საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა კალათბურთელმა გაარკვია მომავალი კლუბის საკითხი. ამერიკელმა ახალწვეულმა ქუინტონ ჰოსლიმ ესპანეთის უმაღლესი ლიგის კლუბ "ხუვენტუდთან" მიაღწია შეთანხმებას...

საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა კალათბურთელმა გაარკვია მომავალი კლუბის საკითხი. ამერიკელმა ახალწვეულმა ქუინტონ ჰოსლიმ ესპანეთის უმაღლესი ლიგის კლუბ "ხუვენტუდთან" მიაღწია შეთანხმებას.

ამ კატალონიური გუნდის ჰოსლისადმი ინტერესზე ესპანური გამოცემები ივნისის ბოლოს წერდნენ, თუმცა მოლაპარაკებები გუშინ დასრულდა და კონტრაქტსაც ხელი მოეწერა. ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოს ნაკრების ფორვარდი "ხუვენტუდში" ერთ სეზონს გაატარებს.

კატალონიელებმა გასული სეზონის რეგულარულ ჩემპიონატში მე-11 ადგილი დაიკავეს და პლეი ოფში ვერ გააღწიეს. მთავარ მწვრთნელ ვისენტე ერნანდესს იმედი აქვს, რომ სხვა ახალწვეულებთან ერთად ქუინტონ ჰოსლი კლუბს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში დაეხმარება. ქუინტონთან ერთად "ხუვენტუდში" გადავიდნენ ტანმაღალი ჰოლანდიელი ჰენკ ნორელი და ამერიკელი ჟაკიმ ჯონალდსონი.

ჰოსლი ამერიკიდან ევროპაში 2007 წელს გადმობარგდა და თურქულ "კარშიაკაში" ჩაირიცხა. პირველ სეზონში მას საოცარი სტატისტიკა (2.9 ქულა, 11.7 მოხსნა) ჰქონდა და მადრიდის "რეალის" ყურადღება მიიპყრო. ორმეტრიანმა ამერიკელმა 2008-09 წლების სეზონი "რეალში" დაიწყო, თუმცა ზამთარში პირენეის ნახევარკუნძული დატოვა და თურქულ "გალათასარაიში" ჩაირიცხა. 2009-10 წლების სეზონის წინ ქუინტონმა გადაწყვიტა, ევროპის წამყვანი კლუბების ყურადღება კვლავ სტატისტიკის ეფექტურობით მიეპყრო და რიგით თურქულ კლუბ "ალიაღას" (იზმირი) მიაშურა. ქუინტონის ჩანაფიქრმა გაამართლა, გასულ სეზონში საშუალოდ 18.1 ქულას, 8 მოხსნას და 4 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. მიუხედავად იმისა, რომ მისმა "ალიაღამ" ჩემპიონატში მე-13 ადგილი დაიკავა, ჰოსლიმ საკმაო ყურადღება მიიპყრო - ჯერ საქართველოს ნაკრებში თამაში შესთავაზეს, შემდეგ "ხუვენტუდისგან" მიიღო წინადადება. კატალონიელებთან შედარებით ქართველებს ერთი უპირატესობა გვაქვს: ჰოსლის თამაშს რვა დღეში ვნახავთ - 23 ივლისს სპორტის სასახლეში საქართველოს ნაკრები რუმინეთს დაუხვდება. მატჩში მონაწილეობას ჰოსლიც მიიღებს და ტორინ გრინიც. ამხანაგურ შეხვედრებში ნატურალიზებულებზე ლიმიტი არ ვრცელდება. ოფიციალურ მატჩების განაცხადში კი ერთი უცხოელის შეყვანაა ნებადართული.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა