გერმანიასთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრების ზოგიერთი მოთამაშე გამოვკითხეთ
ფოტოზე: გიორგი ლორია, ლევან ყენია და მანუელ ნოიერი

გერმანიასთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრების ზოგიერთი მოთამაშე გამოვკითხეთ. წინასწარ ვიტყვით, რომ მათ საერთო აზრი აქვთ - ნაკრებს მეტი შეუძლია, მაგრამ გუნდს ჩამოსაყალიბებლად დრო სჭირდება...

საქართველო-გერმანია 0:2 - მოგვიგეს, მაგრამ ვერ გადაგვიარეს [VIDEO+PHOTO]

ლევან ყენია მოედანზე მეორე ტაიმში გავიდა და ძალიან აქტიური და აგრესიულიც იყო, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო - გერმანული მანქანა უშეცდომოდ მუშაობდა.

თამაშისა და ჩვენი ნაკრების პლუს-მინუსებზე პრაღის "სლავიას" შემტევმა ნახევარმცველმა საინტერესო მოსაზრებები გაგვიზიარა.

- გერმანია ძალიან ძლიერი ნაკრებია და პირველ ტაიმში აშკარად დაგვჯაბნეს. მეორე ნახევარი ოდნავ უკეთესად ჩავატარეთ. ეპიზოდურად შევუტიეთ, მაგრამ რეალური საგოლე შანსი თითქმის არ გვქონია. ისეთი მეტოქე გვყავდა, არც მიკვირს.

- რა დასამალია და, იყო შიში, რომ სასტიკად მოგვიგებდნენ და ამიტომ 0:2 ბევრისთვის მისაღებიც აღმოჩნდა...

- მე კი ვფიქრობ, რომ მეტი შეგვიძლია, მაგრამ საამისოდ საკუთარი შესაძლებლობების უნდა ვირწმუნოთ.

- მწვრთნელმა შესვენებისას შეტევის გაძლიერება დაგავალათ?

- დიახ, იყო ასეთი მითითება. არადა, დაცვა და ბურთის უაზროდ მოგერიება სისხლში გვაქვს გამჯდარი...

- მეტოქის შიშიც?

- სამწუხაროდ, ასეა და ამიტომაა, ინერციით კიდევ ასეთ ფეხბურთს რომ ვთამაშობთ. უფრო მეტად უნდა ვენდოთ საკუთარ თავს და ბურთი შეტევაში არა გრძელი გადაცემებით, არამედ მოკლე პასებით ამოვიტანოთ.

- სხვათა შორის, ერთი პოზიტიური ის გამოჩნდა, რომ მეორე ტაიმში გუნდმა შეტევების გაძლიერება სცადა. სხვა ამბავია, რომ არ გამოგვივიდა...

- თავადაც ნახეთ, რა ძლიერ ნაკრებს შევხვდით, როგორ მოძრაობდნენ და ბურთს როგორ ეპყრობოდნენ. ასეთ გუნდთან შეტევა უძნელესი საქმეა და ამის მიუხედავად, ცხადაძეს მხოლოდ დაცვაში ჯდომა არ დაუვალებია.

მე სწორედ ეს მაიმედებს, რომ მცდელობა გვქონდა და მეტ-ნაკლებად კომბინაციურად ცალკეულ ეპიზოდებში მაინც ავთამაშდით. ფაქტია, ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

12$&
გუნდს უნდა ყავდეს ფსიქოლოგი რომელიც ამ კომპლექსებს მოუხსნის 40% წარმატების დოკიდებულია სწორ განწყპბაზე დანრჩენი ფიზომზადებასა და გამომუშავებილ უმარებზე მოდის
Misha
მადლობა ბიჭებს თავგანწირვისთვის. ვისაც მეტი შეგიძლიათ გადით და გააკეთეთ.
დიტო
მაარია კომპიუტერთან ზიხარ და ლანძღავ ხალხს ასე გააგრძელეთ ხალხო ბევრს მიაღწევთ მაგითი
emre
რამ გაგაბოროტათ ეს ხალხი? ერთადერთი იყო ვინც შეტევაში თამაშის გამწვავებას ცდილობდა მაინც
Giorgi
ძალიან პატარა კაცუნა ყოფილა ... ძალიან ....
vako
აუ ეს საერთოდ ხმას ნუ იღებს!
vako
აუ ამას რა ალაპარაკებს, როგორ არ მევასება ასეთი სითავხედე და ამპარტავნობა. ცხრა პასი მისცეს და ცხრავე გაანიავა უაზროდ!
dato
შენ სისხლი სად გაქვს ყენია?:):)
უკრაინა - საქართველო | წლის დასკვნითი მატჩი
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ლევან ყენიამ საფეხბურთო კარიერა განაახლა - მის პირველ მატჩში 7 გოლი გავიდა
ლევან ყენია გერმანიის ჩემპიონატში ითამაშებს
ყენია ისევ გერმანიაში, ამჯერად, როგორც მწვრთნელი
[VIDEO] საბერძნეთმა კლოპის გერმანიას სტუმრად სძლია და გალიდერდა - ნიდერლანდებმა სერბეთი დაამარცხა
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
საბერძნეთი და გერმანია დაზავდნენ - ნიდერლანდებმა სერბეთს სძლია
"საშუალო დონის გუნდი გვყავს" - შვაინშტაიგერი გერმანიის საბერძნეთთან მარცხს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
"საქმე სასამართლოშია გადასული" - რა კარიერული გეგმები აქვს ლევანს ყენიას
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
ლევან ყენია გერმანულ კლუბში კვლავ მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსს მოირგებს
უკრაინა - საქართველო | წლის დასკვნითი მატჩი
კახა ცხადაძემ "გაბალას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
კლოპის ხელმძღვანელობით გერმანიამ პირველად მოიგო - ნიდერლანდებმა საბერძნეთთან ფრეს მიაღწია
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ