სამტრედიაში სინჯებზე ჩამოსული ბრაზილიელი ტრავმამ სამშობლოში დააბრუნა, ლიბიელს კი ჯერ აკვირდებიან
ცნობილია, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ელიტრაუნდისთვის მზადების მეორე ეტაპი თურქეთში ჩაატარა, სადაც პოლონეთთან ორი ამხანაგური მატჩი გამართა. სამწუხაროდ, 30 მარტს გამართულ მეორე მატჩში დაშავდა გიორგი თევზაძე და შესაცვლელი შეიქნა.

19-წლამდელთა ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე "საბურთალომ" "სამტრედიაში" იჯარით ზამთარში გაუშვა. გიორგი დიდხანს იჯდა სათადარიგოთა სკამზე და მშობლიური ქალაქის გუნდში სადებიუტო შეხვედრა მხოლოდ მარტში ჩაატარა.

როგორც "სამტრედიის" სპორტულმა დირექტორმა დავით მუჯირმა გვითხრა, ვარჯიში ჯერ არ განუახლებია დავით კვირკველიას, ხოლო თევზაძის ტრავმა სერიოზული არ არის. თუმცა ამ უკანასკნელის სამშობლოში დაბრუნებამდე მაინც ძნელია თქმა, რა სიმძიმისაა ტრავმა და მოახერხებს თუ არა 3 აპრილს, "ეროსი მანჯგალაძეზე", ქობულეთის "შუქურას" წინააღმდეგ თამაშს.

ეს ამბავი "სამტრედიას" ახალ საფიქრალს უჩენს, რადგან ქუთაისის "ტორპედოსთან" თევზაძემ სწორედ კვირკველია შეცვალა, რომელიც, თავის მხრივ, ასევე ტრავმირებულია.

ძნელი სათქმელია, ვის დააყენებს იმერული კლუბის მთავარი მწვრთნელი ზაზა ზამთარაძე ამ პოზიციაზე.

აქვე გეტყვით, რომ სანაკრებო პაუზისას, "სამტრედიაში" სინჯებზე ორი ლეგიონერი მიიწვიეს - ბრაზილიელი გაბრიელ დუ კარმო და ლიბიელი მოჰამედ ისმაელ ალგუაილი, მაგრამ ახალწვეულები ჯერ გუნდში არ არიან.

"ბრაზილიელი ჩამოსვლიდან ორიოდ დღეში, ერთ-ერთი ვარჯიშის დროს დაშავდა და სამშობლოში დაბრუნება ისე მოუხდა, მარტვილის "მერანთან" საკონტროლო შეხვედრაშიც ვერ დავაკვირდით.

ლიბიელი ფეხბურთელი კი დღემდე ჩვენთან ვარჯიშობს, მარტვილელებთან ითამაშა და მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მივიღებთ", - ამბობს დავით მუჯირი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[ექსკლუზივი] ეგ იყო ყველაფრის თავიდათავი! რამ გაზარდა საბა კვირკველიას ფასი?
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
"რუსთავმა" 22 წლის მცველი დაიმატა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე
ფიფას საფეხბურთო კონფერენციას ლონდონში ვლადიმირ ვაისი და ზაზა ზამთარაძე დაესწრნენ
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
ზუგდიდი-კოლხეთი 0:1 - ჩემპიონატის პირველი გოლი [VIDEO]
ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება - "ჟილინამ" გიორგი თევზაძე წარადგინა
"ბევრს "სკოლას" ეძახიან, თორემ რეალურად, არც მოედნები აქვთ და არც არაფერი"
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
[VIDEO] გოლი-სასწაული! აუცილებლად ნახეთ, რა ბურთი გაიტანა დავით მუჯირმა ჩემპიონის კარში!
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
კახა კაჭარავა: არ მინდა, ჯოხი გადატყდეს ფეხბურთელებზე...
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
"სამტრედიაში" ბრაზილიელ და ლიბიელ ლეგიონერებს აკვირდებიან
ლეგიონი: არაბულის გოლი და კიტეიშვილის საგოლე გადაცემა
უმაღლესი ლიგის I ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"საბურთალომ" სლოვაკური "ჟილინადან" გიორგი თევზაძე დაიმატა
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
გია გეგუჩაძე: ნიჭიერ ბავშვებს თბილისში ჩამოსვლა აღარ დასჭირდებათ
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა