ეს შემთხვევითობა იყო? მოდი, პასუხი თავად ზაზა ფაჩულიასგან მოვისმინოთ
ამერიკა საქართველოს გადაღმაა. ამიტომ მილუოკიში 20 საათი რომ შესრულდება, საქართველოში ღამის 4-ია. ასეთ დროს რთულია გაღვიძება ან მთელი ღამის გატეხვა. თუმცა, ხომ გაგიგონიათ ანდაზა - ჩიტი ბრდღვნად უნდა ღირდესო. ჰოდა, ღირს! "მილუოკი"-"მაიამის" შეხვედრა იმდენად საინტერესო გამოდგა, იმდენად კარგად ითამაშა ზაზა ფაჩულიამ, რომ ბევრი გულშემატკივარი ინანებდა კიდეც, შეხვედრას პირდაპირ ეთერში რომ ვერ მიადევნა თვალი და მოიკლო ის ემოცია, რაც მატჩის ბოლო წამებზე კალათბურთელებიდან გულშემატკივარზე გადავიდა.

ვიდრე თამაშის პერიპეტიებს შევეხებოდეთ, საფინალო ანგარიშს მოგახსენებთ - "მილუოკი ბაქსმა" "მაიამი ჰიტს" 89:88 სძლია. ამ მოგებით ფაჩულიას თანაგუნდელებმა 6-მატჩიან წაგებათა სერიას დაუსვეს წერტილი.

-16

ზოგი ამბობს, კალათბურთში მთავარი დაცვააო; ზოგისთვის შეტევაა უფრო მნიშვნელოვანი; ბრძენს ისიც უთქვამს, ვინც მოხსნებში იგებს, თამაშიც მისიაო, მაგრამ დღევანდელ კალათბურთში თუ რომელიმე კომპონენტი ვერ მუშაობს, გუნდი წაგებისთვისაა განწირული.

მაგალითად, "მილუოკიში" "მაიამისთან" მატჩისას არ მუშაობდა სამქულიანები, ბოლო დროს ვისკონსინელები მეოთხედში ერთხელ თუ აგდებენ სამიანს. ასე კი არათუ NBA-ში, საქართველოს A ლიგაშიც რთულია გამარჯვება (თუ მეტოქეს სამქულიანების სამიზნე გასწორებული აქვს). "მაიამიმ" მილუოკიში სწორედ სამქულიანებით მოიპოვა სოლიდური უპირატესობა: მატჩის დასრულებამდე 9:52 წუთით ადრე 16 ქულის სხვაობით დაწინაურდა (81:65).

ასეთი ჩამორჩენის აღმოფხვრა თითქმის წარმოუდგენელია. თუმცა მიზერული შანსი მაინც რჩება - დაცვაში ისეთი კედლის აშენება, ჩიტიც რომ ვერ გადააფრინდება. საფინალო სირენამდე 8:52 წუთით ადრე "ბაქსის" თავკაცმა ჯეისონ კიდმა მოედანზე ზაზა ფაჩულია დააბრუნა და მართლაც ისეთი კედელი აღიმართა, მაიამელი "ჩიტკაცა" (კრის ანდერსენი, მეტსახელად BIRDMAN) განწირული თვალებით შესცქეროდა "მილუოკის" კალათს, რომელიც ფლორიდელთა ნატყორცნ ბურთს აღარ იკარებდა.

+18

გგონიათ, ფაჩულია გაუვალ კედელს ჩვენმა ამაყმა ქართულმა ხასიათმა შეგვადარებინა? ამას მატჩის კომენტატორებიც აღიარებდნენ და სტატისტიკაც მოწმობს: როცა ზაზა მოედანზე იყო, მისი გუნდი +18-ით დაწინაურდა.

ამ მაჩვენებლით მასთან ახლოს ვერც ერთი მილუოკელი ვერ მივიდა - მომდევნოს, იანის ანტეტეკუნმპოს ოდენ +8 ჰქონდა, ხოლო ზაზას შემცვლელ ჯონ ჰენსონს მინუს 16. თუნდაც ეს კომპონენტი მიგვითითებს, რომ მატჩის საუკეთესო კალათბურთელი ზაზა ფაჩულია იყო.

იგი, გამოცემა ESPN-ის ვერსიით, MVP-დაც დასახელდა. სტატისტიკაც შესაფერისი ჰქონდა: 33 წუთში 14 ქულა, 11 მოხსნა (ეს გახლდათ მისი 79-ე ორმაგი დუბლი NBA-ში), 7 პასი, 5 ჩაჭრა, 1 დაფარება (3 შეცდომა, 3 ფოლი). ზაზამ 11-დან 6 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. აქვე არ უნდა გამოგვრჩეს: 5 ჩაჭრა NBA-ში გადასვლის შემდეგ მისი აბსოლუტური რეკორდია. აქამდე რამდენიმე მატჩში 4-4 ჩაჭრა ჰქონდა.

შეხვედრის საუკეთესო მომენტთა ვიდეოკრებულში საპატიო ადგილას მოხვდა მისი ერთ-ერთი ჩაჭრა: ზაზამ წინასწარ განჭვრიტა ბურთის ტრაექტორია, ჩაჭრა, მეტოქის ნახევარზე სწრაფად გადავიდა და შეტევა ეფექტური ზემოდან გდებით დაასრულა.

იხილეთ ფაჩულიას ჩაჭრა და ჩატენვა კალათში

14:0

"მილუოკი"-"მაიამის" მეოთხე პერიოდში დავბრუნდეთ, რომელიც მასპინძელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა და 14:0 გაქცევა ფაჩულიამ ორქულიანით დაასრულა - 85:85. ამას მოჰყვა დუეინ უეიდის 3 ქულა და... "მილუოკის" თურქი ფორვარდი ერსან ილიასოვა საჯარიმოს ხაზზე რომ დადგა (სირენამდე 12 წამით ადრე), მისი გუნდი 85:88-ს აგებდა. ერსანმა ერთი ჩააგდო, მეორე აუცდა, ბურთი მაიამელებმა მოხსნეს, თუმცა ჯარედ ბეილისმა იყოჩაღა: მეტოქეს ხელიდან ბურთი ვერა, თუმცა სადავო გდება გამოგლიჯა.

გდების შემდეგ ბურთი ზაზას თანაგუნდელებს დარჩათ. ბოლო იერიშის განვითარების საშუალება ბეილისს მიეცა, ფარქვეშ შეძვრა, ისროლა (სირენამდე 3 წამით ადრე), მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია... ფარიდან მარჯვნივ გადმოვარდნილ ბურთს, ის იყო, მოედანი უნდა დაეტოვებინა, რომ ფაჩულიამ მიუსწრო, ნახტომში პერიმეტრზე მდგომ მიდლტონს გადაუგდო, რომელმაც სირენასთან ერთად გამარჯვების მომტანი სამქულიანი ჩააგდო - 89:88! დავძენთ: "მილუოკიმ" სულ 4 სამქულიანი გამოიყენა, აქედან 3 შეხვედრის ბოლო 5 წუთში.

გადამწყვეტი მომენტის აღწერას არცთუ მცირე დრო მოვანდომეთ, არც წაკითხვისთვის იქნებოდა 12 წამი საკმარისი, არადა, ეს ყველაფერი სწორედ 12 წამში ჩაეტია. რამდენიც უნდა ვწეროთ, საკუთარი თვალით ნანახი სულ სხვა ემოციას აღძრავს. ამიტომ გირჩევთ, ფაჩულიას ოქროს პასის სანახავად ვიდეო ნახოთ და კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რატომ ჰყავს კალათბურთს მსოფლიოს მასშტაბით უთვალავი გულშემატკივარი.

იხილეთ ფაჩულიას გამარჯვების პასი

"მილუოკი"-"მაიამის" ბოლო წამების ვიდეოჩანაწერი თუ ნახეთ, დააკვირდებოდით, ფაჩულია ბურთს მოედანზე რომ აბრუნებდა, პერიმეტრისკენ არ იყურებოდა, ბურთი კი პირდაპირ ხელებში ჩაუვარდა მიდლტონს. ეს შემთხვევითობა იყო? მოდი, პასუხი თავად ზაზა ფაჩულიასგან მოვისმინოთ.

- ბეილისის მიერ ნატყორცნი ბურთი რომ გადმოვარდა, სამი წამიღა რჩებოდა, გადაწყვეტილება წამიერად უნდა მიმეღო. ვიცოდი, პერიმეტრზე სად უნდა მდგარიყო მიდლტონი და ბურთიც სწორედ იქით გავუშვი.

ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება, "ბაქსი" ერთ მუშტად შეკრული გუნდია, ერთმანეთს კარგადაც ვიცნობთ და მოედანზეც შესანიშნავად ვუგებთ. ვცდილობთ ერთურთის დახმარებას, თავისუფალ სატყორცნ პოზიციაზე გაყვანას.

საბედნიეროდ, ჩემი გადაცემის შემდეგ კრისმა ყველაფერი კარგად გააკეთა და ფასეული გამარჯვება მოგვაპოვებინა.

- ჯარედ ბეილისის მიერ გამომუშავებულ სადავოსა და მის ფარქვეშ შესვლაზე რას იტყვით?

- ორივე შემთხვევაში კარგად ითამაშა, თუმცა ტყორცნისას მიზნამდე ცოტა დააკლდა. რადგან ორი ქულის სხვაობით ვაგებდით, სამქულიანი სულაც არ იყო საჭირო. ამიტომ მიმაჩნია, რომ ჯარედი სწორად მოიქცა, ფარქვეშ რომ შევიდა.

- მეოთხე პერიოდში 16 ქულით აგებდით. რამ განაპირობა მოკლე დროში თამაშის შემოტრიალება?

- ყველაფერი დაცვიდან იწყება. სწორედ ეს კომპონენტი აღმოჩნდა გადამწყვეტი. დაცვაში თამაში რომ გამოვასწორეთ, მეტოქეს გაუჭირდა ქულების მოგროვება, "მილუოკიმ" კი რიტმი დაიჭირა. რაც მთავარია, ერთმანეთისა გვჯეროდა, გვჯეროდა იმისაც, რომ თუნდაც 16 ქულით ჩამორჩენილებს მოგება შეგვეძლო. საამისოდ აუცილებელი იყო, არ დავნებებულიყავით, დაცვაში მტკიცედ დავმდგარიყავით და ბოლომდე გვებრძოლა. ჩვენი ძალა ჩვენს რწმენაშია.

- რას ნიშნავდა გუნდისთვის "მაიამისთან" გამარჯვება?

- ზედიზედ 6 მატჩი გვქონდა წაგებული. ვმარცხდებოდით თანაბარ ბრძოლებში. "ჰიტთანაც" ასეთი ტიპის შეხვედრა იყო და ძალიან კარგია, რომ ჩვენ სასარგებლოდ დასრულდა. "მაიამისთან" გამარჯვება დამატებით რწმენას და ენერგიას შეგვმატებს. პლეი ოფამდე ხომ ბევრი აღარ დარჩა - რეგულარული ეტაპის დასრულებამდე 11 მატჩიღა გვაქვს.

- უახლოესი შეხვედრა უშუალო კონკურენტ "ინდიანასთანაა"...

- 26 მარტს ვეთამაშებით. ასევე უნდა განვაგრძოთ, ერთმანეთს დავეხმაროთ როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში და შედეგიც გვექნება. წინა, წაგებულ მატჩებში ძალიან ცოტა პასები გვქონდა, რაც პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ შეტევაში გუნდურობა გვაკლდა. "მაიამისთან" კი 25 შედეგიანი გადაცემა შევასრულეთ, რაც ურიგო შედეგი ნამდვილად არ არის. ასე უნდა განვაგრძოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
[VIDEO] ბოლდუინის პირველი სასტარტო "ბაიერნში" - გერმანულმა გუნდმა "მილანი" დაამარცხა
შენგელია საუკეთესო იყო - "ბარსელონა" სახლში დამარცხდა
ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი
პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა
აბუაშვილის და წიტაიშვილის "მეცმა" მორიგი მარცხი განიცადა
[VIDEO] გამორჩეული დაპირისპირება მოულოდნელი გმირით - მამარდაშვილის "ლივერპული" სახლში "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"
[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
"მილუოკი" ჩემპიონია - ზღვა ემოცია "ბაქსის" მოედანზე [VIDEO]
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
ლამაზ კალათბურთში "ბაქსმა" იმარჯვა [VIDEO]
ქართველების დღე NBA-ში [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
"მილუოკი" სერიაში დაწინაურდა და საკუთარი კედლების უპირატესობა დაიბრუნა [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
მამუკელაშვილი "მილუოკიში" სოლიდური დროით დაბრუნდა [VIDEO]
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
"სანსის" ტრიოს 81 ქულა! "ფინიქსმა" "მილუოკი" დაამარცხა [VIDEO]