"სამტრედიის" ცენტრალური მცველი ზურაბ ხიზანიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ჩემპიონატი განსაკუთრებით დაძაბულია
საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი და "სამტრედიის" ცენტრალური მცველი ზურაბ ხიზანიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ჩემპიონატი განსაკუთრებით დაძაბულია.

"ცხრილში გუნდები ძალიან მჭიდროდ არიან განლაგებულნი და წარმატების მიღწევის შანსი ყველას აქვს. წლევანდელი პირველობის ფავორიტად, უპირველესად, თბილისის "დინამო" მიმაჩნია, რომელიც ყოველთვის ფავორიტია. თუმცა ძალიან კარგი და მებრძოლი გუნდი ჰყავს გორის "დილასაც".

ძალიან შესამჩნევია განსხვავება იმ ჩემპიონატისგან, როცა დიდ ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი. სტადიონები, გუნდებისა და ფეხბურთელების რაოდენობა სულ სხვა იყო.

იმედია, რომ ყველაფერი გამოსწორდება და ფეხბურთი საქართველოში კვლავ ყველაზე მოთხოვნადი სახეობა გახდება. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან წლევანდელ ჩემპიონატშიც საკმაოდ ბევრი ლამაზი მატჩია, თან ყველა მათგანი საკმაოდ დაძაბულია", - ამბობს ხიზანიშვილი.

მან "სამტრედიაზეც" ილაპარაკა:

"გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა, ჩვენი პლუსები გვაქვს და ვცდილობთ, ეს მუხტი მინდორზე გადავიტანოთ. ჩემი აზრით, "სამტრედია" სწორი მიმართულებით მიდის და ეს ყველაფერი შედეგს ძალიან მალე მოიტანს.

გუნდში ახალგაზრდა და გამოცდილ ფეხბურთელთა სინთეზის პროცესი კარგი ტემპით მიმდინარეობს. ხელმძღვანელები კი თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან. ამ სეზონში გუნდის მიზანი სამეულში მოხვედრა და თასის მოპოვებაა, რაც რეალური ამოცანა ჩანს".

ხიზანიშვილის აზრით, ლეგიონერების დაბრუნება საქართველოს ჩემპიონატის დონესთან პირდაპირ კავშირშია:

"ჩვენი გუნდებისთვის ლეგიონერები დიდ ძალას წარმოადგენენ. იმედია, ახლანდელი ტენდენცია გაგრძელდება და ჩემპიონატს კიდევ ბევრი ლეგიონერი დაუბრუნდება, რაც, თავისთავად, დონის მომატებას გამოიწვევს.

ყველაზე ცუდია, ზოგი ლეგიონერი კარიერას რომ ამთავრებს და მშობლიურ ჩემპიონატში ერთი მატჩიც არ აქვს ნათამაშები".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ika
ყველაზე სუსტი წერტილი იყო ნაკრებში ყოველთვის.
თაზო
რამ გაგაბოროტა ქუთეისი ასე აააააა? შენ ხომ მთელი მსოფლიო გიცნობს:)):)):))მიდი ხიზან ჯიგარი ხარ,ნუ უსმენ წარუმატებელ კლავიატურის ,,ვარსკვლავებს,,:)):))
kutaisi
ხო სადაც იყავი იქ ხო წყვიტავდი ვარსკვლავებს
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელად ზურაბ ხიზანიშვილი დანიშნეს
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
"ლუის ენრიკემ კვარაცხელია პირველად მაშინ შეამჩნია, როცა..." - ხიზანიშვილმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ხიზანიშვილი: სანიოლი გასაძევებელი არ იყო - არ მგონია ხუთმცველიან დაცვაზე დავბრუნდეთ
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]