ნანა ალექსანდრიას სახელობის ფოთის საჭადრაკო ფესტივალის მთავრ ტურნირზე გუშინ მეოთხე ტურის პარტიები გათამაშდა...

ნანა ალექსანდრიას სახელობის ფოთის საჭადრაკო ფესტივალის მთავრ ტურნირზე გუშინ მეოთხე ტურის პარტიები გათამაშდა. უდანაკარგოდ ასპარეზობის სამი მონაწილე იყო დარჩენილი და მათაც მოუწიათ ნახევარ-ნახევარი ქულის დათმობა: დაზავდნენ საქართველოს ნაკრების წევრი ლევან ფანცულაია და დიდოსტატი კონსტანტინე შანავა, საერთაშორისო ოსტატები _ შოთა აზალაძე და გაიოზ ნიგალიძე. ლიდერთა შეფერხებით ისარგებლეს დავით ლომსაძემ და აზერბაიჯანელმა ზაურ მამადოვმა, რომლებმაც, შესაბამისად, დავით ზარქუა და სომეხი ტიგრან კოტანჯიანი დაამარცხეს და ქულებით მეწინავეებს გაუთანაბრდნენ. ორქულიანთა პაექრობები კი ასე დამთავრდა: მერი არაბიძე-დავით ბენიძე 0:1, გიორგი გამზარდია-ჰუსეინ ალ-ალი (ერაყი) 1:0, აბდულ ჯაბარ ამარი (ერაყი)-მაია ლომინეიშვილი 0:1, გიორგი შურღულაია-მირანდა მიქაძე 0:1; ყაიმზე შეთანხმდნენ: დავით მაღალაშვილი-ნოდარ ლორთქიფანიძე, სოფიო გურამიშვილი-ჯამბულ მახარაძე, ზურაბ ჯავახაძე-თამარ ხმიადაშვილი, აკაკი შალამბერიძე-გიორგი ხელაია, ღასან ალი (ერაყი)-პარმენ გელაზონია.

ოთხი ტურის შემდეგ 3,5-3,5 ქულით პირველ-მეხუთე ადგილებს ფანცულაია, შანავა, აზალაძე, ლომსაძე და მამადოვი ინაწილებენ. 4 მოჭადრაკეს 3-3 ქულა აქვს. დღეს მე-5 ტურში ყურადღებას იპყრობს აზალაძე-ფანცულაიას, შანავა-ლომსაძის, ლომინეიშვილი-მამადოვის, ბენიძე-მიქაძისა და ნიგალიძე-გამზარდიას ორთაბრძოლები.

რაც შეეხება ფესტივალის ასაკობრივ ტურნირებს, აქ ასეთი მდგომარეობაა:

8-წლიან გოგონებში 5 ქულით მაია ბეჭვაია ლიდერობს. მას ნახევარი ქულით ნუცა ცირეკიძე ჩამორჩება. ბიჭებში 5-5 ქულა ანტონ ნადირაძემ და დავით კამკიამ მოაგროვეს. სამი უახლოესი მეტოქე მათ თითო ქულით ჩამორჩება.

10-წლიან გოგონებში ნახევარი ქულა დათმო ნინო ჯალაღონიამ, მაგრამ 4,5 ქულით მაინც ერთპიროვნულად მეწინავეობს. ნანა როგავასა და გვანცა მარგველაშვილს 4-4 ქულა აქვთ. ვაჟებში 5 ქულით ლევან ბაბუხადიაა პირველ ადგილზე. იგი დავთი გვენეტაძეს ნახევარი ქულით უსწრებს.

12-წლიან გოგონებში ნინო ხომერიკი გუშინ მარიამ მჟავიას დაუზავდა, მაგრამ 4,5 ქულით პირველობა შეინარჩუნა. უახლოეს მდევარ მჟავიას 4 ქულა აქვს. ბიჭებშიც გათამაშების ცხრილის სათავეში 4,5 ქულითაა გიორგი სიბაშვილი. ნოე თუთისანმა, გიგი აბრამიძემ და ნიკა ღვამბერიამ 4-4 ქულა მოაგროვეს.

14-წლიანი გოგონები, როგორც გაუწყეთ, წრიული სისტემით ხვდებიან ერთმანეთს. გუშინ ლიდერთა დავაში ანა შამათავამ თეკლა მაჭარაშვილს აჯობა და 5 ქულით კვლავ პირველ ადგილზეა. დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: ნატო იმნაძე-ანა ხორგუაშვილი 1:0, მარიამ წულაია-ადა კაკუტია 0:1, მარიამ ჭოლაძე-თათია კოხრეიძე 0,5:0,5. ვაჟებში კვლავ შეუდარებელია ირაკლი ბერაძე, რომელმაც გუშინ გუგა ბურდული დაამარცხა და აქტივში მე-5 ქულა ჩაიწერა. უახლოეს მდევარ გიგლა ბენიძეს იგი ქულით უსწრებს.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა