სააგენტოებმა შემზარავი ინფორმაცია გაავრცელეს
შემზარავი ინფორმაცია გაავრცელეს სააგენტოებმა - წალენჯიხაში, მაზანდარას დასახლების სტადიონზე ფეხბურთის თამაშის დროს 16 წლის მოზარდი უეცრად გარდაიცვალა. საავადმყოფოში კი გადაიყვანა სასწრაფო დახმარებამ, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სამწუხაროდ, ეს არ არის გამონაკლისი შემთხვევა, როცა სპორტულ მოედანზე იღუპება მოზარდი და უბედურების მიზეზი ყოველთვის როდია არაკონტროლირებული, არადოზირებული ფიზიკური დატვირთვა. ზოგჯერ ბავშვების სიცოცხლე მათთვის ზარ-ზეიმით გახსნილ ხელოვნურსაფარიან მოედნებზე უკონტროლობას ეწირება.

2007 წელს თბილისში, მაგნიტოგორსკის ქუჩაზე მოედნის საზეიმოდ გახსნის შემდეგ, ფეხბურთის თამაში უმალვე დაიწყეს ბავშვებმა და 14 წლის მოზარდის სიცოცხლე წაქცეულმა ძელმა იმსხვერპლა.

იმავე წელს ნუცუბიძის პლატოზე, 170-ე სკოლის უკან მშენებარე მოედანზე რკინის კონსტრუქციის ჩამოშლა გახდა მეექვსეკლასელი ბიჭის ადგილზე დაღუპვის მიზეზი.

2009 წელს დიღომში 9 წლის ბიჭი დაეკიდა ფეხბურთის კარის ძელს. კარი გადაბრუნდა, ბავშვი ქვეშ მოიყოლა - ეს შემთხვევაც თავის ქალის ტრავმით და სიკვდილით დასრულდა.

2011 წელს საგარეჯოში ფეხბურთის კარის ძელი 10 წლის ბავშვს დაეცა, რომელიც კომაში ჩავარდა და სასუნთქ აპარატზე შეაერთეს.

არის სხვა ფაქტებიც.

რაშია საქმე? ერთი მხრივ, ბავშვებზე ზრუნვის პიარით, დიდი ამბით გაიხსნებოდა ხოლმე ბავშვთა სათამაშო მოედნები, მეორე მხრივ - არავითარი ყურადღება ამ მოედნებს და იქ მოთამაშე ბავშვების უსაფრთხოებას.

დიდი ხანია უკვე არავინ არაფრად დაგიდევს თუნდაც სკოლებში მოსწავლეთა ჯანმრთელობის შემოწმებას და რეკომენდაციებს. ადრე იქ წელიწადში ორჯერ ტარდებოდა ასეთი სამედიცინო გამოკვლევა-შემოწმება. მშობლებს აფრთხილებდნენ, თუ საეჭვო იყო ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა (წალენჯიხაში დაღუპულ მოზარდს 3-4 წლის ასაკში გულის უკმარისობის პრობლემები ჰქონია). გაუქმდა საცხოვრებელ ადგილებში პედაგოგ-ორგანიზატორის შტატიც, არადა, ძალიან აუცილებელი იყო.

წალენჯიხაში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრულა.

ვითომ გაირკვევა დამნაშავე? ალბათ, ეს ისე, მოვალეობის მოხდის მიზნით, თორემ, გამოძიება ხელს კონკრეტულად ვერავის დაადებს, ეჭვიც არ არის, რომ თავს ყველა გაიმართლებს. არადა, ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს?..

შეაჩერეთ ტრაგედიები ბავშვთა სათამაშო მოედნებზე, დავფიქრდეთ!

მთავარი რედაქტორის სვეტი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

avoeee
მე მგონი მიფუჩეჩებული შენ უფრო ხარ. მოედანი რა შუაშია, ბავშვმა ბურთს ფეხი დაარტყა თუ არა გალურჯდა და გარდაიცვალა. რა თქმა უნდა კარები არ უნდა ვარდებოდეს და თავში არ უნდა გეცემოდეს. ამ სტატიის ავტორმა სპორტული მოედნები მკვლელ მოედნებად გამოაცხადა და ისე გამოიყვანა რომ ბავშვთა სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი მოედნებია. არასწორად დასმული აქცენტებია, თორემ თითეული ბავშვის სიცოცხლე რომ უმთავრესი საზრუნავია და ყოველი ბავშვის სიკდილი რომ უდიდესი ტრაგედიაა ამაზე არავინ არ დაობს.
sara
კი არ უბერავს მართალია, დაუფიქრებელი წამოძახილების ნაცვლათ რამე აზრიანი დაწერეთხოლმე, გასართობათ ხომ არ კითხულობთ ამ სტატიებს. ამ მოედნებზე და არა მარტო მოედნებზე ვიზუალური მხარეა მხოლოდ დამაკმაყოფილებელი, დანარჩენი ყველაფერი უხარისხო და მიფუჩეჩებულია, უცხოა ეს თქვენთვის?
ahaaa
ესეც ასეე,რედაქტორიც ....ეს კი ჩააქრობს შუქს.
david
კი არა უბერავს მართალს ამბობს, მოედნებიც და საბავშვო ბაღებში დამონტაჟებული გასართობი საშუალებები უნდა იყოს მაქსიმალურად ხარისხიანად შესრულებული, უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა ნიუანსი, იმიტომ რომ საქმე ბავშვის (და არა მარტო) სიცოცხლესთან გვაქვს მაგრამ ამ ქვეყანაში ყველაფერი უკუღმა ხდება, რაც შეიძლება მეტი ფული დარჩეთ და აღარ ფიქრობენ აღარც ხარისხზე და აღარც ბავშვის სიცოცხლეზე თუ ჯამრთელობაზე, შედეგიც სახეზეა, საუბედუროდ
oceola
მოედნების გაკეთებით ძალიან მაგარი საქმე გაკეთდა და ეგ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. რაც მე ეგეთ მოედნებზე მითამაშია
koko
მაგრა უბერავს მართლა
avoeee
ეს ხომ არ უბერავს? რა შუაშია მოედნები? სხვაგან არ ხდება უბედური შემთხვევები და სიკვდილიანობა? აგურიც ჩამოვარდნილა ციდან, ხესაც მოსტეხია ტოტი და ყინულზეც ასრიალებიათ ფეხი. წავედით მაშინ ყველა ამ ქვეყნიდან უფრო გავითარებულ ქვეყნებში, სადაც ინფრასტრუქტურაც უმაღლეს დონეზე აქვთ განვითარებული და ვიცხოვროთ უზრუნველად. ბოლო ვინც გამოვა აეროპორტში შუქი ჩააქროს. ამ სტატიის აზრი ვერ გავიგე, უნდა დავშალოთ ყველა მოედანი და დავდგათ მარტო ჭადრაკის და შაშის დაფები???
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს