ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ექსპერიმენტი - ტატამი წითლდება

ექსპერიმენტი - ტატამი წითლდება

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ახალი ნოვაციით გამოდის - ტატამის ლურჯ-ყვითელი ფერების წითლით შეცვლას აპირებს

ბაქოში 15-16 ივლისს გასამართ ძიუდოისტთა მასტერსის ტურნირზე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ახალი ნოვაციით გამოდის - ტატამის ფერების შეცვლას აპირებს.

კერძოდ, ახლანდელი ლურჯ-ყვითელი ლეიბი წითელით შეიცვლება, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ ექსპერიმენტი იქნება და მასობრივად შეცვლა არ იგეგმება. თუმცა საერთაშორისო ფედერაცია სიახლის საყოველთაოდ დაგეგმვას არც აპირებს - ტატამის ფერთა შეცვლა მხოლოდ მასტერსზე, ოლიმპიადაზე, "დიდი მუზარადისა" და "დიდი პრიზის" შეჯიბრებებზეა განზრახული, ოღონდ ესეც მას შემდეგ, თუ წითელი ლეიბი შემოწმებას წარმატებით გაივლის და სიახლეს ძიუდოს სამყაროც მოიწონებს.

ექსპერიმენტს პირადად დააკვირდება საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, რუმინელი მარიუს ვიზერი, რომელიც საგანგებოდ ჩადის ბაქოში. ის წინასწარ აცხადებს, რომ ექსპერიმენტის არ ეშინია და დარწმუნებულია მასტერსის წარმატებაში. აღსანიშნავია, რომ მისი მოთხოვნით ერთხელ უკვე შეცვალეს ტატამი, რის შემდეგაც მან ახლანდელი სახე მიიღო. მაშინ ვიზერი ევროპული ფედერაცია მართავდა, მერე კი საერთაშორისოში გადაინაცვლა და რეფორმებისადმი მიდრეკილებაც თან წაიყოლა.

თუმცა ეს გადანაცვლება არ ყოფილა იოლი საქმე, რადგან საერთაშორისო ფედერაციის სათავიდან გაიძვერა კორეელი პარკის გაძევება მეტისმეტად ძნელი აღმოჩნდა. პარკი უფრო თავის მერკანტილურ მიზნებზე ფიქრობდა და ძიუდოს განვითარება ნაკლებად ადარდებდა. მას ძიუდოს მმართველის პოსტი მხოლოდ მას შემდეგ დაათმობინეს, რაც მექრთამეობაში ამხილეს, თუმცა არა მხოლოდ სპორტში ან სოკ-ში, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელიც იყო, არამედ სამშობლოში - ბიზნეს-მაქინაციებში მონაწილეობა, გადასახადების დამალვა და სახელმწიფოს საზიანო გარიგებებში მონაწილეობა ამოუქექეს, ერთბაშად ყველა ფრონტზე დარტყმას კი ვერ გაუძლო და პოსტი ვიზერს შეატოვა.

რუმინელი ჯერ კიდევ ევროპული ფედერაციის სათავეში ყოფნისას გამოირჩეოდა ნოვაციებით, სიახლეებისა და რეფორმებისადმი მიდრეკილებით. ის ამ თვისებებს არც საერთაშორისო ფედერაციაში ღალატობს, მაგრამ მისი ხელი აშკარად მოაკლდა ევროპულ ფედერაციას, რომელიც ახლა საერთაშორისოს დანამატად იქცა და მის ჩრდილში მოექცა, ადრე კი წამყვანი იყო. ვიზერმა შემოიღო იგივე მასტერსი და უცხოური შეჯიბრებების ახლებური დახარისხება, რაც ძიუდოს კომერციალიზაციით გახდა შესაძლებელი - მასტერსი, "დიდი პრიზისა" თუ "დიდი მუზარადის" ტურნირები, რომლებიც დიდი საპრიზო ფონდებით გამოირჩევა, ეს კი მათ სიძლიერეს განაპირობებს. მსოფლიოს თასებს რომ თავი დავანებოთ, ეს შეჯიბრებები მონაწილეთა შემადგენლობით ევროპის ჩემპიონატსაც კი აღემატება, სადაც არაევროპელები ვერ ჭიდაობენ. იქნებ ასეთი ცვლილებები იმ ტრადიციული მოსაზრების მიმდევრებს აღიზიანებს, რომლის მიხედვითაც სპორტი კომერციისგან თავისუფალი უნდა იყოს, მაგრამ თანამედროვე ცხოვრების სტილი ისეთია, კომერციას ცხოვრების ვერც ერთი სფერო ვერ გაემიჯნება. მათ შორის - ვერც სპორტი და კომერციული ტურნირები აქაც მომრავლდა. სხვა თუ არაფერი, ამით ძიუდოისტთა მატერიალური მდგომარეობა უმჯობესდება.

თუმცა ვიზერი მხოლოდ გლობალური რეფორმებით არ იფარგლება და კონკრეტულ ცვლილებებსაც ახორციელებს - უკვე შეცვალა წესები, რამაც ჭიდაობა უფრო დინამიკური გახადა და ძველი, რაინდულ-ესთეტიკური სტილი დაუბრუნა; დახვეწა და გააუმჯობესა ოლიმპიური ლიცენზიების განაწილების სისტემა. ვიზერის სამწყსო ასევე გეგმავს კიმონოების შეცვლას და უკვე მოდელებიც წარადგინეს, მაგრამ ეს სიახლე ჯერ ცხოვრებაში არ დანერგილა, ახლა კი ტატამის ჯერი დადგა.

ამასთან, ვიზერმა ჯერ კიდევ ევროპულ ფედერაციაში მუშაობისას ერთი რევოლუციური სიახლე დანერგა - შემოიღო პირდაპირი ტრანსლაცია შეჯიბრებებიდან და ქომაგს საშუალება მოგვცა, პირდაპირ ეთერში ვუყუროთ ტურნირების მიმდინარეობას. მართალია, ეს სიახლე ჯერ კიდევ დასახვეწია და გარკვეული ხარვეზები ახლავს, მაგრამ იდეა ნამდვილად პროგრესული იყო და რამდენიმე წელიწადში ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამაც გადაიღო, თუმცა ვიზერი ამაზე გაჩერებას არ გეგმავს - უახლოეს ხანებში მაყურებელს საშუალება მიეცემა, თვალი მიადევნოს არა მხოლოდ უშუალოდ ტატამზე მიმდინარე მოვლენებს, არამედ მოსათელ დარბაზსაც დააკვირდეს, როგორ ემზადება კონკრეტული სპორტსმენი ორთაბრძოლისთვის.

საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არანაკლებ საინტერესო პროცესია, ვიდრე - უშუალოდ ჭიდაობა, რადგან კონკრეტული შეხვედრის ბედი სწორედ იქ, კულისებში წყდება, ჯერ კიდევ ტატამზე გასვლამდე. ვგულისხმობთ სპორტსმენთა განწყობას, მობილიზებას, ძალების მოკრებას, საბრძოლო შემართებისთვის მზადყოფნას და არა მაქინაციებსა თუ ბინძურ გარიგებებს.

საერთაშორისო ფედერაცია ჯერ მხოლოდ გაკვრით, და არა კონკრეტულად საუბრობს კიდევ ერთ მოსალოდნელ სიახლეზე. ლაპარაკია ოლიმპიური ლიცენზიების განაწილების წესის შეცვლაზე, თუმცა, ამ მხრივ ლონდონის თამაშებამდე არაფერი მოხდება, ეს უფრო რიო დე ჟანეიროსთვის იგეგმება.

ბოლოს, თავად ბაქოურ მასტერსზეც ვთქვათ. ამ რანგის ტურნირი წლეულს მეორედ ტარდება - შარშან დააარსეს და სადებიუტოს კორეულმა სუვონმა უმასპინძლა. ბევრისთვის მოულოდნელად, წლეულს მისი ჩატარების უფლება არა რომელიმე ბობოლა ძიუდოს ქვეყანამ, არამედ აზერბაიჯანმა მიიღო, რაც იქაურთა მარიფათისა და სიმდიდრის დამსახურებაა. ახალდაარსებული შეჯიბრება თანდათან იკრებს პოპულარობას და ჩვენი მეზობლების გასახარად, ამჯერად მასში 41 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, რაც 10-ით მეტია შარშანდელზე. ცხადია, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, შეიკრიბება მთელი ელიტა როგორც ვაჟებში, ასევე - ქალებში, რადგან ეს ტურნირი პრემიებსაც სხვებზე მეტს იძლევა და ქულებსაც - სალიცენზიო რეიტინგში.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე

ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა