთების დროა
[VIDEO] გოლი-სასწაული! აუცილებლად ნახეთ, რა ბურთი გაიტანა დავით მუჯირმა ჩემპიონის კარში!
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
ლანჩხუთის "გურიაში" დავით მეგრელიშვილი გამოჩნდა
მატჩის კატასტროფული დებიუტის შემდეგ "საბურთალომ" "შერიფის" ბარიერის გადალახვა მოახერხა [VIDEO]
ვაჟა თარხნიშვილი ტირასპოლის "შერიფის" გენერალურ დირექტორად დაინიშნა
გიორგი გაბედავა: ვერ ვხვდები, როგორ გავუშვით 3 გოლი პირველ 10 წუთში
გიორგი ჭიაბრიშვილი: გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი
პავლე ხორგუაშვილი: მარტო მოლდოვაში? თამაშებს მუნდიალზეც ვაწყობთ!
შოთა მახარაძე: "შერიფში" ყველაფერი ისეა აწყობილია, იქაურობის მიტოვება ძალიან ძნელია
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
კიუიტის ამაზრზენი განცხადება - დირკი "კონკიას" წარმატებამ გააღიზიანა