ტიფოზები, რომლებიც იტალიურ ფეხბურთში ბევრ საკითხს წყვეტენ და მათ სიტყვას ყოველთვის დიდი ძალა აქვს...
ფოტოზე: ნეაპოლელი ტიფოზების მეთაური ჯენარო დი ტომაზო

სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში ორკვირიანი პაუზაა, რის შემდეგაც გადამწყვეტი, დასკვნითი ეტაპი დაიწყება. სკუდეტოს ბედი პრაქტიკულად გარკვეულია. აი, ევროსაგზურებისთვის კი დიდი ბრძოლაა გაჩაღებული.

დიდი ალბათობით, ევროზონის მიღმა რჩებიან მილანური გრანდები - დიახ, "მილანი" და "ინტერი" კრიზისში არიან და სატურნირო ცხრილში მაქსიმუმ მეშვიდე ადგილს შეწვდნენ, ეს პოზიცია კი თუ რაღაც ექსტრაორდინალური არ მოხდა, ევროტურნირის საგზურს არ იძლევა... რა იგულისხმება ექსტრაორდინალურში? - მაგალითად, თუ "ფიორენტინამ" ევროპალიგა მოიგო, ხოლო სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში მერვე ადგილზე ჩამოქვეითდა, ან კიდევ უფრო ქვემოთ, მაშინ მეშვიდე ადგილი ევროპალიგაზე გამსვლელი იქნება.

იგივე შეიძლება ვთქვათ "ნაპოლიზე", მაგრამ ის, რომ ნეაპოლელები, ან ფლორენციელები ასე დაბლა დაეშვებიან სატურნირო ცხრილში, პრაქტიკულად წარმოუდგენელია.

მოკლედ, "როსონერის" და "ნერაძურის" საქმე ცუდად აქვთ, ეს ამბავი კი ყველაზე მეტად ამ გუნდების გულშემატკივრებს აწუხებთ. დღეს, სწორედ ტიფოზებზე ვისაუბრებთ, რომლებიც იტალიურ ფეხბურთში ბევრ საკითხს წყვეტენ და მათ სიტყვას ყოველთვის დიდი ძალა აქვს...

ბრიგატე როსონერის ულტიმატუმი

"მილანის" გულშემატკივართა ყველაზე დიდი და გავლენიანი დაჯგუფება "ბრიგატე როსონერია", რომელიც მთლიანად აკონტროლებს "სან სიროს" სამხრეთ ტრიბუნას და ამიტომ, მას "კურვა სუდ"-ს ეძახიან.

"ბრიგატეს" ყელში ამოუვიდა "მილანის" ბოლოდროინდელი წარუმატებლობები და გასულ ტურში, "კალიარისთან" თამაშს ბოიკოტი გამოუცხადა. სამხრეთ ტრიბუნა ცარიელი იყო, სკამებზე კი დიდი ბანერი გახლდათ გამოფენილი შემდეგი წარწერით: "თამაში დამთავრდა, ფულის ხარჯვის დროა".

"კურვა სუდს" ჯანკარლო კაპელი მეთაურობს, 60 წელსმიტანებული ტიფოზი, რომელიც ახალგაზრდობაში ნამდვილ სიგიჟეებს სჩადიოდა და არც დღეს უჩივის ენერგიის ნაკლებობას.

ფოტოზე: ფილიპო ინძაგი და "მილანის" ულტრასების ლიდერი ჯანკარლო კაპელი

ტატუებში ჩაფლული, არაერთ სკანდალში გახვეული, რამდენიმე კრიმინალურ ისტორიასთან დაკავშირებული და მუდმივად ახალგაზრდული იმიჯის მქონე კაპელი კლუბის მესვეურებს საგანგებო განცხადებით მიმართავს:

"ჩვენი გული "მილანს" ეკუთვნის და ეს ყველამ კარგად იცის, მაგრამ ზღაპრებს ნურავინ წაგვიკითხავს იმასთან დაკავშირებით, რომ რთულ დროებაში გუნდს ყველაზე მეტად სჭირდება გვერდში დგომა. ვფიქრობთ, რომ არსებულ ვითარებაში ბოიკოტი ოპტიმალური გადაწყვეტილება იყო და თუ კლუბის მესვეურები საპასუხო ნაბიჯს არ გადადგამენ, საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

ჩვენ სილვიო ბერლუსკონისთან ან ბარბარა ბერლუსკონისთან გვსურს შეხვედრა, რათა ნათლად განვუმარტოთ რას ვითხოვთ და მოვისმინოთ, რას აპირებენ ისინი.

კლუბში ფული უნდა ჩაიდოს და ზაფხულში ტრანსფერები გაკეთდეს - არ იქნება ამბიციური გეგმა, არ იქნება ულტრასების მხარდაჭერა; ეს კარგ შემთხვევაში და საწყის ეტაპზე, თორემ საპროტესტო ტალღა შესაძლოა, მშვიდობიან ფორმებსაც გასცდეს.

ვითხოვთ შეხვედრას და თუ ეს საუბარი 12 აპრილამდე არ შედგა, როდესაც ჩვენ უახლოესი საშინაო მატჩი გვაქვს "სამპდორიასთან", ბოიკოტი ძალაში დარჩება და უფრო მწვავე ფორმას მიიღებს".

ჩვენ არ ვართ, რადგან თქვენ არასდროს ხართ

თუ "სან სიროზე" სამხრეთ ტრიბუნა "მილანისტებს" ეკუთვნით, ჩრდილოეთ ტრიბუნაზე "ინტერისტები" არიან გაბატონებულნი.

"კურვა ნორდის" ლიდერი ფრანკო კარავიტა შედარებით მშვიდია, მაგრამ ბოიკოტი და ობსტრუქცია არც მისთვისაა უცხო ხილი - იყო პერიოდი, როდესაც "ინტერი" მუდმივად აგებდა "მილანთან" და მაშინ სწორედ კარავიტას ინიციატივა იყო მილანურ დერბიში ჩრდილოეთ ტრიბუნის მთლიანადად დაცარიელება და იქ ბანერის გამოკიდვა ასეთი წარწერით:

"დღეს, ჩვენ არ ვართ, იმიტომ, რომ თქვენ არასდროს არ ხართ".

მოკლედ, კრეატივის ნაკლებობას არც "ინტერისტები" უჩივიან, მილანურ დერბიზე კი ცარიელი სექტორი ვგონებ, არც იქამდე ყოფილა და არც მას შემდეგ. ფრანკო კარავიტამ, რომელიც შედარებით მშვიდი კი არის, მაგრამ ორჯერ თავი მარტო ნეაპოლელებმა გაუტეხეს, "მილანის" ულტრასებს მხარი დაუჭირა:

"იყო დრო, როდესაც მილანური დერბი "რეალი"-"ბარსელონას" დაპირისპირებაზე დიდ ინტერესს იწვევდა, დღეს კი სრულიად განსხვავებული ვითარებაა. "როსონერის" ულტრასებს ვერ გავამტყუნებ - ეს ის შემთხვევაა, როდესაც მათ ქმედებას სრულად ვამართლებთ.

რაც შეეხება "ინტერს", რობერტო მანჩინი ჩვენი ნდობით სარგებლობს, მაგრამ თუ ვითარება უახლოეს ორ ტურში არ გამოსწორდა, ზომებს "კურვა ნორდიც" მიიღებს".

მეამბოხე ნეაპოლიდან

ყველაზე საშიში კაცი მაინც ჯენარო დი ტომაზოა, რომელიც "ნაპოლის" ულტრასებს თავკაცობს და მის სიტყვას სამხრეთის ამ კოლორიტულ ქალაქში დიდი წონა აქვს.

დი ტომაზო რამდენჯერმე ნასამართლევია და დღესაც მუდმივად სკანდალებშია - როგორც თავად აცხადებს, სანამ თავისუფალია, "ნაპოლისთვის" თავს არ დაზოგავს. ამასთან, დი ტომაზო იბრძვის იმ გულშემატკივრების ინტერესებისთვის, რომლებიც კარაბინიერებთან შეტაკებების გამო არიან დასჯილნი.

ნეაპოლელ ულტრასთა ლიდერს ხშირად აცვია მაისური, რომლებზეც სხვადასხვა სლოგანებია დატანილი - უმეტესად კი ჯენარო ციხეში მყოფი ტიფოზების გათავისუფლებას ითხოვს.

ჯენარო დი ტომაზო მართლაც განსაკუთრებული პერსონაა და ხშირად ექცევა ყურადღების ცენტრში. 2012 წლის იტალიის თასის ფინალში ერთმანეთს "იუვენტუსი" და "ნაპოლი" ხვდებოდნენ - მატჩის წინ, რომში ნეაპოლელ გულშემატკივრებსა და კარაბინიერებს შორის შეტაკება მოხდა, რის შემდეგაც რამდენიმე ნეაპოლელი დააკავეს.

სამხრეთელებმა ვენდეტას აღება "სტადიო ოლიმპიკოზე" სცადეს, როდესაც ტრიბუნებზე არეულობა მოაწყვეს და თამაში ჩაშლის პირას მივიდა...

სტადიონზე იყვნენ იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ქალაქ რომის მერი, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, "ლეგა კალჩოს" პრეზიდენტი, იტალიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, "იუვენტუსის" და "ნაპოლის" პრეზიდენტები; ისინი ელოდნენ ერთი ადამიანის გადაწყვეტილებას - თუ ჯენარო დი ტომაზო ბრძანებდა, რომ თამაში უნდა ჩატარებულიყო, მაშინ მატჩი დაიწყებოდა, წინააღმდეგ შემთხვევბაში კი იტალიის თასის ფინალი გაურკვეველი ვადით გადაიდებოდა.

საბოლოოდ, დი ტომაზომ თამაშის დაწყება ბრძანა და როგორც შემდეგ გაირკვა, გადაწყვეტილების მიღების წინ, მისთვის დაკავებული ნეაპოლელების გათავისუფლების გარანტია მიუციათ.

აი, ასეთ საკითხებს წყვეტენ იტალიაში ტიფოზები, დი ტომაზო კი მილანურ ბოიკოტსა და სერია A-ში არსებულ ვითარებაზე შემდეგ კომენტარს აკეთებს:

"ჩრდილოელებს ფული აღარ აქვთ - ასეთ რამეს ვერასდროს წარმოვიდგენდი. უკვე იციან, რას ნიშნავს მინიმალური ბიუჯეტით გრანდებთან ჭიდილი. როგორც "მილანს" და "ინტერს" უჭირთ დღეს ევროპულ გუნდებთან პაექრობა და უკვე იქაც ვეღარ გადიან, ისე გვიჭირდა ჩვენ ათწლეულების განმავლობაში.

"მილანის" ულტრასები სწორად იქცევიან, მათ ადგილზე ჩვენ ბევრად აგრესიულნი ვიქნებოდით. ბერლუსკონი და გალიანი გულშემატკივრებს ატყუებენ. ხუთი წელია, ესმით, რომ ხვალ-ზეგ ვითარება გამოსწორდება, რეალობა კი არ იცვლება.

გულშემატკივრებს მუდმივად მოუწოდებენ, რომ სტადიონზე იარონ და იქ მშვიდობიანად, წესების დაცვით მოიქცნენ - და თვითონ იცავენ წესებს საფეხბურთო ჩინოსნები? - კალჩოპოლმა ხომ ყველაფერი დაგვანახვა; თვითონ იმდენ სიბინძურეს სჩადიან, რომ ძალიანაც რომ ვეცადოთ, ვერ დავეწევით.

ჩვენ ინგლისელები არ ვართ და ტაშს ყველაფერზე ვერ დავუკრავთ. მე მეამბოხე ვარ და პატარა მიზეზი მჭირდება, რომ ვიხმაურო, იტალიური ფეხბურთის ჩინოსნები კი ხშირად დიდ მიზეზებს იძლევიან.

სეზონის დასკვნითი ნაწილი ცხელი იქნება, არა მარტო მოედნებზე, ტრიბუნებზეც".

ბევრი რამ აგვიკრძალეს, მაგრამ...

როგორც თავშივე აღვნიშნეთ, სეზონის დასკვნით ნაწილში მთავარი ბრძოლა ევროსაგზურებისთვის გაჩაღდება, ყველაზე სანუკვარი მიზანი კი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაა. სერია A-ში მეორე ადგილის დაკავება ლიგის ჯგუფში მოხვედრის ტოლფასია, მესამე პოზიცია კი საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურს იძლევა.

მეორე ადგილზე "რომაა", მესამეზე "ლაციო", გუნდებს შორის სხვაობა კი მხოლოდ ერთი ქულაა - ეს ძალიან სახიფათო ამბავია, რადგან რომაული დერბი ყველაზე ცხელია იტალიაში და ეს მატჩი წინ გველის.

დედაქალაქური დერბის წინ, ტრადიციულად სამართალდამცავთა განსაკუთრებული მობილიზება ცხადდება. უკვე წლებია, რაც რომაული ჯახი დღისით, მზისით ტარდება და არა გვიან საღამოს, როგორც ტურის სხვა ცენტრალური მატჩები. მიუხედავად ასეთი პრევენციებისა, ინციდენტები ხშირად ხდება და რა იქნება ამჯერად, როდესაც გუნდები ერთმანეთის უშუალო კონკურენტები არიან და ასეთი მნიშვნელოვანი მიზანი აქვთ?

ამ თემაზე, "ლაციოს" ულტრასების ლიდერი საუბრობს:

"რომაული დერბი 24 აპრილს გაიმართება და შესაძლოა, ის მატჩი გადამწყვეტიც კი იყოს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში. ნუ მოვიტყუებთ თავს და ნუ ვიტყვით, რომ ეს ჩვეულებრივი მატჩია, რადგან წინ ნამდვილი ომი გველოდება.

ბევრი რამე აგვიკრძალეს - ტრიბუნებზე პეტარდების დანთება, სხვადასხვა ჟესტიკულაციების გამოყენება და ტექსტების სკანდირება, მაგრამ საყვარელი გუნდის ქომაგობას ვერასდროს დაგვიშლიან.

"ლაციო" კარგად თამაშობს, წინ მთავარი მატჩებია, დერბი კი ალბათ გადამწყვეტი იქნება - მასპინძლები ჩვენ ვართ, მეტნი ვიქნებით და იმ გადამწყვეტ თამაშს მოვიგებთ".

"ლაციოს" ულტრასები მუდმივ დაკვირვებაში არიან - "ბიანკოჩელესტე" თვით ბენიტო მუსოლინის საყვარელი გუნდი იყო და დღესაც ტიფოზების ერთ ნაწილში ფაშისტური იდეოლოგიაა გავრცელებული. ისინი ხშირად იყენებენ ფაშისტურ ჟესტებს და არ უყვართ, როდესაც "ბიანკოჩელესტეში" ფერადკანიანი ფეხბურთელი თამაშობს.

ფოტოზე: პაოლო დი კანიოს ფაშისტური მისალმება "ლაციოს" ულტრასებს

მაგალითად, ლაციალები ვერაფრით შეეგუებოდნენ თავიანთ გუნდში ჟერვინიოს, ვიქტორ იბარბოს და სეიდუ დუმბიას ერთად და კლუბის მესვეურებს მუდმივად უწევთ მათთვის ანგარიშის გაწევა.

ასეა თუ ისე, წინ ძალიან ცხელი დერბი გველის, ძალიან...

დიდი ბატალიების მოლოდინში

სერია A-ს მიმდინარე გათამაშება 4 აპრილს განახლდება და, როგორც ჯენარო დი ტომაზი აცხადებს, საინტერესო მოვლენები არამარტო მოედნებზე, ტრიბუნებზეც განვითარდება. "მილანის" ულტრასებმა კლუბის მესვეურებს ბოიკოტი გამოუცხადეს და ვითარების გამწვავებით იმუქრებიან; "ინტერის" გულშემატკივრები თანაქალაქელებს სოლიდარობას უცხადებენ და თვითონაც იგივეს აპირებენ; რომაელებს წინ ყველაზე ცხელი დერბი ელით, ნეაპოლში კი ყოველთვის, ყველაფერი შეიძლება მოხდეს - წინ, დიდი ბატალიები გველის...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Otar
ინგლისზე ესეთი სტატია ძაან მაგარი იყო ბრაო
Za
ძალიან მაგარი იყო.კიდე დადეთ ხოლმე ასეთი შინაარსის სტატიები ჩემი დიდი თხოვნა იქნება
del piero 10
ეს იტალიაა!
ახლა უკვე თანახმაა - რანიერის იტალიის ნაკრების მწვრთნელობა სურს
"ნაპოლი" სახლში "ბოლონიასთან" დამარცხდა
გადაწყვეტილება მიღებულია - "ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ჰოილუნს გამოისყიდის
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტში გლობალური ინოვაციების დანერგვას
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
შენგელიას გამარჯვება კატალონიურ დერბიში და შერმადინის შედეგიანობა მარცხის ფონზე
[VIDEO] მბაპეს "რეალის" ფანების გამაყრუებელი სტვენა სასაცილოდ არ ეყო
"ძმაო, ვიცი, რაოდენ ბედნიერი ხარ" - თოფურიამ სერხიო რამოსს "სევილიას" შეძენა მიულოცა
შევალიეს გარეშე - დეშამმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადა
ლუის ენრიკე: ბარკოლაზე შემიძლია გითხრათ, რომ არაფერი არ შემიძლია გითხრათ
მოურინიოს დასაბრუნებლად "რეალს" "ბენფიკასთვის" კომპენსაციის გადახდა მოუწევს
კვარაცხელიასთან და დემბელესთან ერთად შეუტევს - პსჟ-ს ახალი თავდამსხმელი ეყოლება
ლევან კორღალიძე: ახლა ჩვენი ყველაზე დიდი "მტერი" არის დრო
კიდევ ერთი კვარაცხელია სერია А-ში - "ნაპოლიში" თუ "ინტერში"?
"ბავშვივით თამაშობ" - დი კანიომ რაფა ლეაო გააკრიტიკა
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
ნუთუ დე ლაურენტისი ვაჭრობაზე უარს ამბობს? - "ნაპოლიმ" ლუკაკუს გასაყიდი ფასი დაასახელა
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
გორეცკა სერია A-ს უახლოვდება - "მილანმა" კონტრაქტი უკვე გაამზადა
"ნაპოლი" სახლში "ბოლონიასთან" დამარცხდა
კიდევ ერთი სეზონი - დიბალა სავარაუდოდ, "რომასთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს
საქმე სერიოზულადაა - ოსიმენმა და კვარაცხელიამ შეიძლება ისევ ერთად ითამაშონ
სატრანსფერო ციებ-ცხელება
ახლა უკვე თანახმაა - რანიერის იტალიის ნაკრების მწვრთნელობა სურს
ურთიერთობა მაინც გაუფუჭდათ? - კონტესა და "ნაპოლის" გზები იყრება
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
გადაწყვეტილება მიღებულია - "ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ჰოილუნს გამოისყიდის
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მილანის" მთავარი სამიზნე გაბრიელ ჟესუსი იქნება
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
"მილანმა" ნკუნკუ ტრანსფერზე დააყენა
ალეგრი და მოდრიჩი დარჩებიან - "მილანი" ზაფხულში გაძლიერებას აპირებს
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი