ბრუკ ლოპესი და სტივენ კარი
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ კვირის ლაურეატები დაასახელა. აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესო გახდა "ბრუკლინ ნეტსის" ცენტრი ბრუკ ლოპესი, რომელმაც თავის გუნდს ოთხიდან სამი მატჩი მოაგებინა.

ლოპესმა საშუალოდ 28.8 ქულა, 8.5 მოხსნა და 2.25 დაფარება დააგროვა. ბრუკმა გასულ კვირას თამაშიდან 57.8 პროცენტის სიზუსტით ისროლა. მან განსაკუთრებით გამოიჩინა თავი "შარლოტთან" მატჩში, როცა 34 ქულითა და 10 მოხსნით დაეხმარა თავის გუნდს.

დასავლეთი კონფერენციის ლაურეატი გახდა "გოლდენ სტეიტ უორიორზის" მცველი სტივენ კარი. ის თავის გუნდს ოთხიდან ოთხი მატჩის მოგებაში დაეხმარა და საშუალოდ 30.0 ქულა და 8.0 შედეგიანი პასი მიითვალა. გასულ კვირას კარიმ 63.2 პროცენტის სიზუსტით ისროლა სამქულიანები - 38-დან 24.

ლოპესის კვირა

25 მარტი. შარლოტი-ბრუკლინი 88:91. 34 ქულა, 10 მოხსნა, 3 დაფარება.

27 მარტი. ბრუკლინი-კლივლენდი 106:98. 20 ქულა, 9 მოხსნა.

29 მარტი. ბრუკლინი-ლეიკერსი 107:99. 30 ქულა, 11 მოხსნა, 4 დაფარება.

კარის კვირა

24 მარტი. პორტლენდი-გოლდენ სტეიტი 108:122. 33 ქულა, 10 პასი.

27 მარტი. მემფისი-გოლდენ სტეიტი 84:107. 38 ქულა, 10 პასი.

28 მარტი. მილუოკი-გოლდენ სტეიტი 95:108. 25 ქულა, 4 მოხსნა, 6 პასი.

კვირის მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას აცხადებდნენ: დენის შრიოდერი ("ატლანტა"), ნიკოლა მიროტიჩი ("ჩიკაგო"), ჯეიმს ჰარდენი ("ჰიუსტონი"), დეანდრე ჯორდანი ("კლიპერსი"), კრის პოლი ("კლიპერსი"), ენტონი დევისი ("ნიუ ორლეანი"), ლამარკუს ოლდრიჯი ("პორტლენდი"), დემარკუს კაზინსი ("საკრამენტო") და კავაი ლეონარდი ("ნიუ იორკი").

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
sfgate.com: ფაჩულია იდეალური დანამატია "უორიორსის" 4 სუპერვარსკვლავისთვის
NBA. აღმოსავლეთ კონფერენციის დაძაბული ფინალი: 2 ოვერტაიმის შემდეგ "ტორონტომ" სხვაობა შეამცირა [VIDEO]
NBA. აღმოსავლეთში სიტუაცია დაიძაბა [VIDEO]
NBA. აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალი: სერიაში "მილოუკი" დაწინაურდა [VIDEO]
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის მოთამაშეები - ლოპესი და ჰარდენი
სტეფ კარი "შარლოტში" გადასვლას აპირებს?
ფაჩულიას დაწყებული "ღვთაებრივი კომბინაცია", რომელსაც საყოველთაო აღიარება მოჰყვა [VIDEO]
ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსს" სტუმრადაც მოუგეს [VIDEO]
NBA: კვირის მოთამაშეები: ბატლერი და კარი
ყველგან დაფასებული სტეფ კარი
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კარი დაბრუნდა, საუკეთესო გრინი იყო
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უესტბრუკის მე-40 სამმაგი