დაკარის რალიზე მერვე ეტაპის შემდეგ მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა - ავტომობილების კლასში პირველად შეიცვალა ლიდერი

მერვე ეტაპის შემდეგ დაკარის რალიზე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა - ავტომობილების კლასში პირველად შეიცვალა ლიდერი. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც წინა ლიდერი, ესპანელი კარლოს საინსი ორჯერ ჩაეფლო ქვიშაში და ძალიან ბევრი დრო დაკარგა. არადა, მოქმედი ჩემპიონისთვის ეტაპი კარგად დაიწყო - საინსმა თავიდან ორ წუთამდე გაზარდა უპირატესობა მთავარ კონკურენტთან - ყატარელ ნასერ ალ-ატიიასთან. მაგრამ ყველაფერი მეათე საკონტროლო ნიშნულის შემდეგ შეიცვალა. სწორედ ამ დროს მოუწია ორჯერ იძულებით გაჩერება საინსს, რითაც ალ-ატიიამ ძალიან კარგად ისარგებლა და ამ ეტაპზე კარლოსს ექვსნახევარი წუთი მოუგო. ყატარელი საერთო ჩათვლაში დაწინაურდა და თანაც სოლიდური უპირატესობა მოიპოვა, რომელიც ხუთ წუთს აჭარბებს.

ცუდად წარიმართა დღე BMW-ის პილოტებისთვის. ამ გუნდის ლიდერ სტეფან პეტერანსელს აღარ ჰქონდა რალის მოგების იმედი, მაგრამ სერიოზულად ფიქრობდა გენერალური კლასიფიკაციის პირველ სამეულში მოხვედრაზე. როგორც ჩანს, ფრანგს ამ მოკრძალებული მიზნის ასრულებაც არ უწერია. ეტაპის მსვლელობისას BMW-ის ძრავა რამდენჯერმე გადახურდა, რის გამოც პეტერანსელს ტემპის შენელება და ხანდახან მანქანის გაჩერებაც უწევდა. საბოლოოდ, სტეფანმა კონკურენტებთან საათზე მეტი წააგო და ამით საერთო ჩათვლაში მესამე ადგილი ჟინიელ დე ვილიერსს გადაულოცა. ასე რომ, პირველი სამი ადგილი "ფოლკსვაგენის" პილოტებს ეკუთვნით.

მანქანების კლასისგან განსხვავებით, არაფერი შეცვლილა მოტომრბოლებს შორის. უფრო სწორედ ლიდერი იგივე დარჩა, უბრალოდ გაიზარდა სხვაობა პირველ და მეორე ადგილებს შორის. მარკ კომას კონკურენციას ისევ სირილ დეპრე უწევდა. ფრანგი თავიდან ძალიან ჩამორჩა კომას - ესპანელის უპირატესობამ ეტაპის მსვლელობისას ორ წუთს გადააჭარბა.

სწორედ ამ მომენტში მოუმატა ტემპს დეპრემ, თუმცა ბოლომდე ჩამორჩენის გაბათილება ვერ შეძლო და ორ წუთზე ნაკლები დათმო ლიდერთან. თითქოს ბევრი არ არის, მაგრამ საერთო ჯამში გენერალურ კლასიფიკაციაში კომას უპირატესობა 9 წუთსა და 19 წამამდე გაიზარდა. ეს კი მართლაც სოლიდური სხვაობაა.

VIII ეტაპი

მანქანები

1. ალ ატიია (კატარი, "ფოლკსვაგენი") - 5:16.30; 2. საინსი (ესპანეთი, "ფოლკსვაგენი") - +6.36; 3. დე ვილიერსი (ს. აფრიკა, "ფოლკსვაგენი") - +17.22; 4. მილერი (აშშ, "ფოლკსვაგენი") - +20.01; 5. რომა (ესპანეთი, "ნისანი") - +52.51...

საერთო ჩათვლა

1. ალ ატიია (კატარი, "ფოლკსვაგენი") - 28:39.50; 2. საინსი (ესპანეთი, "ფოლკსვაგენი") - +5.14; 3. დე ვილიერსი (ს. აფრიკა, "ფოლკსვაგენი") - +48.45; 4. პეტერანსელი (საფრანგეთი, BMW) - +1:33.30; 5. მილერი (აშშ, "ფოლკსვაგენი") - +2:32.23...

მოტოციკლები

1. კომა (ესპანეთი, KTM) - 6:05.02; 2. დეპრე (საფრანგეთი, KTM) - +1.55; 3. ლოპეს კონტადრო (ჩილე, Aprilia) - +4.21; 4. როდრიგესი (პორტუგალია, "იამაჰა") - +8.38; 5. ულევალსეტერი (ნორვეგია, KTM) - +25.03...

საერთო ჩათვლა

1. კომა (ესპანეთი, KTM) - 32:18.52; 2. დეპრე (საფრანგეთი, KTM) - +9.19; 3. ლოპეს კონტადრო (ჩილე, Aprilia) - +22.48; 4. როდრიგესი (პორტუგალია, "იამაჰა") - +41.42; 5. ფარია (პორტუგალია, KTM) - +1:09.59...

„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა