ეგვიპტეში, შარმ ელ შეიხის ქალთა საერთაშორისო ტურნირში შესანიშნავად ითამაშა მარიამ ბოლქვაძემ, რომელიც მე-7 ნომრად იყო განთესილი
ეგვიპტეში, შარმ ელ შეიხის ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) შესანიშნავად ითამაშა თბილისელმა მარიამ ბოლქვაძემ, რომელიც მე-7 ნომრად იყო განთესილი.

ქართველი ჩოგბურთელი რეიტინგით 702-ეა, მაგრამ კლასიფიკაციაში 357 საფეხურით წინ მდგომ მეტოქესაც მოუგო. მარიამმა ხუთ შეხვედრაში ისე გაიმარჯვა, რომ სეტიც არ დაუთმია.

ჩვენებურმა ზედიზედ სძლია ანგელინა ფიოდოროვას (რუსეთი) - 6:0, 6:0, ინდია მაჯენს (ბელგია, 792-ე) - 6:1, 6:1, რეიტინგფავორიტ მარგალიტა ლაზარევას (რუსეთი, 345-ე), მე-4 ნომერ ეკატერინა იაშინას (რუსეთი, 422-ე), გადამწყვეტ პაექრობაში კი მეორე ნომერ ლინა ჯორჩესკას (მაკედონია, 402-ე) აჯობა 6:1, 6:4 და პირველი პრიზი მოიპოვა.

წყვილებში ბოლქვაძე იულია ბრიზგალოვასთან (რუსეთი) ერთად ცდიდა ძალებს. სტარტზე მათ ჩინენ ნდიდი (ნიგერია) და უშა სუჰალი (პაკისტანი) დაჯაბნეს - 6:2, 6:2, შემდეგ მესამე ნომრად განთესილ არაბელა ფერნანდეს რაბენერსა (ესპანეთი) და ადრიანა ლეკაჯს (ხორვატია) მოუგეს - 4:6, 6:4, 10:4. ნახევარფინალში ქართულ-რუსული ტანდემის წინსვლა ლინა ჯორჩესკამ (მაკედონია) და იულია ტერზისკამ (ბულგარეთი) შეაჩერეს - 7:5, 6:1. ფინალში ამ დუეტმა ვიქტორია კულიკი და კაროლინა სილვანოვიჩი (ორივე-პოლონეთი) მშრალზე დასვა - 6:0, 6:0.

კატოვიცეში (პოლონეთი) ჩოგბურთელ ქალთა 250.000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპში ჩაება თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა, მაგრამ სტარტზევე შვედ სუსანა სელიკთან დამარცხდა - 5:7, 4:6.

წყვილებში კალაშნიკოვა კატალინა მაროშისთან (უნგრეთი) ერთად ტატიანა ბუას (არგენტინა) და დანიელა სეგუელას (ჩილე) დუეტს დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ოქსანა კალაშნიკოვა უიმბლდონის მეოთხედფინალში დამარცხდა
მარიამ ბოლქვაძემ დასანანი მარცხი განიცადა, თუმცა რეიტინგში კვლავ დაწინაურდა
ფედერაციის თასი - საქართველო სერბეთთან და ხორვატიასთან დამარცხდა, წინ თურქეთია
მარიამ ბოლქვაძემ ITF-ის მე-5 ტურნირი მოიგო
დანაშაულის ტოლი შეცდომა - საქართველოს ოლიმპიადაზე 1 კუთვნილი ადგილი დააკლდება
ბოლქვაძემ US OPEN-ი გამარჯვებით დაიწყო და ბრიტანელ თინეიჯერს დაუპირისპირდება
ქართველი სპორტსმენი "კრემლის თასის" მეოთხედფინალშია
ოთხი რუსი ჩოგბურთელი დაამარცხა - მარიამ ბოლქვაძემ შარმ ელ-შეიხის ტურნირი მოიგო
გადამწყვეტი მატჩი ფინეთთან ფედერაციის თასზე - ქართველ ჩოგბურთელებს დაწინაურების შანსი აქვთ
4 ქართველი უიმბლდონზე, მაგრამ რამდენი ძირითადში? - ჩვენებურები წლის მესამე დიდ სლემს იწყებენ
ბოლქვაძე ყაზახური ტურნირის ფინალში სეტის წაუგებლად გავიდა
ბასილაშვილმა და ბოლქვაძემ ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყეს