გუშინ NBA-ში: თამაშები და სტატისტიკა
- გამართლდა "ჰიუსტონ როკეტსის" ხელმძღვანელობის ცუდი პროგნოზები გუნდის გამთამაშებლის პატრიკ ბევერლის ტრავმასთან დაკავშირებით. უახლოეს დღეებში კალათბურთელი მარცხენა ხელზე ოპერაციას გაიკეთებს, რის გამოც ამ სეზონში ვეღარ შეძლებს მოედანზე გასვლას.

ბევერლიმ მიმდინარე რეგულარულში 56 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 10.1 ქულა, 4.2 მოხსნა და 3.2 შედეგიანი პასი დააგროვა.

- "საკრამენტო კინგზის" ხელმძღვანელობამ, შესაძლოა, სეზონის დარჩენილ მატჩებში აღარ ათამაშოს გუნდის ლიდერი დემარკუს კაზინსი, რომელსაც დასვენება და რამდენიმე დაზიანების შემდეგ რეაბილიტაცია ესაჭიროება. სეზონის მსვლელობისას კაზინსს ტერფისა და ბარძაყის ტრავმები აწუხებდა, რის გამოც ჯამში რეგულარული ჩემპიონატის 17 შეხვედრა გამოტოვა.

- "ტორონტოს" მცველმა დემარ დეროზანმა "ჰიუსტონთან" მატჩში შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა. კანადური კლუბის ერთ-ერთმა ლიდერმა 42 ქულა ჩაიწერა აქტივში.

- სენეგალელი ცენტრის გორგი დიენგის ტრავმის გამო, "მინესოტას" მთავარმა მწვრთნელმა ფლიპ სონდერსმა სასტარტოში შეიყვანა ჯასტინ ჰემილტონი. შესაბამისად, რეგულარულის სტარტიდან დღემდე "მგლებში" 27-ჯერ შეიცვალა სასტარტო შემადგენლობა. ეს ნათლად მეტყველებს მინეაპოლისური კლუბის საკადრო პრობლემებზე. "მინესოტას" განაცხადში მყოფი კალათბურთელებიდან მხოლოდ ენდრიუ უიგინსს არ გამოუტოვებია არც ერთი მატჩი.

- "ფინიქსის" განადგურების შემდეგ, "პორტლენდმა" გაინაღდა პლეი ოფში თამაში. "ბლეიზერსმა" ეს ზედიზედ მეორედ და 2004 წლის შემდეგ მხოლოდ მეხუთედ გააკეთა.

გარდა ამისა, "პორტლენდს" ბრწყინვალე შანსი აქვს 1991-92 წლების სეზონის შემდეგ პირველად გაიფორმოს ჩრდილო-დასავლეთი დივიზიონის ჩემპიონობა - უახლოეს მდევარ "ოკლაჰომას" ექვსი მოგებით უსწრებს.

- "მინესოტას" მთავარმა მწვრთნელმა ფლიპ სონდერსმა გამოაცხადა, რომ გუნდის ჩერნოგორიელი ცენტრი ნიკოლა პეკოვიჩი იძულებულია ფეხის ტრავმის გამო გამოტოვოს სეზონის დარჩენილი ნაწილი.

მიმდინარე რეგულარულში პეკოვიჩმა მხოლოდ 31 მატჩი ჩაატარა და 12.5 ქულა და 7.5 მოხსნა დააგროვა. სულ კი 2013 წელს კლუბთან ხუთწლიანი და 60-მილიონიანი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ჩერნოგორიელმა მხოლოდ 85 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

შარლოტი-ბოსტონი 104:116

24:26, 20:30, 25:29, 35:31

შ: უოკერი (28+12 პასი), მო უილიამსი (19), ჰენდერსონი (17), ჯეფერსონი (12+5 მოხსნა), მარვ. უილიამსი (10).

ბ: ბრედლი (30+8 მოხსნა), ტერნერი (15+6 მოხსნა+5 პასი), სმარტი (14+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), კრაუდერი (14), ოლინიკი (11), ტომასი (10+7 პასი).

ფილადელფია-ლეიკერსი 111:113 (ო)

28:17, 22:34, 21:25, 31:26, 9:11

ფ: ნოელი (19+14 მოხსნა), კენანი (18+3 ჩაჭრა), ი. სმიტი (17+5 მოხსნა), რობინსონი (13+5 მოხსნა), კოვინგტონი (12+5 მოხსნა).

ლ: კლარკსონი (26+6 მოხსნა+11 პასი+3 ჩაჭრა), ბრაუნი (22), ელინგტონი (20), კელი(16+7 მოხსნა+4 დაფარება), ჯონსონი (12+11 მოხსნა+3 დაფარება), ჰილი (5+10 მოხსნა).

ტორონტო-ჰიუსტონი 99:96

27:27, 21:25, 26:24, 25:20

ტ: დეროზანი (42+11 მოხსნა), ვალანჩუნასი (15+9 მოხსნა+5 დაფარება), უილიამსი (13+5 პასი), ჯონსონი (8+16 მოხსნა).

ჰ: ჰარდნი (31+5 მოხსნა+5 პასი), არიზა (15+8 მოხსნა+5 პასი), ბრიუერი (13+5 მოხსნა).

მემფისი-საკრამენტო 97:83

24:20, 32:23, 19:21, 22:19

მ: კონლი (18), გრინი (16), რენდოლფი (15+7 მოხსნა), ლი (10), კუფოსი (8+12 მოხსნა+3 დაფარება), გასოლი (8+11 მოხსნა+6 პასი+3 ჩაჭრა).

ს: გეი (24), მაკალუმი (12), უილიამსი (10+5 მოხსნა).

მინესოტა-იუტა 84:104

18:25, 22:25, 17:31, 27:23

მ: ლავინი (21+5 მოხსნა+6 პასი), უიგინსი (17+5 მოხსნა), ბადინგერი (14+7 მოხსნა), ჰემილტონი (11).

ი: ჰეივორდი (22+6 მოხსნა+5 პასი+4 ჩაჭრა), ბერკი (19+6 მოხსნა), ბუკერი (17+13 მოხსნა), გობერი (15+12 მოხსნა).

პორტლენდი-ფინიქსი 109:86

31:22, 24:27, 37:16, 17:21

პ: ლილარდი (19+7 პასი), ოლდრიჯი (17+7 მოხსნა), ბატუმი (16+5 მოხსნა+5 პასი), აფლალო (16), კამანი (12+7 მოხსნა).

ფ: უორენი (13), გრინი (13), ბლედსოუ (12+5 პასი), მარკიფ მორისი (11+6 მოხსნა), მარკუს მორისი (11), ტაკერი (10+9 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა