საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი წაგებით გახსნა - უნგრელ თანატოლებთან 67:83 დათმო...

საქართველო-უნგრეთი 67:83

13:11, 21:16, 19:29, 14:27

საქართველო: ბაქრაძე (37 წთ, 5ქ, 5პ, 3მ, 2ჩ, 4ფ, 4შ), ჩიკვილაძე (25 წთ, 8ქ, 1მ, 2ჩ, 3შ), მაჭავარიანი (11 წთ, 3მ, 2პ, 1ჩ, 3ფ, 1შ), შენგელია (35 წთ, 22ქ, 10მ, 5პ, 2ჩ, 1დ, 2ფ, 8შ), შარაბიძე (35 წთ, 14ქ, 6მ, 1პ, 1დ, 3ფ, 5შ), კვეტენაძე (1 წთ), ლომოური (25 წთ, 8ქ, 1მ, 1პ, 1ჩ, 3ფ), ნანიტაშვილი (3 წთ), დვალიშვილი (25 წთ, 10ქ, 10მ, 1პ, 1ჩ, 3ფ, 1შ), ჩაჩანიძე (2წთ, 2ფ)

უნგრეთი: ჰელმეცი (11ქ, 6პ), ლაკოშა (10ქ, 3პ), მორგენი (14ქ, 5დ, 9მ, 3პ), მორზინგერი (2ქ), ელინგსფელდი (19ქ, 8მ), ტაკაჩი (10ქ, 4პ), მადარი (10ქ), მოჰაჩი (7ქ),

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი წაგებით გახსნა - უნგრელ თანატოლებთან 67:83 დათმო.

არადა, მატჩი ისე დაიწყო, ბევრი იფიქრებდა, ქართველები დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებენო: თორნიკე შენგელიასა და გიორგი შარაბიძის აქტიურობის წყალობით მეორე პერიოდში 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს (27:17). თუმცა სწორედ ამის შემდეგ დაიწყო რეგრესი...

მადიარებმა პირველი ტაიმის ბოლოს სხვაობა ცოტა შეამცირეს, მესამე ათწუთეულში ანგარიში გაათანაბრეს და მეოთხე რაუნდის წინ 3-ქულიანი ფორა დაიბევეს (56:53). გადამწყვეტ პერიოდში ქართველთა მორიგ აფეთქებას ველოდით, მაგრამ პირიქით მოხდა - უნგრეთმა 27:14 მოიგო.

ავსტრიაში გამგზავრებამდე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა მიხეილ ბერუაშვილმა აღნიშნა: ყველაზე მეტად პირველ მატჩში გაგვიჭირდება, რადგან მეტოქეს არ ვიცნობთო... წაგების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს უნდა ყოფილიყო. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ თორნიკე შენგელია (იგი ეროვნულ ნაკრებთან ვარჯიშობდა) გუნდს ავსტრიაში გუშინწინ შეუერთდა, ხოლო გიორგი შარაბიძე ახალგაზრდულ ნაკრებს ავსტრიაში გამგზავრებამდე ერთი კვირით ადრე დაემატა (ესპანეთში საბუთებს აწესრიგებდა). როცა ორი ლიდერი უშუალოდ მატჩების წინ დაგემატება, ძნელია გუნდური თამაშის ჩვენება. არადა, გუშინ ჩვენს 20-წლამდელებს სწორედ შენგელია და შარაბიძე გაუძღვნენ. პირველმა 22 ქულა ჩააგდო და მატჩის ბომბარდირობა არავის დაუთმო, ხოლო გიორგი 14 ქულით ვიცე-სნაიპერი გახდა.

იყო კიდევ ერთი პრობლემა: გამთამაშებელმა გივი ბაქრაძემ 37 წუთი ითამაშა. მწვრთნელმა იგი სათანადოდ ვერ დაასვენა, რადგან უკანა ხაზში დიდი არჩევანი არ აქვს. ტრავმების გამო ნაკრებს ავსტრიაში ვერ გაჰყვნენ გამოცდილი გამთამაშებელი ტატო თავართქილაძე და სოსო ლეჟავა. ნიშანდობლივია, რომ უნგრელებმა 11 სამქულიანი ჩააგდეს (9 მეორე ტაიმში), ხოლო ქართველებმა ოდენ 4 სამქულიანი გამოიყენეს.

დაველოდოთ ისრაელთან გასამართ მომდევნო მატჩს (16 ივლისს) და იმედი დავიტოვოთ, რომ ჩვენი ახალგაზრდები თამაშს გამოასწორებენ. შეგახსენებთ, რომ მომდევნო ეტაპზე ჯგუფიდან სამი ნაკრები გადის. გუშინვე შვედეთმა ისრაელი 71:67 დაამარცხა.

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მოულოდნელი ამბავი - პსჟ-ის მეკარე კარიერას აზერბაიჯანულ გუნდში გააგრძელებს
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
18 წ. | როტაციით ინგლისთან
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება