კლუბის პრესსამსახური: "მომდევნო ტურში, "კოლხეთთან" ვეღარ ვითამაშებთ. მეტი გზა აღარ არის - გუნდი მოიხსნება ჩემპიონატიდან"
ფოტოზე: კულუარებში ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ილია კოკაია საბოლოოდ წავა "ზესტაფონიდან", კლუბისთვის უკვე მოძებნილია სერიოზული სპონსორი

ნაღდი საგასავით გაიწელა "ზესტაფონის" გაჭირვების ამბავი. კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან გამუდმებით ისმოდა იმის თაობაზე, რომ თუ ქალაქის მუნიციპალური ორგანოები არ მოახდენდნენ სუბსიდიას, "ზესტაფონი" სათამაშოდ ვერ გავიდოდა.

ბოლოს და ბოლოს, მოსახდენი მოხდა. "ზესტაფონის" დუბლშემადგენლობა ფოთის "კოლხეთთან" საპაექროდ ვერ გაემგზავრა. ამის თაობაზე მარგველთა ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მიმდინარე წლის 8 აპრილს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში XXVI ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის 23-ე ტურის შეხვედრები იმართება. ფოთში, ადგილობრივი "კოლხეთის" მეორე გუნდს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" რეზერვისტებისთვის უნდა ემასპინძლა, თუმცა იმერულ კლუბში შექმნილი მდგომარეობის გამო მატჩი ჩაიშალა.

როგორც მოგეხსენებათ, "ზესტაფონში", მიუხედავად იმისა, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან იქნა მიღწეული შეთანხმება გუნდის დაფინანსების პროცესში თანადგომის თაობაზე, თავად ეს პროცესი დღემდე არ დაწყებულა ბიუროკრატიული (თუ კიდევ სხვა მრავალი...) ხასიათის მიზეზთა გამო.

თუკი აქამდე უმძიმეს ფინანსურ კრიზისში მყოფი კლუბის ხელმძღვანელობა ასე თუ ისე ახერხებდა (მათ შორის, გუნდის ბედით შეწუხებული ქველმოქმედი ადამიანების დახმარებით) ელემენტარული საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას, დღეს ეს, სამწუხაროდ, შეუძლებელი გახდა და ფოთელებთან მატჩზე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მეორე გუნდი, მარტივად რომ ვთქვათ, უფულობის გამო ვერ გაემგზავრა.

ანალოგიური ვითარებაა შექმნილი მარგველთა პირველი გუნდის გარშემო - როგორც მოგეხსენებათ, უკვე რამდენიმე დღეა გუნდი აღარ ვარჯიშობს და ამ ეტაპზე ლანჩხუთში 11 აპრილს ფოთელებთან გასამართავ მატჩზე იმერელთა გამგზავრება აბსოლუტურად წარმოუდგენლად გვესახება.

მოვლენათა ასეთი მიმართულებით განვითარების შემთხვევაში კი, ეროვნული პირველობის გათამაშებიდან ჩვენი გუნდის მოხსნა გარდაუვალი გახლავთ".

მართლაც პარადოქსია, რომ XXI საუკუნის დასაწყისში ასეთ მდგომარეობაშია საქართველოს ორგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი, სუპერთასის ორგზის მფლობელი გუნდი.

საერთოდ, არ გვგონია, მნიშვნელობა ჰქონდეს კლუბის მიერ სხვადასხვა დროს მოპოვებულ ტიტულებს. "ზესტაფონი" საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თამაშობს და ცხადია, ქართული ფეხბურთის დღევანდელ იმიჯს პირდაპირ ურტყამს მისი ამჟამინდელი მდგომარეობა...

კომენტარისთვის კიდევ ერთხელ შევაწუხეთ "ზესტაფონის" პრესსამსახურის ხელმძღვანელი სერგო ფუტკარაძე, ვინც დამაიმედებელი ვერაფერი გვითხრა:

"აღარ დაილია ინსტანცია... არ ვიცით, ბოლოს ვინ განიხილავს ჩვენს საკითხს, რუსეთის დუმა თუ უკრაინის რადა. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. სერიოზულად კი, "ზესტაფონი" არსებობის ბოლო საათებს ითვლის.

ძალიან დიდი ალბათობით, კლუბი თავს ბანკროტად გამოაცხადებს და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატიდან მოიხსნება.

"ზესტაფონს" ფეხბურთელებისა და პერსონალის ვალი აქვს, ამ ხალხის უკან ოჯახები დგას... ამჟამად გუნდი არ ვარჯიშობს. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ კლუბი პარალიზებულია. ამჟამინდელი სიტუაციით, ჩვენი გამგზავრება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩზე, რომელიც ლანჩხუთში უნდა ჩავატაროთ ფოთის "კოლხეთის" წინააღმდეგ, გამორიცხულია.

ერთადერთი გამოსავალი სიტუაციის კარდინალურად შეცვლაა. მეტი გზა აღარ არის - გუნდი მოიხსნება ჩემპიონატიდან", - გვითხრა ფუტკარაძემ.

კულუარებში კი საუბრობენ იმაზე, რომ იმ შემთხვევაში, თუ ილია კოკაია საბოლოოდ წავა "ზესტაფონიდან", კლუბისთვის უკვე მოძებნილია სერიოზული სპონსორი. ეგაა, ღიად ჯერჯერობით ყველა ერიდება ამაზე საუბარს და იმ პიროვნების დასახელებას. არც ჩვენ გვსურს, ამ ეტაპზე ვარაუდის დონეზე ვწეროთ.

ერთის იმედს კი ვიტოვებთ - პროცესები მხოლოდ ზესტაფონური და ქართული ფეხბურთის ინტერესების შესაბამისად წარიმართება და გასაქანი არ მიეცემა მერკანტილური მიზნებით შენიღბულ პროცესებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

deme
ზველი ნაცი ეს კახა სჰავგულიდზე მოაცილეტ მაიდან
oto
ვინც ამბობს კოკაია ცადიო, ტქვე დამპლებო მიდიტ მიხედეტ გუნდს მასჰინ.
luxuta
ესნ ვიღაც როდის მოვა ხომ არ იცის ვინმემ ? წავიდეს წავიდესო რომ იძახიან ინფრასტრუქტურა რომ იმისია რა ვუყოთ დავაწეროთ ?
levani
დაანებონ თავი ამ მასხარაობას კოკაიმ და ფუტკარაძემ. შანტაჯის და დაბეზღების გარდა არაფერი იციან ამ უმადურებმა. წავიდნენ და გამოუჩნდება გუნდს პატრონი. დასცინიან ქალაქს
Dato
დაუსრულებელ საშინელებას საშინელი დასასრული სჯობს.
abahe
ინციდენტი ყველა დაინტერესებული მხარის თანდასწრებით განვიხილეთ. ბათუმის "დინამოს" დირექტორმა ოთარ ფედიჩკინმაც აღიარა, რომ თამაშის დასრულების შემდეგ გულშემატკივრები მოედანზე შეცვივდნენ და არბიტრ გიორგი ყრუაშვილს შეურაცხყოფა მიაყენეს - ერთმა მათგანმა შეაფურთხა, მეორემ კი ფეხი დაარტყა.
farsunka
ამით ქვეყანა არ დაიქცევა
2222
მადლობა ვუთხრათ გუნდის ხელმძღვანელობას ბევრი კარგი საქმისთვის და სიხარული მონიჭებისათვის. ამასთან, აშკარაა რომ ვეღარ ართმევენ თავს თავის ფუნქციას და ჯობია სხვას დაუთმონ ასპარეზი
გუადუა
გაანებონ მთელი ქვეყნის შანტაჟს ზესტაფონის მესვეურებმაც და ზესტაფონის მუნიციპალიტეტმაც. ეს უკვე მაკაკა ოხუნჯობას უფრო აგავს ვიდრე ოდნავ მოსერიოზულე ხალხის ნათქვამ-ნამოქმედარს. ეს ფუტკარაძე კი საერთოდ კაი ჩიტი ჰყავთ რა :) არ დაკარგონ არსად.
კახა
ქვეყნუს სიყვარული უანგარო უნდა იყოს მესმის ბევრი გააკეთა და შეიძლება ვერ დაუფასეს ან არ დაუფასეს მაგრამ ყველაფერზე ზემოთ უნდა დადგე და ბოლომდე კბილებით დაიცვა კლუბი კოკაიაზე ვამბობ რჩება შთაბეჭდილება ჯიბრის გამო კლუბი იწირება ყველა ქართველი მადლობელია რასაც აკეთებდით მაგრამ არ შეიძლება ეხლა კლუბის მიტოვება
dato
ან წავიდეს ან დარჩეს ეს კოკაია წაიღო ტვინი რა ულტიმატუმის ენით ლაპაროკობენ თუარგინდათ წადით ვინ გეხვერჭებათ მოვა ვიღაც მიხედავს გუნდს წადი წადი
1111
თუ დრო არის პრობლემა და დანარჩენი მოგვარებადია, იქნებ ფედერაციიდან აეღოთ დროებით სესხად დახმარბა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[დღის თემა] სკ "ზესტაფონის" მიმართვა სფფ-ს: აღადგინეთ სამართალი!
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
ჩიხი: ინვესტორი მზადაა, "ზესტაფონში" 8-ციფრიანი თანხით მოვიდეს, მაგრამ...
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
ლევან კობიაშვილის პასუხი ილია კოკაიას: თუ ასე ფიქრობს, მაშინ...
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
ილია კოკაია: ტოტალიზატორის ხალხი უკვე მუქარებზეა გადასული
ილია კოკაია მწვერვალ დედაენაზე დაიღუპა
კონსესუსი ზესტაფონურად - "მარგვეთი 2006" "ზესტაფონის" ბაზაზე ითამაშებს
"პასუხისმგებლობა არა მხოლოდ კობიაშვილმა, აღმასკომმაც უნდა იტვირთოს!"
"ზესტაფონი" VS სფფ - მზად ვართ, პრო ლიგა 2-ში ვითამაშოთ!
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
"ზესტაფონი": ჩვენი კლუბი დღესაც ელის ფეხბურთის ფედერაციის ვერდიქტს
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
ლევან კობიაშვილი: ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, "ზესტაფონის" გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე
სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე "ზესტაფონის" საკითხზე იმსჯელეს
"ზესტაფონის" გამოხმაურება ლევან კობიაშვილის განცხადებაზე