ივლისის მიწურულსა და აგვისტოს დასაწყისში ესპანური ბარსელონა მძლეოსანთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს
ივლისის მიწურულსა და აგვისტოს დასაწყისში ესპანური ბარსელონა მძლეოსანთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, "სპორტის დედოფლის" ამ დიდ მეჯლისში ქართველთაგან ორ-ორგზის ოლიმპიური თამაშების მონაწილეები - მარიამ ქევხიშვილი და დავით ილარიანი იასპარეზებენ. ქევხიშვილი, რომელიც ამერიკაში სწავლობს და იქვე ემზადება ოკეანისგაღმელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, ბირთვის კვრაში მოსინჯავს ძალებს, ილარიანი - 110 მეტრზე თარჯრბენში. ორივე სპორტსმენმა ამას წინათ მალტაში მეორე ლიგის მძლეოსანთა ევროპის გუნდურ ჩემპიონატში პირველი ადგილები დაიკავა.

- ბარსელონისთვის მზადება ჯერ კიდევ იანვარში დავიწყე, - მითხრა ილარიანმა. - ბაქოში, სადაც ზამთრისთვის შესანიშნავი საწვრთნელი პირობებია, თითქმის თვე-ნახევარი გავატარე. იქვე აზერბაიჯანის ღია ჩემპიონატში ვიასპარეზე და პირველი ადგილი დავიკავე. თანაც სტარტისთვის ცუდი შედეგი არ მიჩვენებია - 14,21 წამი. ვარჯიშის გრაფიკიდან რომ არ ამოვვარდნილიყავი, დოჰას (ბატარი) ზამთრის მსოფლიოს ჩემპიონატზე უარი ვთქვი. ივნისში მალტის ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე გავიმარჯვე - 110 მეტრი ბარიერებით 14,21 წამში დავფარე და ბაქოს შედეგი გავაუმჯობესე.

ამ ცოტა ხნის წინათ დონეცკში უკრაინის ღია ჩემპიონატში გამოვედი. მასპინძლებთან ერთად რუსი, ბელარუსი და ბაჰრეინელი მძლეოსნებიც იბრძოდნენ საპრიზო ადგილებისთვის. 13,93 წამით აქაც ყველას ვაჯობე. სპორტულ კარიერაში ჩემი საუკეთესო შედეგი - 13,67 წამი - 2008 წელს იერუსალიმის სალიცენზიო ტურნირზე ვაჩვენე.

- დონეცკში შენთან ერთად საქართველოს სხვა მძლეოსნებიც მონაწილეობდნენ...

- დიახ, ენდრიკ ზილბერშტეინმა 400 მეტრზე რბენაში მალტის შედეგი გააუმჯობესა და 46,19 წამით მე-5 ადგილი დაიკავა. ბენიკ აბრამიანმა კი ბირთვი 17,28-მეტრიან ზღვარს გადააცილა და მე-6 ადგილით დაკმაყოფილდა.

- ეროვნულ ჩემპიონატში თუ გამოხვალ?

- აუცილებლად, რადგან, ევროპის პირველობის წინ ეს ბოლო სტარტი იქნება. კარგად ვარ მომზადებული, არ არის გამორიცხული, ესპანეთში 110 მეტრზე თარჯებით ფინალშიც მოვხვდე. ამიტომ საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციას ვთხოვე, ბარსელონაში ჩემთან ერთად პირადი მწვრთნელი გოგი გოზალიშვილი გამოეშვათ. უარი მითხრეს. არავისი მშურს. პირიქით, მიხარია, რომ ქევხიშვილს 2008 წლის პეკინის ოლიმპიადასა და შარშან მსოფლიოს ჩემპიონატზე პირადი მწვრთნელი ჩამოუყვანეს, მარიამი ესპანეთსაც დამრიგებელთან ერთად ეწვევა. ვიმეორებ, ეს ძალიან კარგია, მაგრამ მე რა დავაშავე?

giga
მასეა მაგარი კაი ბიჯია მარტლა არ გვეშველა ამატ ხელში
tbiliseli
და რა დააშავა ამ ბიჭმა მართლა,მწვრთნელის გარეშე რანაირად უნდა მიაღწიოს წარმატებას,ეეეეეეეეე ჩვენ კიდევ არ დაგვდგომია საშველი,გადაირევა კაცი რა.წარმატებებს გისურვებ დავით.
giorgi
ყველაფერი კარგად იქნება დავით :)
"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"რომ არა ის, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა" - რაფინია
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება