ლადო დვალიშვილი იმედოვნებს, რომ 2011 წელი ქართული ფეხბურთისთვის არანაკლებად წარმატებული იქნება

ახალი წლის "აღნიშვნის" შემდეგ, საქართველოში ბევრი ჯერ კიდევ გამოფხიზლებას უნდება, ეროვნული ნაკრებისა და ჰაიფას "მაქაბის" ფორვარდმა ლადო დვალიშვილმა კი ისრაელის ჩემპიონატში გოლები უკვე შეაგდო. "მაქაბიმ" 2011 წლის პირველივე მატჩში გაიმარჯვა და თელ-ავიველი სეხნია (ისრაელში კლუბების უმრავლესობას "მაქაბი" ჰქვია) 3:0 დაამარცხა, შეხვედრის ბოლო გოლი კი დვალიშვილის ანგარიშზეა.

სხვათა შორის, ხაიფელებმა გასული წლის უკანასკნელი მატჩიც ამ ანგარიშით მოიგეს და მესამე ბურთი მაშინაც ლადომ გაიტანა. აშკარაა, ლადო დვალიშვილს წარმატება 2010 წლის მიწურულიდან გადმოჰყვა და ამის გამოა, რომ ახალ წელთან ერთად გოლიც მივულოცეთ...

- მიხარია, წელი გოლით რომ დავიწყე. თანაც, ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ - დედაქალაქური კლუბი ჩვენი კონკურენტია ჩემპიონობისთვის ბრძოლაში და უკვე 7 ქულით ჩამოვიტოვეთ.

- ისე დაემთხვა, რომ ქვეყნის ჩემპიონატში 2010 წლის ბოლო მატჩიც 3:0 მოიგეთ და მესამე გოლი იმ შეხვედრაშიც შენ გაიტანე...

- ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, რა ანგარიშით მოვიგებთ. მთავარია, გავიმარჯვოთ და გოლსაც თუ გავიტან, მთლად უკეთესი. ისე დაემთხვა, რომ წლის ბოლო და პირველ მატჩებში მესამე გოლით შევეწიე საკუთარ კლუბს.

- ერთგვარი რევანშიც გამოვიდა - ისრაელის თასის მეოთხედფინალიდან ხომ სწორედ თელ-ავივის "მაქაბიმ" გამოგთიშათ რამდენიმე დღის წინ...

- ქვეყნის თასის გათამაშება თებერვალში იწყება, ეს კი "ტოტოს თასი" გახლდათ, რომელიც ევროთასის საგზურს არ იძლევა და შესაბამისად, არაპრესტიჟულიც არის. ამიტომაც მწვრთნელმა გუნდის რამდენიმე ლიდერს დასვენების საშუალება მისცა და ვინც ითამაშა, განსაკუთრებულად არც მათ მოუკლავთ თავი სირბილით. "ტოტოს თასს" სერიოზულად არავინ უყურებს და გუნდები, ძირითადად, ახალი მოთამაშეების გამოსაცდელად იყენებენ.

- წლის მიწურულის ორივე გოლი "ქართულ" კლუბებს გაუტანე - ნოემბერში ზურაბ მენთეშაშვილის "ჰაპოელ აშქელონს" და დეკემბერში გაგა ჩხეტიანის "მაქაბი ნათანიას". ესეც დამთხვევაა?

- ქართველი ფეხბურთელების გუნდებთან "განსაკუთრებულად მონდომებული" ვარ (იცინის). როგორც ჩანს, იმ მატჩებს შედარებით კარგ ფორმაში შევხვდი, თორემ ბიჭებს რას ვერჩი? შარშან ისრაელის ჩემპიონატში 16 გოლი გავიტანე, ამ სეზონში, ჯერჯერობით - 6, მაგრამ წინ კიდევ ოცი ტურია და...

- როგორი წელი იყო 2010 ლადო დვალიშვილისთვის?

- საქართველოს ნაკრები ჩემთვის უმნიშვნელოვანესია და რადგან ნაკრებს გამორჩეული წელი ჰქონდა, უკმაყოფილო არც მე ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გოლი არ გამიტანია ეროვნული გუნდის მაისურით. თემურ ქეცბაიას დამსახურებაა, რომ ნაკრების ყველა ფეხბურთელი თავდაუზოგავად იბრძვის და ეროვნული სტადიონის მოედანზე ბალახსაც და ტალახსაც ერთნაირად "ვჭამთ"... სამწუხაროდ, ქვეყნის მთავარი სტადიონის მოედანს არც ტალახი აკლდა. იმედია, 2011 გაცილებით მეტ წარმატებას მოგვიტანს.

- ებრაული ახალი წელი ჩვენებურისგან რითი გამოირჩევა?

- ამათი ახალი წელი სექტემბერშია, მაგრამ განსაკუთრებულად არც იმას აღნიშნავენ და ახლა ხომ ისრაელში საერთოდ არ იგრძნობა ეს დღესასწაული, ნაძვის ხესაც კი ვერსად წააწყდები. არც ამინდია "საახალწლო" - თბილა, საშუალოდ, 20-22 გრადუსია... თუმცა, მე და ჩემმა მეგობარმა გიორგი დარასელიამ, რომელიც აქ მწვრთნელად მუშაობს, მაინც აღვნიშნეთ "ქართულად" ახალი წლის დადგომა.

რატი შელეგია

გაზეთი "კვირის პალიტრა"

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
18 წ. | როტაციით ინგლისთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა