სამწუხაროდ, "მილუოკი ბაქსის" ქართველ ცენტრს ჩინებული გარჯა "კლივლენდთან" გამარჯვებით არ დაუფასდა
ზაზა ფაჩულიას მორიგი ორმაგი დუბლი. "მილუოკი ბაქსის" ქართველმა ცენტრმა მძლავრი მატჩი ჩაატარა თანაკონფერენციელ ერთ-ერთ ლიდერ "კლივლენდთან", თუმცა სამწუხარო ისაა, რომ ჩინებული გარჯა გამარჯვებით არ დაუფასდა.

მასპინძელმა მილუოკელებმა ლებრონ ჯეიმსის გუნდთან დაძაბულ ბრძოლაში - 99:104 წააგეს.

ზაზა ფაჩულია, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 31 წუთი დაჰყო. რომ არა მაიკლ კარტერ-უილიამსის შესანიშნავი თამაში, ქართველი ცენტრი მილუოკელთაგან საუკეთესო გახდებოდა. ზაზამ 13-დან 8 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 19 ქულასთან ერთად, ფაჩულიამ 10 მოხსნა, 5 ჩაჭრა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.

კარტერ-უილიამსმა პირად ანგარიშზე 30 ქულა და 8 პასი ჩაიწერა.

"კლივლენდში" ფაჩულიას უშუალო ოპონენტმა ტიმოფეი მოზგოვმა 5 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა, კევინ ლავმა თავი 16 ქულასა და 11 მოხსნას მოუყარა, საუკეთესო კი კაირ ირვინი გახდა 27 ქულა-9 პასით.

ლებრონ ჯეიმსმა შეხვედრა 21 ქულით, 9 მოხსნით და 8 პასით დაასრულა.

38 მოგებითა და 40 მარცხით მილუოკელები აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე არიან. 10 აპრილს ფაჩულიას გუნდი მედისონ სკვერ გარდენში "ნიუ იორკს" შეხვდება.

წყარო: www.gbf.ge

papa
მაგარი მიაბლოკა ერთ მმენტში კაპიტანმა ღრუსი მოზგოვი
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ის NBA-ში ყველაზე გადაფასებული მოთამაშეა" - დილონ ბრუქსმა ლებრონ ჯეიმსზე ისაუბრა
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა - "ლეიკერსმა" "დალას მავერიქსი" დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონი" ზედიზედ ორჯერ დაამარცხა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ