შუმახერის და ნიუის ვაჟები ფორმულა-4-ში
დაახლოებით ასამდე ჟურნალისტი აშუქებდა გუშინ გერმანული ფორმულა 4-ის ტესტებს, რომელშიც მონაწილეობას იღებდა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის, მიხაელ შუმახერის ვაჟი - მიკ შუმახერი.

შეგახსენებთ, რომ მარტის შუაში სადებიუტო ტესტი "ლაუზიცრინგზე" მიკმა ტრასიდან გადავარდნით დაასრულა: საათში 160 კილომეტრით მოძრაობისას, მან მანქანაზე კონტროლი დაკარგა და უსაფრთხოების ზონაში აღმოჩნდა. ამჯერად, წინასასეზონო ტესტები ოშერსლებენში იმართება და სწორედ აქ ჩატარდება 25 აპრილს სეზონის სასტარტო რბოლა.

16 წლის პილოტის მიმართ გადამეტებული ყურადღება მხოლოდ იმით არ არის გამოწვეული, ის ფორმულა 1-ის ლეგენდის შვილია. ასევე, ეს ინტერესი უკავშირდება იმ ფაქტს, რომ უკვე დიდი ხანია არაფერი ისმის უფროსი შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

მიკ შუმახერი საჯინიბო Van Amersfoort-ის ღირსებას იცავს და ამ გუნდში მისი პარტნიორია ჰარისონ ნიუი - "რედ ბულის" ლეგენდარული კონსტრუქტორის, ედრიან ნიუის ვაჟი.

ახალგაზრდა ბრიტანელმა გასულ უქმეებზე უკვე ჩაატარა ეტაპი ბრიტანეთის "ფორმულა 4"-ში და ერთ-ერთ რბოლაში მეორე ადგილი დაიკავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა