ტრადიციული ტურნირი, რომელიც 1883 წლიდან ტარდებოდა, მის მიმართ ინტერესის კლების და ტრიბუნებზე უწესრიგობის გამო გაუქმდა
ირლანდიის საფეხბურთო ასოციაციამ (FAI) მოწვევა მიიღო, რათა ქვეყნის ნაკრებმა დიდი ბრიტანეთის საშინაო ჩემპიონატში (British Home Championship) მონაწილეობა მიიღოს.

ტურნირში ირლანდიის გარდა ინგლისი, შოტლანდია, ჩრდილოეთ ირლანდია და უელსი ითამაშებენ. ერთ-ერთი უძველესი ტრადიციული ტურნირი, რომელიც 1883 წლიდან ტარდებოდა, მის მიმართ ინტერესის კლების და ტრიბუნებზე უწესრიგობის გამო 1984 წელს გაუქმდა. 1981 წელს ბელფასტში შექმნილი დაძაბული სიტუაციის გამო ინგლისმა და უელსმა ჩრდილოეთ ირლანდიაში თამაშზე უარი თქვეს, შემდეგ კი ინგლისსა და შოტლანდიას შორის მატჩის ჩატარებაზე წარმოიქმნა სირთულეები.

ირლანდიისა და ინგლისის ნაკრებები ერთმანეთს 1995 წლის შემდეგ არ შეხვედრიან, როდესაც "ლენსდაუნ როუდზე" ამხანაგური მატჩი პირველი ტაიმის შემდეგ, ინგლისური ფანების ხულიგნური გამოხდომების გამო შეწყდა. დღესდღეობით ტურნირის აღდგენის ინიციატივა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას ეკუთვნის. ტურნირის აღდგენა 2013 წლიდან იგეგმება.

ანალიტიკოსების აზრით, ამ ტურნირის განახლებით, ინგლისელები ცდილობენ შოტლანდიას, ჩრდილოეთ ირლანდიას და უელსს ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე ერთობლივი გუნდით გამოსვლისთვის დამატებითი სტიმული მისცენ. ჯერჯერობით ამ ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციები დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული გუნდის იდეას არ ემხრობიან, მიუხედავად ინგლისელების მტკიცებისა, რომ ფიფა მათი საფეხბურთო სუვერენიტეტის პატივისცემის გარანტიებს მისცემს.

ტურნირის აღდგენა სხვა სერიოზულ სირთულეებთანაცაა დაკავშირებული. უელსს, შოტლანდიას და ჩრდილოეთ ირლანდიას კონტრაქტი ავალდებულებთ, ოთხი ერის თასში (Carling Nations Cup) მიიღონ მონაწილეობა, რომელიც FAI-ს ინიციატივით ტარდება. ამ ტურნირის სასტარტო მატჩი მიმდინარე წლის თებერვალში გაიმართება.

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა