პირველი ნახევარფინალი ცნობილია
მაიამის "მასტერსზე" პირველი ნახევარფინალური წყვილი დაკომპლექტდა. მას შემდეგ, რაც ენდი მარეიმ მერვედფინალში კევინ ანდერსონი დაამარცხა და კარიერაში მე-500 გამარჯვება იზეიმა, ბრიტანელმა მეექვსე ასეული გახსნა მეოთხედფინალში ავსტრიელი დომინიკ ტიმის დამარცხებით.

ენდის აქაც სამი სეტის ჩატარება დასჭირდა, რადგან პირველ პარტიაში ტიმი ძალიან კარგად გამოიყურებოდა. მან ბრეიკით დაწინაურება შეძლო - 4:1 და სეტის ბოლომდე შეინარჩუნა უპირატესობა - 6:3.

მეორე პარტიის დასაწყისი განსხვავებული გამოვიდა. ენდიმ პირველი ბრეიკი შეასრულა მატჩში და 3:0 გავიდა წინ, თუმცა ტიმმა მეშვიდე გეიმში დაიბრუნა დაკარგული მოწოდება და მალე ანგარიში გაათანაბრა - 4:4. თითქოს დაძაბული ბრძოლა უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ სწორედ ამ მომენტიდან ენდი სრულად დაეუფლა უპირატესობას. მომდევნო ცხრა გეიმიდან რვა თავის სასარგებლოდ დაასრულა და 3:6, 6:4, 6:1 მოიგო. აღსანიშნავია, რომ ენდიმ მესამე სეტში საკუთარ მოწოდებაზე მხოლოდ სამი ქულა წააგო.

რაც შეეხება ტიმს, ეს "მასტერსი" მის აქტივში უნდა ჩაიწეროს, რადგან კარიერაში პირველად დაამარცხა ტოპ-ათეულის წევრი (ფელისიანო ლოპესი) და პირველად გავიდა ამ სერიის ტურნირის მეოთხედფინალში.

მარეის მეტოქე ირკვეოდა ჩეხი ტომაშ ბერდიხისა და არგენტინელი ხუან მონაკოს შეხვედრაში. სამხრეთამერიკელმა სერიოზული ბრძოლა გაუმართა ფავორიტს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში ბერდიხი უმატებდა თამაშს და ამის ხარჯზე ორ სეტში მოიგო - 6:3, 6:4.

პირველი სეტის დასაწყისში მეტოქეებმა ბრეიკები გაცვალეს, რის შემდეგაც ტომაშმა მერვე გეიმში შეასრულა კიდევ ერთი ბრეიკი და 5:3 დაწინაურდა, რასაც სეტზე ჩაწოდება მოჰყვა.

მეორე პარტიაში ჩოგბურთელები კარგა ხანი დამაჯერებლად იღებდნენ საკუთარ მოწოდებებს, სანამ ბერდიხმა 4:4-ზე მესამე ბრეიკი არ შეასრულა მატჩში. 5:4-ზე ჩეხმა საკუთარი გეიმი "მშრალი" ანგარიშით მოიგო და ნახევარფინალში ენდი მარეიზე გავიდა. ბერდიხმა რევანშის შესრულების საშუალება მიიღო - წელს, ავსტრალიის ღია პირველობაზე ბრიტანელმა ნახევარფინალში შეაჩერა ჩეხი ჩოგბურთელი.

კაცები

1/4-ფინალი

ენდი მარეი (ბრიტ, 3)-დომინიკ ტიმი (ავსტრია) 3:6, 6:4, 6:1; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 8)-ხუან მონაკო (არგ) 6:3, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-10 ჩოგანი ტომაშ ბერდიხი დაამარცხა! [VIDEO]
რიო 2016: ზიკას ვირუსის გამო პანიკა იზრდება - ბერდიხის, რაონიჩის, ჰალეპისა და პლიშკოვას უარი
სად და როდის იქნება ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი ATP ტიტული?
ნიკოლოზ ბასილაშვილი ახალ სეზონს დოჰას ტურნირით დაიწყებს
ქართველი ჩოგბურთელები: ნიკოლოზ ბასილაშვილი ისევ 63-ე ნომერია
ნიკამ ვენა უნდა გაიხსენოს - დღეს ბასილაშვილი მონრეალში ტომაშ ბერდიხს შეხვდება