სასწაულით გადარჩენილი "ფენერბაჰჩე" დამნაშავეების დასჯას მოითხოვს
"ფენერბაჰჩეს" რაც გადახდა თავს, უკვე მთელმა საფეხბურთო სამყარომ შეიტყო. სტამბოლელები "რიზესთან" მოგებული 5:1-ის მერე უკან ბრუნდებოდნენ და ტრაბზონის აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე მათ შეიარაღებული ადამიანი დახვდათ, რომელმაც კლუბის ავტობუსს ცეცხლი გაუხსნა.

რამდენიმე გასროლის შედეგად მძღოლი დაიჭრა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თურქეთში "ფენერბაჰჩეს" ავტობუსს იარაღიდან ესროლეს [VIDEO]

საბედნიეროდ, სხვა არავინ დაშავებულა, ფეხბურთელები უვნებლად გადარჩნენ, მაგრამ დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღეს. კლუბი კი აღშფოთებულია და ლამის იმაზეც თანახმაა, რომ მთლიანად თურქეთის ჩემპიონატმა მიიღოს დისკვალიფიკაცია. ცხადია, გამოძიება უკვე დაწყებულია.

საქმე ის არის, რომ "ფენერბაჰჩეს" ქალაქური დერბები არ ჰყოფნის და მისი ერთ-ერთი მთავარი მეტოქე და მტერი "ტრაბზონსფორია". ამ შეიარაღებულ თავდასხმასაც "ტრაბზონის" ფანებს უკავშირებენ. საინტერესოა, რომ "ფენერის" ავტობუსს შეიარაღებული პირები ადრეც გადადგომიან, მაგრამ არ გაუსვრიათ.

70-კილომეტრიანი გზა, რომელიც რიზესა და ტრაბზონს აკავშირებს, "ფენერისთვის" ჯოჯოხეთივითაა.

"ჩვენ ვითხოვთ და თანახმანი ვართ, რომ ჩემპიონატი შეწყდეს და დისკვალიფიკაცია მიიღოს, სანამ ეს საზარელი ფაქტი გამოძიებული არ იქნება. ასეთი შავი ლაქა სამარცხვინო დაღს ასვამს ქვეყანას და ჩვენს ფეხბურთს.

უკვე სისხლიც კი დაიღვარა და უამრავი ადამიანის სიცოცხლე იდგა საფრთხის ქვეშ. მოვითხოვთ, რომ დამნაშავეები დაუყოვნებლივ დაისაჯონ", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

"ფენერის" ნიგერიელი ლეგიონერი ემანუელ ემენიკე:

"ტელეფონზე ჩემს ძმას ველაპარაკებოდი, როდესაც ხმაური შემომესმა და თავიდან ვიფიქრე, რომ საბურავი გაგვისკდა, რადგან ავტობუსმაც გადაუხვია. თუმცა, როდესაც ჩვენი დაცვის წარმომადგენელი ავტობუსის წინა კართან დავინახე, მივხვდი, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა.

ის პირველი გაერკვა სიტუაციაში, ყველაფერს მიხვდა და დაინახა, რომ მძღოლი დაჭრილი იყო. სისხლი უკვე ჩვენც დავინახეთ. ყველას ძალიან შეგვეშინდა, ასეთი საშინელების წარმოდგენაც კი შეუძლებელია".

"ფენერბაჰჩეს" და "ტრაბზონს" საგარეო მატჩებისას თავიანთი გულშემატკივრების წაყვანის უფლება დიდი ხანია არ აქვთ. წინა სეზონში კი მათი ტრაბზონული მატჩი ჩაიშალა, რადგან მინდორზე სხვადასხვა ნივთი ცვიოდა.

"ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს "რიზესთან", რომელთანაც ყოველთვის მშვიდობიან მატჩებს ვატარებთ. ადგილობრივი სამართალდამცველებიც ყოველ ას მეტრში არიან ხოლმე და გვიცავენ, რაც მთავარია, გზაზეც.

თუმცა "ტრაბზონის" ფანები ყოველთვის გვესვრიან ხოლმე ქვებს და 2004 წელს ერთ-ერთი ფეხბურთელი დაშავდა კიდეც, როდესაც ქვა თავში მოხვდა. კამერებმა დააფიქსირა ისიც, თუ როგორ მოგვიშვირეს იარაღი ორი წლის წინ.

ადრე თუ გვიან, მსგავსი საშინელება მოხდებოდა, ამას რეაგირება სჭირდება. რიზეში მართლაც არანაირი პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ ტრაბზონში თამაში ფრონტის ხაზზე ყოფნას ჰგავს", - აღნიშნა "ფენერბაჰჩეს" წარმომადგენელმა პრესასთან საუბარში.

კლუბის სხვა ცნობილ ლეგიონერებს - დირკ კუიტს, რაულ მეირელეშს, დიეგოს და სხვებს ჯერ ვრცელი და საჯარო კომენტარები არ გაუკეთებიათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
"ამის მიზეზი საერთოდ არ არსებობდა" - ჯერარდმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ᓓᕘᕔ
"ბარსელონა" 35 წლის ფორვარდით დაინტერესდა
დიეგო ამტკიცებს: "არსენალს" ვუნდივარ!
დირკ კუიტმა ნიდერლანდური გუნდი ჩაიბარა
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
დირკ კუიტმა ნიდერლანდური გუნდი ჩაიბარა
თურქეთის ჩემპიონატს შესაძლოა, "სიტის" კიდევ ერთმა მეკარემ მიაშუროს
დიეგო სიმეონე: დღეს "ატლეტიკოს" შემართება მომეწონა
კარიერის დაისი: ის წავიდა, როგორც გმირი...
იოახიმ ლიოვი სამწვრთნელო კარიერას თურქეთში განაახლებს?!
დირკ კუიტმა ჯეკი ჩანი გამოიწვია
თურქული გრანდების ბრძოლა დავითაშვილის ხელში ჩასაგდებად - ზურიკოს სხვა მსურველიც ჰყავს
თვითმხილველის ნაამბობი: იდგნენ და ჩუმად უხაროდათ...
შოთა არველაძე: საცხოვრებლად თურქეთში ვრჩები
ევროპალიგა. 1/16 ფინალი. I მატჩი: სოუზას დუბლით [VIDEO]
თითქმის თავისუფალი აგენტები
ყოჩაღი ემენიკე - "მისს ნიგერია 2013"-ს ხვდებოდა და "მის ნიგერია 2014"-ზე დაქორწინდა
[VIDEO] თურქი გულშემატკივრები აღაფრთოვანა - ონანამ საგოლე პასი გააკეთა
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
ᓐᓛ "ᓐᓢᓚᓔᓢᓘᓙᓝᓡ" ᓓᓐᓨᓚᓐ ᓔᓛᓣᕥᓠᓔᓑᓐ - ᓛᓐᕓᓠᓘᓓᓔᓚᓗᓐ ᓡᓐᓡᓢᓐᓠᓢᓝ ᓨᓔᓛᓐᓓᓒᓔᕜᓚᓝᓑᓐᕡ ᓓᓐᓘᓢᓐᓪᓔᓑᓔᕜ
ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელები ინგლისური კლუბის ყიდვას აპირებენ
ონანას ისევ "მანჩესტერში" უნდა, "იუნაიტედს" აღარ - კამერუნელი ინგლისურ გრანდს დაემშვიდობება
"ფენერბაჰჩეს" თვითმფრინავმა ფრინველებთან შეჯახების გამო ავარიული დაშვება განახორციელა
ლუიშ ნანი: ჯაბა კანკავამ კინაღამ კარიერა დამასრულებინა
ᓑ