ფორვარდი, ვისთვისაც "დორტმუნდი"-"ბაიერნი" ბევრს ნიშნავს
მომავალი სუპერმატჩის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგაა რობერტ ლევანდოვსკის დაბრუნება დორტმუნდში, სადაც მან ოთხი წელი გაატარა.

პოლონელი ფორვარდი პირველ სეზონს ატარებს "ბაიერნის" რიგებში და ოფიციალურ მატჩებში 17 გოლი დაუგროვდა. ეს კარგი შედეგია, თუმცა თავად ლევანდოვსკი ამტკიცებს, რომ "ყოველთვის არსებობს ზრდის საშუალება და საჭიროა უფრო მეტის გოლის გატანა".

Stdstern-თან ინტერვიუში ლევანდოვსკიმ მომავალი მატჩის შესახებ საკუთარი აზრი გაგვიზიარა...

- ალბათ, მღელვარებით ელოდებით დორტმუნდში დაბრუნებას?

- რა თქმა უნდა! "დორტმუნდში" ოთხი შესანიშნავი და წარმატებული წელი გავატარე. კონტაქტი მაქვს ბევრ ყოფილ თანაგუნდელთან. მიუხედავად ამისა, ვბრუნდები იქ იმისთვის, რათა ბოლომდე დავიხარჯო და სამი ქულა ავიღო.

- ამ სეზონში ბუნდელიგის 24 მატჩში 13 გოლი გაიტანეთ. კმაყოფილი ხართ ამ შედეგით?

- დიახ. საერთო ჯამში, ახალ კლუბსა და ქალაქში თავს შესანიშნავად ვგრძნობ. რა თქმა უნდა, უკეთ თამაში და მეტი გოლის გატანა შეიძლება, მაგრამ მე იმ ტიპის მოთამაშეებს მივეკუთვნები, რომლებიც ბევრს ფიქრობენ გუნდზე. თუ ვხედავ, რომ შემიძლია ჩემსკენ გადავიყვანო მცველი და ამით თანაგუნდელს თავისუფალი სივრცე მივცე, ამას აუცილებლად ვაკეთებ.

- რამდენად მოგიწიათ თამაშის სტილის შეცვლა ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ?

- "ბორუსიაში" ოთხი წელი ვთამაშობდი. რა თქმა უნდა, დრო იყო საჭირო ახალ სისტემასთან ადაპტირებისთვის. აქ ყველა ცდილობს მოკლე პასით თამაშს, პრიორიტეტულია ბურთის ფლობა. "დორტმუნდში" ხშირად ვიღები ბურთს გრძელი პასის შემდეგ. "ბაიერნში" ასეთი რამ იშვიათად ხდება.

- პრესაში ძალიან ბევრს მსჯელობდნენ კლუბში თქვენს როლზე. როგორ აღიქვამდით ამას?

- ჩემთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რასაც მწვრთნელი და თანაგუნდელები ამბობენ. თანამედროვე ფეხბურთში ვერც ერთი თავდამსხმელი თავს უფლებას ვერ მისცემს საჯარიმოში იდგეს და ბურთს ელოდოს.

"ბაიერნში" ნახევარი წელია ვთამაშობ და ვგრძნობ, რომ ჩემი ტექნიკა უკეთესი გახდა. ყოველდღე ბრწყინვალე ფეხბურთელებთან ერთად ვვარჯიშობ. ამ მომენტისთვის თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და მოუთმენლად ველოდები ყველა შეხვედრას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
"ბარსელონა" ლევანდოვსკის ახალ კონტრაქტს მხოლოდ ამ შემთხვევაში შესთავაზებს" - ESPN-ი პოლონელის მომავალზე წერს
ლევანდოვსკი "ბარსელონამ" მხოლოდ ორი პირობით შეიძლება დაიტოვოს
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
"მაშინ "ბარსელონა" ყოველ ევროს ითვლიდა, ამიტომ..." - რობერტ ლევანდოვსკი
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ