ნოვაკ ჯოკოვიჩის 22-ე ტურნირი
მაიამის "მასტერსის" შემდეგ რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური და ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა...

1 - ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა ისტორიაში პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც სამჯერ შეასრულა დუბლი ინდიან უელსისა და მაიამის "მასტერსებზე". ადრე მხოლოდ როჯერ ფედერერმა შეძლო ორჯერ ერთ სეზონში ამ ტურნირების მოგება.

1 - კარლა სუარეს ნავარო მაიამიში პირველად გავიდა უმაღლესი კატეგორიის ტურნირის ფინალში. ადრე მან უფრო მოკრძალებულ ტურნირებზე შვიდი ფინალი ითამაშა და მხოლოდ ერთი მოიგო. ეს ერთადერთი ტიტული ესპანელს პორტუგალიის ქალაქ ოეირაშში აქვს აღებული.

1 - მარტინა ჰინგისმა და სანია მირზამ ქალების წყვილთა თანრიგში გამოსვლა ზედიზედ ორი მოგებით დაიწყეს. მათ ჯერ წაგება არ აქვთ პროფესიულ ტურში.

3 - ენდი მარეი მაიამის ფინალში გასვლით მესამე ადგილზე გადავიდა ATP-ის კლასიფიკაციაში. კარიერაში მისი მაქსიმუმი მეორე ადგილია (2009).

3 - ტომაშ ბერდიხს კიდევ ერთხელ დააკლდა ერთი ნაბიჯი "მასტერსის" ფინალამდე. ბოლოს ჩეხმა ამ სერიის ტურნირის ფინალში სამი წლის წინ, მადრიდში ითამაშა, როცა ფედერერთან წააგო.

3 - ჯონ ისნერი მესამე ჩოგბურთელია მაიამის "მასტერსის" ისტორიაში, ვინც ნახევარფინალამდე საკუთარი გეიმის წაუგებლად მიაღწია. ასეთი რამ ფედერერმა და ჯოკოვიჩმა შეძლეს, შესაბამისად, 2002 და 2011 წლებში.

4 - სერენა უილიამსი მეოთხე ჩოგბურთელი გახდა ისტორიაში, რომელმაც ერთ კონკრეტულ ტურნირზე რვაჯერ გაიმარჯვა. მანამდე ეს შეძლეს მარტინა ნავრატილოვამ, კრის ევერტმა და შტეფი გრაფმა.

5 - ნოვაკ ჯოკოვიჩმა მეხუთე გამარჯვება მოიპოვა მაიამიში. უფრო მეტჯერ აქ ანდრე აგასის მოუგია - ექვსჯერ.

6 - ტომაშ ბერდიხი 2015 წლის სეზონში მხოლოდ რეიტინგის ტოპ-ათეულის წევრებთან მარცხდება. ექვსი წაგება მხოლოდ ელიტის მოთამაშეებთან.

7 - ნოვაკ ჯოკოვიჩმა ზედიზედ მეშვიდედ დაამარცხა ენდი მარეი. ჰარდის საფარის კორტებზე ამ სერიამ ათ მატჩამდე მიაღწია.

10 - კარლა სუარეს ნავარო კარიერაში პირველად შევიდა WTA-ს კლასიფიკაციის საუკეთესო ათეულში.

10 - სერენა უილიამსმა მეათედ ითამაშა მაიამის ტურნირის ფინალში. ეს მისთვის საუკეთესო შედეგია ყველა ტურნირზე. რვაჯერ უთამაშია სერენას აშშ-ის ღიას გადამწყვეტ მატჩში.

11 - ჯონ ისნერმა შეწყვიტა ტოპ-ათეულის მოთამაშეებთან 11-მატჩიანი მოუგებელი სერია. ამერიკელმა ჯერ მილოშ რაონიჩი დაამარცხა, შემდეგ კი კეი ნიშიკორი ჩამოიცილა გზიდან.

12 - ენდი მარეის 12-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს "დიდ ოთხეულის" წევრებთან. ბოლო მოგება ბრიტანელს 2013 წლის უიმბლდონზე ჰქონდა, როცა ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა.

14 - WTA-ს კლასიფიკაციის საუკეთესო ათეულში 14 წელია არ გამოჩენილა ესპანელი ჩოგბურთელი. ბოლოს TOP10-ში 2001 წლის მაისში არანჩა სანჩეს-ვიკარიო ირიცხებოდა.

15 - სიმონა ჰალეპმა სერენა უილიამსთან წაგებამდე ზედიზედ 15 მატჩი მოიგო.

18 - ნოვაკ ჯოკოვიჩმა მეთვრამეტედ დაამარცხა მარეი. მათი ურთიერთშეხვედრათა ანგარიში გახდა - 18:8.

18 - სერენა უილიამსის მოგებათა სერია მაიამიში 18 შეხვედრას გაუტოლდა. ბოლო მარცხი 2012 წლით თარიღდება, როცა ამერიკელი კაროლინ ვოზნიაცკისთან დამარცხდა.

18 - სერენა უილიამსმა 2015 წელს 18 მატჩი ჩაატარა და ყველა მოიგო.

22 - ნოვაკ ჯოკოვიჩმა "მასტერსის" სერიის ტურნირებზე 22-ე ტიტული აიღო.

რაფაელ ნადალი 27

როჯერ ფედერერი 23

ნოვაკ ჯოკოვიჩი 22

ანდრე აგასი 17

პიტ სამპრასი 11

ენდი მარეი 9

66 - სერენა უილიამსს კარიერაში 66 ტიტული აქვს მოგებული. მას ერთი მოგება სჭირდება ბილი ჯინ კინგთან გასათანაბრებლად.

მარტინა ნავრატილოვა 167

კრის ევერტი 154

შტეფი გრაფი 107

მარგარეტ კორტი 92

ივონ გულაგონგი 68

ბილი ჯინ კინგი 67

სერენა უილიამსი 66

69 - ჯონ ისნერმა მაიამიში ყველაზე მეტი ეისი ჩააწოდა.

141 - ნოვაკ ჯოკოვიჩი ჯამში 141 კვირის განმავლობაში ლიდერობს ATP-ის კლასიფიკაციას. ამ მაჩვენებლით ის გაუთანაბრდა რაფაელ ნადალს.

500 - კევინ ანდერსონის დამარცხებით ენდი მარეიმ კარიერაში მე-500 გამარჯვება იზეიმა.

700 - სერენა უილიამსმა მაიამიში კარიერაში მე-700 მატჩი მოიგო. ამ მაჩვენებლით ამერიკელი მერვე ადგილზეა ისტორიაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ამას არასდროს დავივიწყებთ" - სერენა როჯერს დაემშვიდობა
23 სლემი, 4 ოლიმპიადა - ისტორიაში საუკეთესო ქალმა ჩოგბურთელმა კარიერა დაასრულა
"ჯერ კარიერა არ დამისრულებია, ბევრს ვვარჯიშობ" - სერენა უილიამსი დაბრუნებას აანონსებს
"აქ ვარ იმისთვის, რათა გითხრათ, რომ მივდივარ" - ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა კარიერა დაასრულა
როცა გენიოსი სპორტის ლეგენდებსაც აოცებს - გაოგნებული სერენა, ლებრონი და ბექჰემი... როგორი იყო მესის დებიუტი "ინტერ მაიამიში" [VIDEO]
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა