"მილანის" ყოფილი სელექციონერი რევაზ ჭოხონელიძე, სხვასთან ერთად, კახა კალაძის კიევიდან მილანში ჩაყვანის ამბებსაც იხსენებს
უცხოეთში ბევრ ქართველს უცხოვრია და უმუშავია, მაგრამ მათ შორის რევაზ ჭოხონელიძეს გამორჩეული ადგილი უკავია. ქუთაისელი ბიჭი ყოფილი საბჭოეთიდან პირველი იყო, რომელიც ევროპულ ფეხბურთში დამკვიდრდა. წლების განმავლობაში იტალიური გრანდების - "ინტერისა" და "მილანის" სელექციონერი გახლდათ, ბოლოს კი "როსონერის" შეუცვლელ ფიგურად იქცა.
ჭოხონელიძე არის მაგალითი იმისი, თუ როგორ შექმნა ადამიანმა საკუთარი კარიერა. 2007 წლიდან კი კიევის "დინამოს"გენერალური დირექტორია.
სხვათა შორის, საქართველოში დაბადებულ-გაზრდილმა ნიჭიერმა მცველმა სანკტ-პეტერბურგში იმდენ ხანს იცხოვრა, მისთვის ლამის მშობლიურ ქალაქად იქცა და იქ დღემდე სახლი აქვს. წერს იტალიურად, კითხულობს ფრანგულად, თავს კი იტალიელად მიიჩნევს.
საბჭოთა პერიოდში საქართველოში გაზრდილი ფეხბურთელები სხვაგან იშვიათად მიდიოდნენ. ასეთი მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა იყო: მოსკოვის "სპარტაკში" თამაშობდნენ ძმები მანუჩარ და გოჩა მაჩაიძეები, მოგვიანებით მიხეილ მესხიც, გივი ნოდიამ კი ძალები მოსკოვის "ლოკომოტივში" მოსინჯა... ჭოხონელიძეც მათ გზას დაადგა და ნევისპირა ქალაქში დასახლდა.
ბატონი რეზო საქართველოში გატარებულ პერიოდს ტკივილით იხსენებდა - თბილისის "დინამოში" სულ იყო დაჯგუფებები და ამას გავერიდეო. საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების მცველი, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, "დინამოს" საკუთარი სურვილით შეელია...
უარი ზენიტსა და სპარტაკს
- კარიერის დროს და მისი დასრულების შემდეგაც საქართველოში ფეხბურთელებს ნორმალური ცხოვრების პირობებს უქმნიდნენ და უცხოეთში ამიტომაც არ მიდიოდნენ. მათ ეხმარებოდნენ იმაში, რომ დასაქმებულიყვნენ კომერციულ სტრუქტურებში, იურიდიული განათლების მქონეებს კი შსს-ში უშვებდნენ. მოსკოვში კი ასე არ ყოფილა. ხომ იცით, როგორ დაასრულეს სიცოცხლე ვორონინმა და ჩისლენკომ...
1976 წლის სეზონი ქუთაისის "ტორპედოში" ვითამაშე, კარიერის დასრულებას ვაპირებდი და მატარებლით მოსკოვში გავემგზავრე. საკავშირო ფეხბურთის ფედერაციაში ანატოლი ვასილიევს ველაპარაკე. მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ეს კაცი თურმე ლენინგრადის "დინამოს" ავარჯიშებდა. გუნდში თამაში შემომთავაზა და ვიფიქრე, რატომაც არა-მეთქი?! ხელფასი იყო 120-დან 150 მანეთამდე. შსს-ს სისტემის გუნდში კი ჩავირიცხე, მაგრამ "პაგონები" არ ამიღია.
მოსკოვში გადასვლა არასოდეს მსურდა. 1969 წელს საბჭოთა კავშირის იუნიორთა ნაკრებში ვთამაშობდი. რომელიღაც ტურნირიდან ჩამოვფრინდით და ნიკოლაი სტაროსტინი მელოდებოდა. მითხრა, მოსკოვის "სპარტაკს" შენნაირი ცენტრალური მცველი სჭირდებაო. მე უარი ვუთხარი. პიტერი კი ყოველთვის მომწონდა. მახსოვს, "პეტროვსკის" სტადიონზე "დინამოს" დუბლშემადგენლობაში რომ ვთამაშობდით, ბურთმა მოედანი დატოვა. გავიქეცი და მეტოქეს მივაწოდე, რაზეც მაყურებელმა ტაში დამიკრა. იქ ხალხმა ფეხბურთის დაფასება ყოველთვის იცოდა.
პიტერი ჩემთვის უცნობი ქალაქი იყო, მაგრამ არანაირი პრობლემა არ შემქმნია. შემიყვანეს უწყებრივ სასტუმროში, სადაც ნომერში ნიკოლაი ლარიონოვთან (შემდგომში "ზენიტის" კაპიტანი) ერთად ვცხოვრობდი. მაშინ ძალიან ძლიერი ფეხბურთელები გვყავდა, მაგრამ შემადგენლობის შენარჩუნება არც უცდიათ. არადა, პიტერში მეორე ძლიერი გუნდის ჩამოყალიბების შანსი იყო.
მხოლოდ იტალიაში გადასვლის შემდეგ გავიგე, თუ რა არის ქალაქური დერბი - "მილანი"-"ინტერი", "იუვენტუსი"-"ტორინო", "სამპდორია"-"ჯენოა"...
მე პეტერბურგის "დინამოს" კაპიტანი გახლდით. ერთხელ იური მოროზოვი საიდუმლოდ დამელაპარაკა და "ზენიტში" გადასვლა შემომთავაზა. სხვათა შორის, მაშინ მისგან გავიგე, რას მაბრალებდნენ - შენზე მეუბნებიან, სმა და დროსტარება უყვარსო. ამ დროს კი მე ის იშვიათი ქართველი ვარ, რომელიც არ სვამს. საბჭოთა დროს კიდევ ვაძლევდი თავს დალევის უფლებას, ოღონდ კარიერის დასრულების შემდეგ. თუმცა, იტალიაში ეს კატეგორიულად გამოვრიცხე. პრეზიდენტს მოულოდნელად შეხვედრა რომ მოენდომებინა, ნასვამი ხომ არ მივიდოდი?!
მოკლედ, მოროზოვმა მერე მითხრა - დავაკვირდი შენს მუშაობას და ეს ყველაფერი ცილისწამება ყოფილა, "ზენიტში" მსურს მიგიწვიო, ბავშვებისთვის მაგალითად გამოდგებიო. გამიხარდა, მაგრამ "დინამოს" დატოვება არ მსურდა.
შემთხვევით ნაყიდი წიგნის კვალზე
- კარიერის დასრულების შემდეგ მოსკოვის მწვრთნელთა უმაღლეს სკოლაში ვსწავლობდი. მაშინდელი ამბავია: წიგნების მაღაზიაში შემთხვევით წავაწყდი ნაწარმოებს - "კოვერჩანო", საიდანაც შემდგომში მსოფლიოში საუკეთესო სპორტულ-აღდგენითი ცენტრის არსებობის შესახებ შევიტყვე.
მაშინ იტალიური არ ვიცოდი, არადა, სათაურებით მივხვდი, რომ ცნობილი სპეციალისტების წერილები იყო, მათ შორის - ვალერი ლობანოვსკისაც. იმ წამიდან ვფიქრობდი, ეს ყველაფერი როგორ წამეკითხა. მწვრთნელთა სკოლაში იტალიური ენის შემსწავლელ კურსზე ჩავეწერე და შემდეგ ეს პიტერშიც გავაგრძელე. ეს წიგნი არაბულად რომ ყოფილიყო, ისე დავინტერესდი, ამ ენასაც ვისწავლიდი.
მწვრთნელთა უმაღლესი სკოლა დავამთავრე. ცხადია, მაშინ "მილანში" მუშაობაზე არც ვფიქრობდი და ისევ პიტერში დავბრუნდი. "დინამოს" მეორე მწვრთნელი გავხდი. გაგრაში შეკრებაზე წავედით. ვნახე, იქ ჩვენი მწვრთნელები როგორც "მუშაობდნენ". მათ უმრავლესობას უფრო ნაცნობ-მეგობრებთან შეხვედრა და რესტორნებში შესვლა აინტერესებდა. მოთამაშეებს კი დავალებებს ადმინისტრატორი აძლევდა.
თქვენ წარმოიდგინეთ, გუნდში გვყავდა ექიმი, რომელსაც არა სამედიცინო, არამედ ზოოვეტერინარის განათლება ჰქონდა! ამბობდა, ჩემთვის სულ ერთია, ვინ უნდა მოვარჩინო, ფეხბურთელი თუ კატაო. ცხადია, ამან "შედეგი" გამოიღო, თამაშებში ლამის 8-8 გოლს ვუშვებდით. საბჭოთა კავშირის მეორე ლიგის ჩვენს ზონაში ბოლოდან მეორე ადგილი დავიკავეთ. მაშინ მივხვდი, ამ სისტემას შეცვლა სჭირდებოდა.
მერე იტალიაში წავედი. ზღაპრებია, თითქოს საამისოდ დახმარება პიტერში იტალიელ ტურისტებს ვთხოვე. მაშინ უცხოელს ქუჩაში რომ დალაპარაკებოდი, დაგიჭერდნენ. მეორეცაა: მწვრთნელთა უმაღლეს სკოლაში წელიწადნახევრიანი სწავლის შემდეგ უცხოეთში სტაჟირება იყო გათვალისწინებული. მე კი ეს იტალიაში მოვითხოვე და საკუთარი სახსრებით წავედი. სხვათა შორის, სწორედ საოცნებო კოვერჩანოშო მოვხვდი.
საბჭოელი ყველაფერმა გამაოგნა: მოედნებმა, სასტუმროებმა, აუდიტორიებმა!.. ტაქტიკაზე იტალიელებს შეეძლოთ ელაპარაკათ დღე და ღამე. დილის ოთხ საათზეც დავშლილვართ და რამდენიმე საათში ისევ შევკრებილვართ. კურსზე აბიტურიენტთა ჩარიცხვას იტალიის ნაკრების ყოფილი ექიმი, ცნობილი ფინოფინი ხელმძღვანელობდა. მე ნაშრომი საბჭოთა გუნდების მომზადებაზე წარვადგინე. მაშინ ლობანოვსკის გავლენა იგრძნობოდა და ჯგუფში ჩავირიცხე...
მისაბმელი მანქანიდან იაგუარში
- მაშინ 40 წლის ვიყავი და ცხოვრება, ფაქტობრივად, თავიდან დავიწყე. ძალიან გამიმართლა - გავიცანი იტალიური ოჯახი, რომელმაც კემპერი (მისაბმელი ვაგონი) გამომიყო, სადაც იყო საწოლი, შხაპი და ტუალეტი. ნახევარი წელიწადი ასეთ პირობებში ვცხოვრობდი. მერე კი მეგობრებმა "ინტერის" ხელმძღვანელობა გამაცნეს. სამწლიანი კონტრაქტი გამიფორმეს. ასეთ კლუბში დიდი შტატებია და სელექციონერის სამუშაო ჩემთვისაც მოიძებნა.
მაგრამ "ინტერი" ახალი კონტრაქტის გაფორმებას აგვიანებდა. რამდენიმე ხანში გაისმა ზარი და "მილანის" გენერალურმა დირექტორმა არიედო ბრაიდამ მიმიწვია. მითხრა, რომ კლუბის მეპატრონე სილვიო ბერლუსკონი აღმოსავლეთევროპელებით დაინტერესდა და სჭირდება სელექციონერი, ვინც ამ მიმართულებას ჩაიბარებსო.
დღემდე ჩემს დიდ წარმატებად "მილანში" ანდრეი შევჩენკოსა და კახა კალაძის გადაყვანა ითვლება. შევჩენკოზე დასაკვირვებლად კიევში ორი წელი ინკოგნიტოდ ჩავდიოდი.
მოსკოვის "სპარტაკის" შემტევი ნახევარმცველის, ეგორ ტიტოვის წაყვანაც მსურდა, მაგრამ ტრანსფერი ბოლო წამს ჩაიშალა. საქმეში "მილანის" მაშინდელი მთავარი მწვრთნელი, თურქი ფათიჰ თერიმი ჩაერია, რომელიც "ფიორენტინადან" მოვიწვიეთ. ამ კლუბის მეპატრონე კინომაგნატი ვიტორიო ჩეკი გორი გაკოტრდა და ფეხბურთელების გაყიდვა დაიწყო. თერიმმა კი დაიჟინა, რომ რუი კოშტა სურდა. ორი პლეიმეიკერის აყვანა კი თვით "მილანისთვისაც" ფულის უაზრო ფლანგვა იქნებოდა.
"თანამეგობრობის თასის" შემდეგ კიევში კახას წამოსაყვანად ჩავფრინდი. თურმე, ნახევარი საათის შემდეგ იმავე მიზნით "ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტი რუმენიგე გამოემგზავრა. გამიმართლა და დავასწარი.
კალაძის "მილანში" გადაყვანის შესახებ არავინ იცოდა. შევჩენკომაც კი ეს მხოლოდ სამი დღის შემდეგ შეიტყო, როცა ჩემთან მოსულმა კახა დაინახა. გაუკვირდა, მოდის ჩვენებაზე ჩამოხვედიო? არა, დღეიდან მეც "მილანში" ვითამაშებო და ანდრეიმ პირი დააღო. თან გაუხარდა, თან - ეწყინა და შემომხედა - მეგობარი მეგონე, მაგრამ აღარ მენდობიო? ავუხსენი, რომ სამედიცინო შემოწმების გავლამდე ტრანსფერის შესახებ არავის არაფერი უნდა სცოდნოდა.
სხვათა შორის, იტალიაში თავიდან "ოპელით" დავდიოდი. მეგობრები დამცინოდნენ, რეზო, ასე გაგიჭირდაო? მე ხომ მანქანებზე გართულება არ მქონდა, თანაც, ეს კომპანია "მილანის" გენერალური სპონსორი იყო. 2002 წელს კი კალაძემ და შევჩენკომ "იაგუარი" მიყიდეს.
ბერლუსკონის იახტა
- სილვიო ბერლუსკონი ანდრეი შევჩენკოს თავის რეზიდენციაში შეხვდა. ამ სახალისო დიალოგში მე თარჯიმნის როლს ვასრულებდი. ბერლუსკონი ამშვიდებდა, პირველივე სეზონში 8-10 გოლითაც კმაყოფილი დავრჩებიო.
- მე გავიტან 20-ზე მეტ გოლს და იტალიის საუკეთესო ბომბარდირი გავხდები, - უთხრა შევამ.
- მაშინ მე მოგცემ უფლებას, რომ ჩემი იახტით იმოგზაურო.
- მაშინ მოამზადეთ იახტა, - თავდაჯერებულად უპასუხა ანდრეიმ.
იმ სეზონში ანდრეიმ 24 გოლი გაიტანა, სერია A-ს ბომბარდირი გახდა და ბერლუსკონის იახტის გაშვება მოუხდა.
...შევჩენკოს ტრანსფერამდე, ვალერი ლობანოვსკის ხშირად ვხვდებოდი და ველაპარაკებოდი. მას ყველაფერი აინტერესებდა და მომავალში იხედებოდა, როგორც ნოსტრადამუსი!
"რეზო, დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები - 2020 წელს მოედანზე იქნებიან უნივერსალები, რომლებიც ყველა პოზიციაზე ითამაშებენ. ბევრად გაიზრდება მოთამაშეთა შრომისუნარიანობა და ამტანობა, ხოლო მოთამაშეები 185 სანტიმეტრზე დაბლები აღარ იქნებიან", - მითხრა ერთხელ.
"მილანში" ლამის 13-წლიანი მუშაობის შედეგად, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბიდან კიევის "დინამოში" გადავედი და გენერალური დირექტორი გავხდი. ვერ ვიტყვი, რომ იტალიაში რამე არ მაწყობდა. პირიქით, აბსოლუტურად ყველაფერი მაკმაყოფილებდა. დღემდე მენატრება იტალიური პიცა, ამინდი, "ლა სკალა", რომლის გვერდითაც ვცხოვრობდი...
კიევის "დინამოს" პრეზიდენტი იგორ სურკისი სამი წლის განმავლობაში მიწვევდა. კიეველები კლუბის 80 წლისთავის აღნიშნავდნენ და საზეიმო ვახშამზე დამპატიჟა. იქ "მილანის" ვიცე-პრეზიდენტ ადრიანო გალიანის პირდაპირ მიმართა - გამოუშვით რეზო ჩვენთანო. გალიანიმ ლაპარაკი ხუმრობაში გადაიყვანა - რეზოს ვერა, მაგრამ ბრაიდას კი გამოვუშვებთო.
"მილანთან" კონტრაქტი 2011 წელს მიმთავრდებოდა, მაგრამ კიეველებმა მაინც დაიჟინეს. ლობანოვსკის ფაქტორმაც იმოქმედა. მისი გარდაცვალების შემდეგ ამ დიდ კლუბს რთული დრო დაუდგა. მერე ცნობილი იტალიელი ფიზმომზადების სპეციალისტი ჩამოვიყვანე და არგუმენტად არა კარგი ხელფასი, არამედ ისტორიაში შესვლის პერსპექტივა დავუსახელე - მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი სანკტ-პეტერბურგი ხომ იტალიელმა არქიტექტორებმა ააშენეს. ჩვენ კი კიევის "დინამოს" ახალი ისტორიის დაწერა შეგვეძლო...
ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
giorgi
კახი საქართველოს ფეხბურთის საუკეთესო ფერბურთელი იყო.
rezo
არ უნდა წამოსულიყო წაიყვანდა კიდევ ქართველებს მაგ კვირკველია ოკრიკა და ა.შ.
3.141592
სანიმუშო ბიოგრაფია! სამაგალითო პიროვნება!გისურვებთ წარმატებებს! ნუ დაივიწყებთ მეგობრებს და მიხედეთ კალაძეს-მისი აქ ყოფნა საცოდაობაა!
tat
ასეთ სტატიას უკეთესი სათაური ვერ მოუფიკრეთ?
Gaga
ძალიან მაგარი სტატიაა , რეალურ ზღაპარს ჰგავს ))) ძაან ვისიამოვნე ისე ვიმგზავრე სახლიდან სამსახურამდე ვერც მივხვდი როგორ მივედი დაჯე 20 წუთი დავაგვიანე :D მაგრამ ღირდა .. მე პირადად არ ვიცოდი ამ ადამიანის შესახებ და ძალიან სასიხარულოა რომ ასეთი წარმატებული ქართველები არსებობენ და დარწმუნებული ვარ ნიჭიერი და შრომის მოყვარე , მიზანდასახული "ქართველი" ყველაფერს მიაღწევს რაც არ უნდა ბედი არ ჰქონდეს : )))
shalva.qutaiseli
ეხ სად იყო ყიფო,მაგი რომ50/60 მეტრიან პასებს აკეთებდა დახრილი ბაჩოკით შენგელიაზე. 1975
გულშემატკივარი
მე არ მახსოვს ეს ადამიანი როგორც ფეხბურთელი, მაგრამ ვიცი რომ ძალიან მაგარი ადამიანია, თავისი საქმეებიდან გამომდინარე. ყველა ქართველს ვუსურვებ წარმატებას კარგი, ღირსეული და კეთილი საქმის კეთებაში მსოფლიოს ყველა კუთხეში
sano
მე მახსოვს რეზო .ძალიან აკურატული ფეხბურთელი იყო,როგორც ფეხბურთელი თანაც საკმაოდ წარმატებული.მიხარია მისი ასეთი წარმატებები.რაც შეეხება 185 სმ სიმაღლის ფეხბურთელებს,ეს ლობანოვსკის სამუშაო კრედო იყო.მე მომიწია ბავარიასთან კიევში თამაშის მერე კიევის დინამოს ფეხბურთელებთან ერთად მგზავრობა,მქონდა ბევრ რამეზე საუბარი ვერემეევთან,კოლოტოვთან,ლოზინსკისთან,ოლეგ ბლოხინთან ხოლო მეორე დღეს ვარჯიშზე და თამაშზე მათთან ერთად ყოფნა და ბიჭები ახლოს რომ ვნახე და გავიცანი ყველა ერთი სიმაღლის,თითქმის ერთი წონის იყვნენ,ყველა ჯინსის ზდაქვედაში გამოწყობილი,ასე ვთქვათ ასანთის კოლოფიდან რომ ღერები წამოყარო ასე ყველა ერთმანეთის მსგავსები.ასე რომ მე მჯერა რომ რეზოს ლობანოვსკი ამას ეტყოდა
ჯანი რივერა
ბავშვობაში ქუთაისის ტორპედოს თავგადაკლული გულშემატკივარი ვიყავი, და კარგად მახსოვს რეზო ჭოხონელიძეს თამაში, რომელიც განსაკუთრებული ინტელიგენტურობით გამოირჩეოდა. ის ყველასგან ნამდვილად გამორჩეული იყო ყველაფრით, თუნდაც როდესაც ქალაქში დავინახავდი, ჩაცმულობითაც განსხვავებული იყო. მე მგონი მას მეტი რომ მოენდომა ერთერთი საუკეთესო ფეხბურთელი იქნებოდა საქართველოს ისტორიაში.
ჭოხონელიძე
ჭოხონელიძეები ჭკვიანი გვარი ვართ,გვაქვს კარგი ინტუიცია,ვართ შრომისმოყვარე,წესიერები და პატოსნები რაც წარსულში და ახლაც ბევრს აღიზიანებს,მე თბილისელი ვარ, თბილისში ვცხოვრობ მაგრამ ასეთ დაუცველად და იმედ დაკარგულად არ მიგვრძნია თავი როგორც დღეს ვგრძნობ თავს. ნიჭიერი ადამიანი ბრძანდებით და წარმატებებს გისურვებთ.
godure
მსოფლიო ფეხბურთისთვის დიდი პიროვნებაა __ მარტო გალიანის ნათკვამი რად ღირს __ ვგიჟდები ამ კაცზე და ვკვდები ისე მიჭირს მისი გვარის წარმოთკმაო ჭ-ო-ხ-ო-ნ-ე-ლ-ი-ძ-ე
... რახან ასე ითხოვთ კომენტარებს
1)თავს იტალიელად თვლის- გაუგებარია! 2) ძმებ მაჩაიძეებამდე და ა.შ. ანზორ კავაზაშვილი იყო! თანაც, ძალიან მაგრად და ნაკრებშიც! 3)"...როგორც ნოსტრადამუსი... 185სმ-ზე დაბლები აღარ იქნებიან" - ანუ, ნოსტრადამუსის კრიტიკა გამოდის?! ჯერ კიდევ გვაქვს 4-5 წელი დარჩენილი და დავიჯეროთ, მესი, ინიესტა, ნეიმარი, ხამეს როდრიგესი, აზარი, ჩავი... და მისთანანი საჭირო აღარ იქნებიან?... :))) გაიხარეთ! გილოცავთ ხარებას!
pele
ძალიან კარგი პიროვნებაა. ფეხბურთის თამაშისას გამოირჩეოდა დიდი შრომისმოყვარეობით. პირადად ვარ მოწმე როგორ პატივს სცემდნენ ლენინგრადელები რეზოს. ლენინგრადის "დინამოში" თამაშისას ცხოვრობდა გუნდის ბაზაზე. დღეს ისეთ ბაზაზე ცხოვრება რომელიმე, თუნდაც რიგით ფეხბურთელს რომ შესთავაზო, იუკადრისებს. თუნდაც აქედან ცჩანს მისი პროფესიონალიზმი და ფეხბურთის სიყვარული. დაუფასდა კიდეც.
რემი
"ამი დედა ვატირე" ისეთ ფარჩაკ რაღაცებზე იდება 150 კომენტარი, ნერვები მოგეშლება და ასეთ შესანიშნავ სტატიაზე ნოლი წერია ჯერ კიდევ. წარმატებას ვუსურვებ ყველა შრომისმოყვარე ქართველს თქვენი სახით! ქართული ფეხბურთისკენაც ამოსულიყოს დიდების მზე!
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
WU15 | საქართველოს ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე ასპარებობა ისრაელთან გამარჯვებით დაასრულა
"იუვენტუსს" "ნიუკასლის" ფორვარდის დამატება სურს
"როდესაც ფეხბურთელს დეპრესია აქვს, უნდა დაიცვა" - არგენტინის ნაკრების ფსიქოლოგმა "ატლეტიკო" გააკრიტიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-1 რუსთავი. ლიდერი წყალტუბოში შეაჩერეს
გოჩოლეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "კადისმა" "ვალიადოლიდთან" ქულები გაიყო
კიტეიშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "შტურმი" "რაპიდთან" დამარცხდა
This Is Anfield: მამარდაშვილმა შეიძლება პრემიერლიგაში გუნდი გამოიცვალოს
[VIDEOS] სულამანიძის ოქრო და თუშიშვილის ბრინჯაო - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
არგენტინის ნაკრების მეკარე "ჩელსიში" გადავიდა
"ბარსელონა" ჟეზუშს დაიმატებს
სულამანიძე ოქროს, თუშიშვილი ბრინჯაოს შეუტევს - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"ბარსელონა" და "ინტერი" ფეხბურთელების გაცვლაზე მსჯელობენ
15 და 17 წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 35 მედალი მოიპოვა
"მათ წინააღმდეგ თამაში არ მომწონს" - დე ბრუინი "მანჩესტერ სიტისთან" დაპირისპირებაზე
[VIDEO] პოკერი და თან რა გოლებით! - გენიალური მესის მორიგი გაბრწყინება MLS-ში
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
[VIDEO] ქოჩორაშვილმა "სევილიაში" პირველად ითამაშა - მისი გუნდი "ატლეტიკოსთან" დამარცხდა
"უდინეზემ" "მონცას" ქართველების გარეშე სძლია
[VIDEO] კვერნაძის დიდი პროგრესი და პირველი საგოლე მოქმედება სერია A-ში - "ფროზინონემ" "ფიორენტინა" გაანადგურა
"რა სარგებლობა მოუტანეს მათ საქართველოს ნაკრებს? პირიქით, იმდენი ფული წაიღეს"
ნუთუ ფლიკის გემოვნებაში ჯდება? - "ბარსელონა" ნკუნკუს შეძენის შესაძლებლობას სწავლობს
"თუ ფეხბურთელების 4 მილიონად გაყიდვას დავიწყებ, გუნდი არ მეყოლება" - კიევის "დინამოს" პრეზიდენტი
ლეაო "მილანიდან" "გალათასარაიში" გადავიდა
"შევჩენკოს დამატება არასდროს მინდოდა" - მოურინიომ უკრაინელის ტრანსფერი გაიხსენა
უკრაინის ნაკრების მწვრთნელს წინამორბედებზე ნაკლებ ხელფასს გადაუხდიან
"მონცას" ფეხბურთელებმა ბერლუსკონის მეძავებით სავსე ავტობუსი მოსთხოვეს
რუსეთი ინტერვენციისთვის მზადაა - სურკისი გაქცევას არ აპირებს, აბრამოვიჩმა 580 მილიონი დაკარგა
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილ პრეზიდენტზე ძებნაა გამოცხადებული
უკრაინა ომობს, სურკისები კი მონტე-კარლოში გრიალებენ
სურკისები უკრაინიდან გაიქცნენ და 16 მილიონი წაიღეს
[VIDEO] "მხითარიანი კვარაცხელიაზე უკეთესი ფეხბურთელია" - რა რეაქცია ჰქონდა კალაძეს სომხური წარმოშობის რუსი ჟურნალისტის ამ ნათქვამზე
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
[VIDEO] "ხვიჩაზე ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ..." - კალაძემ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
"ბერლუსკონიმ მითხრა, რომ პოზიცია უნდა შემეცვალა, რაზეც "მილანის" მაშინდელ მწვრთნელს მოვუყევი და მიპასუხა, რომ..."' - პატომ "როსონერის" ყოფილ პრეზიდენტზე ისტორია მოჰყვა
ალექსანდრე ჩივაძე: გული მხოლოდ იმაზე მწყდება...
ალექსანდრე ჩივაძე: მან პირადად მომიხადა ბოდიში იმ პენალტისთვის...
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
"მადლობა, პრეზიდენტო!" - კალაძე ბერლუსკონის გარდაცვალებას ეხმაურება
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
ბერლუსკონი ფეხბურთელებს მეძავებით სავსე ავტობუსს დაჰპირდა
საქართველოდან წასული ცნობილი ფეხბურთელები უცხო ქვეყნის სამსახურში
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ზაბარნის პსჟ-ში გადასვლა ისევ ყოვნდება
"ის მინდა, სხვა არავინ გვჭირდება!" - უკრაინელმა ჟურნალისტმა გაიხსენა, როგორ და რომელი მატჩის შემდეგ გადაწყვიტა ლობანოვსკიმ კალაძის კიევის "დინამოში" გადაყვანა
"დინამოში" 1.5 მილიარდი შევტენე - ლუჩესკუს დანიშვნის გამო შოკირებულ ფანებს პრეზიდენტმა უპასუხა
"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
უკრაინა საქართველოსთან მატჩს ახალი მწვრთნელით შეხვდება? - შევჩენკომ რებროვის მომავალზე ისაუბრა
სურკისებს კიევის "დინამოს" 400 მილიონად გაყიდვა უნდოდათ
"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა
[VIDEO] არშავინმა "კვარა" მეორეაო და თბილისში წაუცეკვა
"ზოგჯერ წასვლა საუკეთესო გამოსავალია", - ამორიმმა ლეაოზე ისაუბრა
"ქართველი ფეხბურთელების ნაწილი აქ ფულს ქალებსა და დროს ტარებაში ხარჯავს"
"ჟირონა" უკრაინელი თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
რა დღეში "აგდებდა" კახა კალაძეს კიევის "დინამოს" ვარჯიშზე ლობანოვსკი
მარიო ბალოტელი იტალიაში ყოფილ გუნდში დაბრუნდება
მესამე უკრაინელი "ჟირონაში" - ვანატი 20 მილიონად გამოისყიდეს
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან
"მონცამ" "იუვეს" ისევ მოუგო - ბერლუსკონიმ ფეხბურთელებს მეძავები უნდა დაახვედროს
დასახელდა ისტორიაში 10 საუკეთესო მწვრთნელი, მოურინიო სიაში ვერ მოხვდა