იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კარლო ტავეკიო "იუვენტუსთან" მორიგების მომხრეა
31 მარტს, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯანკარლო ტავეკიომ ბრიფინგი გამართა და მეტად საინტერესო კომენტარი გააკეთა, რომელმაც აპენინური სპორტული პრესა მოიცვა.

სანამ ტავეკიოს გადავცემთ სიტყვას, აღვნიშნოთ, რომ ბოლო დღეებში "იუვენტუსს" და ფედერკალჩოს შორის დაპირისპირება გამწვავდა, რაც კლაუდიო მარკიზიოს ტრავმამ განაპირობა და შემდეგ სხვა თემებშიც გადაიზარდა.

იტალია-ინგლისის მატჩამდე, სპეციალურად ამ პაექრობის წინ, "იუვენტუს არენაზე" შესასვლელთან ახალი აბრა გაჩნდა: "იუვე - 32 სკუდეტო".

მოგეხსენებათ, კალჩოპოლის შემდეგ ტურინულ გრანდს ორი სკუდეტო ჩამოართვეს და დღეს "ვეკია სენიორა" ქვეყნის 30-გზის ჩემპიონად ითვლება; თუმცა, თვითონ ტურინელები მიიჩნევენ, რომ 32 სკუდეტო აქვთ მოგებული.

მოკლედ, ეს აბრა ფედერკალჩოს ბოსტანში ნასროლი კენჭია.

გარდა ამისა, "იუვენტუსის" მესვეურებს სასამართლოში სარჩელი აქვთ შეტანილი და იტალიის ფეხბურთის ფედერაციისგან, კომპენსაციის სახით, 443 მილიონ ევროს ითხოვენ. ტურინელები მიიჩნევენ, რომ 2006 წელს მათი სერია B-ში დაქვეითება არასწორი იყო, რადგან საქმე გამოძიებული არ გახლდათ და უდანაშაულობის პრეზუმპცია დაირღვა.

კალჩოპოლის საქმე სულ რამდენიმე დღის წინ დაიხურა, "იუვე" კი პროცესის დაწყებიდან მალევე დასაჯეს და შემდეგ უამრავი ახალი გარემოება გამოიკვეთა. არის ალბათობა, რომ ტურინელებმა ეს საქმე მოიგონ და ფედერკალჩოს პრეზიდენტის, ჯანკარლო ტავეკიოს კომენტარი ამაზე მეტყველებს:

"ჩემი სურვილია, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციასა და "იუვენტუსს" შორის კონფლიქტი დასრულდეს და ჩვენ შორის აღარ იყოს არც ერთი სადავო საკითხი. "სკუადრა აძურა" ინგლისს სწორედ ტურინში მასპინძლობს და ეს "ვეკია სენიორას" მესვეურებთან თანამშრომლობით შევძელით.

მზად ვარ, ფედერკალჩოს საგანგებო სხდომა მოვიწვიო, რათა კალჩოპოლის პროცესზე ვიმსჯელოთ და "იუვენტისისთვის" ჩამორთმეული სკუდეტოების დაბრუნების საკითხი დავაყენოთ.

დიახ, ეს სულაც არ არის დახურული თემა და არც ისაა გამორიცხული, რომ ტურინელებმა ორი ტროფეი დაიბრუნონ. ამასთან, ანიელებმა სარჩელი უნდა გამოიტანონ და საქმე შეწყვიტონ, თორემ ფედერკალჩოს 430 მილიონი ევროს გადახდა გააკოტრებს. ჩვენ შორის დაპირისპირება უნდა შეწყდეს და საქმე დაიხუროს".

ტავეკიოს განცხადებას ანიელების ოჯახის წარმომადგენელი, ამჟამად "ფიატის" კონცერნის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ჯონ ელკანი გამოეხმაურა - ეს ის ელკანია, რომელმაც კლაუდიო მარკიზიოს ტრავმის შემდეგ "აძურას" მწვრთნელ ანტონიო კონტეს ყველაზე მეტად შეუტია - ამჯერად, ელკანმა სხვა პათოსის კომენტარი გააკეთა:

"გავეცანი ტავეკიოს განცხადებას და სიმართლე გითხრათ, გაკვირვებული ვარ. ძალიან კარგია, რომ ფეხბურთის ფედერაციაში სკუდეტოების ჩამორთმევის თემის გადახედვას აპირებენ.

ყველამ კარგად ვიცით, რომ "იუვენტუსმა" ორივე საჩემპიონო ტიტული მოედანზე მოიპოვა და მაშინ, ისევე, როგორც დღეს, ჩვენ უძლიერესი გუნდი გვყავდა.

ვნახოთ, რა იქნება და როგორ, დღეს კი აღარ მსურს ამ თემაზე ლაპარაკი. ამ საღამოს "იუვენტუს არენაზე" ოჯახთან ერთად მივდივარ, რომ ჩვენს ნაკრებს ვუქომაგო - ამაყი ვარ, რომ "სკუადრა აძურა" ჩვენს სტადიონზე ითამაშებს და იმედია, მოვიგებთ კიდეც. დანარჩენზე მომავალში ვილაპარაკოთ".

იტალიურ საფეხბურთო სამყაროში ტავეკიოს კომენტარს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა - ფედერკალჩოს პრეზიდენტს ბევრი დაუპირისპირდა; კრიტიკოსთა აზრით, სენიორ კარლო სკუდეტოებით ვაჭრობს და მათ 443 მილიონ ევროზე ცვლის; უფრო სწორად, იმ ზარალის აცილებაზე, რომელიც იტალიის ფეხბურთის ფედერაციას შეიძლება მიადგეს.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

del piero 10
ფორცა იუვე! ჩვენ გავიმარჯვებთ!
del piero 10
გუნდი ჯერ გაწირეს,გააგდეს სერია ბ - ში და მერე დაიწყეს გამოძიება... და მერე აღმოჩდა რომ სათანადო მტკიცებულებები არ ქონდათ... რა გუნდი დაშალეს ამ ... !!! მაგრამ იუვე ფერფლისგან აღსდგა და იქ არის სადაც უნდა იყოს!
del piero 10
სამართალი იზეიმებს მაინც! დააბრუნეთეთ სკუდეტოები და დადეთ ფული!
oceola
ეს ის შემთხვევაა როცა მაფიამ სამართალი დაამარცხა, როგორც ყოველთვის :))
ლევანი
ოჰოოო!... ხელს სიამოვნებით რომ მოიფშვნეტს კაცი, ის მომენტია... ეს ჟურნალია, კინო აწი იწყება! :)
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ამდენი მატჩები ფეხბურთსა და ფეხბურთელებს კლავს!" - კონტეს ემოციური კომენტარი "ფიორენტინასთან" გამარჯვების შემდეგ
იტალიაში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვერ აირჩიეს
პიერლუიჯი კოლინა შესაძლოა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
კარლო ტავეკიოს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ
კარლო ტავეკიომ იტალიის ფეხბურთის ფედერაცია დატოვა
"კონტესთან კარგი ურთიერთობა არ მქონდა" - "ახალ კვარად" წოდებულმა ლანგმა "ნაპოლის" დატოვების მიზეზი განმარტა
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
დიეგო კოშტა: კონტეს სახლში სექსი არ აქვს და ამიტომაა მუდამ მოღუშული
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
კარლო ტავეკიო: კონტე არ უნდა გაგვეშვა და მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდოდით
კარლო ანჩელოტიმ იტალიის ნაკრების გაწვრთნა იუარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს