შანხაიში საინტერესო რბოლა გველის
უახლოეს უქმეებზე გაგრძელდება ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატი.

სრულიად მოულოდნელად გასული ეტაპი არა "მერსედესმა", არამედ "ფერარის" მანქანით სებასტიან ფეტელმა მოიგო და გაოგნებული დატოვა გერმანული საჯინიბოს პილოტები. მელბურნში "მერსედესის" დომინირების შემდეგ ასეთი შედეგი მართლაც შოკისმომგვრელი იყო. "მერსედესში" მიხვდნენ, რომ მოდუნება არ შეიძლება და საჭიროა ტექნიკური განახლებების ოპერატიულად გამოყენება. ახლა ბოლიდებზე შეცვლიან ანტიფრთებს, რაც ჯერ კიდევ მალაიზიაში უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ ჩათვალეს, რომ არ იყო ამის აუცილებლობა.

თან "მერსედესმა" რაღაც უნდა მოუხერხოს საბურავების პრობლემას, რადგან გასულ გრანპრიზე რეზინი გერმანელთა მანქანებზე ძალიან მალე ცვდებოდა. თუმცა ჩინეთში ამგვარი პრობლემები არ უნდა შეიქმნას. მართალია, შანხაის ტრასა მომთხოვნია საბურავების მიმართ, მაგრამ არა იმ ამინდში, რომელსაც სინოპტიკოსები გვპირდებიან მომავალ უქმეებზე. საკმაოდ დაბალი ტემპერატურა იქნება და ამიტომაც საბურავებზე დიდი დატვირთვა არ მოვა. ასეთ პირობებში კი გამარჯვებისთვის ბრძოლა ისეთი იქნება, როგორიც მელბურნში იყო და არა სეპანგზე.

როგორც ჩანს, არც ისე წარმატებული შასი შექმნეს "უილიამსში", რადგან კარგი ძრავის მიუხედავად, ბრიტანელებმა ჯერჯერობით მეორე გუნდის სტატუსი "სკუდერიას" გადაულოცეს. ამასობაში, უკვე ამ უქმეებზე "რენო" ემუქრება ყველას, რომ გაზრდის თავისი ძრავის სიმძლავრეს და შეეცდება, ბრძოლა მოახვიოს თავს სერ ფრენკ უილიამსის გუნდს.

თავად "უილიამსმა" სასწრაფოდ უნდა მოუმატოს და გამორიცხული არ არის, პროგრესი უკვე ჩინეთში ვიხილოთ. ვალტერი ბოტასმა მოირჩინა ზურგი, ფელიპე მასამაც სირთულეების გარეშე დაიწყო სეზონი. თუ ბრიტანელები ტემპს დაიჭერენ, შეიძლება უკან ჩააჩოჩონ "ფერარი" და სეზონში პირველი პოდიუმი აიღონ.

უფრო ქვემოთ ძალიან საინტერესოა - როგორ იბრძოლებენ ერთმანეთში "რედ ბული" და "ტორო როსო". ჯერჯერობით, ეს უკანასკნელი დიდ ბრძოლას უმართავს "უფროს ძმას". როგორი აღშფოთებულიც უნდა იყოს კრისტიან ჰორნერი "რენოს" ძრავების სიმძლავრით, მისი "რედ ბული", ნებისმიერ შემთხვევაში, ვალდებულია დაამარცხოს "ტორო როსო", მაგრამ ჯერ ეს არ გამოსდის.

არ შეიძლება არ ვახსენოთ "მაკლარენი". ჯენსონ ბატონმა და ფერნანდო ალონსომ ერთხმად გამოაცხადეს, რომ სიცივე - ძალიან ცუდია, რადგან მათი ბოლიდი უფრო ნელი იქნება, ვიდრე ეს მალაიზიაში იყო. სავარაუდოდ, ფერნანდო საკუთარ თავზე იგრძნობს იმ ჩამორჩენას, რაც "მაკლარენს" პირველ ეტაპზე ჰქონდა, რომელიც ესპანელმა ტრავმის გამო გამოტოვა - მინუს 4.5 წამი ლიდერთან ერთ წრეზე. ამას უკვე ქვედა ლიგაც აღარ ჰქვია.

ციფრები იმის შესახებ გვამცნობს, რომ მალაიზიაში ალონსოს "მაკლარენი" ერთი წამით უფრო ნელი იყო, ვიდრე 2001 წელს ალონსოს "მინარდი"!

შანხაის ტრასა

სიგრძე: 5 451 მ

წრეების რიცხვი: 56

რბოლის დისტანცია: 305,356 კმ

მოსახვევები: 16 (8 მარჯვენა, 7 მარცხენა)

DRS-ის ზონა: ორი

უგრძესი სწორი მონაკვეთი: 1397 მ

ტრასის რეკორდი: 1:32.066 (მ. შუმახერი, "ფერარი", 2004)

ყველაზე მეტი მოგება: 3 - შუმახერი, ალონსო, ფეტელი

შარშანდელი გამარჯვებული: ლუის ჰემილტონი ("მერსედესი")

უქმეების განრიგი

10 აპრილი, 06:00 - I პრაქტიკა

10 აპრილი, 09:00 - II პრაქტიკა

11 აპრილი, 08:00 - III პრაქტიკა

11 აპრილი, 11:00 - კვალიფიკაცია

12 აპრილი, 10:00 - რბოლა

საერთო ჩათვლა

1. ჰემილტონი (მერსედესი) - 43

2. ფეტელი (ფერარი) - 40

3. როსბერგი (მერსედესი) - 33

4. მასა (უილიამსი) - 20

5. რაიკონენი (ფერარი) - 12

6. ნასრი (ზაუბერი) - 10

6. მასა (უილიამსი) - 10

8. რიკარდო (რედ ბული) - 9

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა