მარკ მარკესის პირველი გამარჯვება
სეზონის პირველ რბოლაში განცდილი მარცხის შემდეგ მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, "ჰონდას" წევრმა მარკ მარკესმა აშშ-ში, ოსტინის ტრასაზე მოახდინა რეაბილიტაცია და დაიწყო ბრძოლა ზედიზედ მესამე ტიტულისთვის.

22 წლის ესპანელმა სეზონის პირველ რბოლაში მხოლოდ მეხუთე ადგილი დაიკავა, თუმცა ტექსასში ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. მარკმა მოიგო პოული და სტარტი პირველი პოზიციიდან აიღო, თუმცა პირველივე მოსახვევში მას "დუკატის" მოტოციკლით მოასპარეზე ანდრეა დოვიციოზომ გაუსწრო. იტალიელის ლიდერობა მხოლოდ ოთხი წრე გაგრძელდა, რის შემდეგაც მარკესმა ლიდერობა დაიბრუნა და ის ფინიშამდე აღარ გაუშვია ხელიდან.

მარკესის უპირატესობამ ფინიშზე ორი წამი შეადგინა. დოვიციოზო, რომელსაც 2009 წლის შემდეგ არ მოუგია რბოლა მოტოგრანპრიში, მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო წინა ეტაპის გამარჯვებულმა ვალენტინო როსიმ პოდიუმის მესამე საფეხური დაიკავა. ამით ლეგენდარულმა იტალიელმა შეინარჩუნა ლიდერობა გენერალურ კლასიფიკაციაში.

აშშ-ის გრანპრი

1. მარკ მარკესი (ესპ, Honda) - 43.47,150; 2. ანდრეა დოვიციოზო (იტა, Ducati) - +2,354; 3. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - +3,120; 4. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - +6.682; 5. ანდრეა იანონე (იტა, Ducati) - +7,584; 6. ბრედლი სმიტი (ბრიტ, Yamaha Tech 3) - +10.557; 7. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, Honda) - +16,967; 8. ალეშ ესპარგარო (ესპ, Suzuki) - +19,025...

საერთო ჩათვლა

1. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - 41 ქულა; 2. ანდრეა დოვიციოზო (იტა, Ducati) - 40; 3. მარკ მარკესი (ესპ, Honda) - 36; 4. ანდრეა იანონე (იტა, Ducati) - 27; 5. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - 26; 6. ბრედლი სმიტი (ბრიტ, Yamaha Tech 3) - 18; 7. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, Honda) - 18; 8. ალეშ ესპარგარო (ესპ, Suzuki) - 13...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე