საქართველოს ნაკრების ყოფილი შემტევი ახლა მწვრთნელთა კურსებზე სწავლობს და საკუთარი მომავალი უფეხბურთოდ ვერ წარმოუდგენია
მიხეილ აშვეთია 37 წლისაა. ის 2009 წელს ნაადრევად შეეშვა ფეხბურთს. ახლა მწვრთნელთა კურსებზე სწავლობს და საკუთარი მომავალი უფეხბურთოდ ვერ წარმოუდგენია.

"ლელო" დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ გამორჩეულ შემტევს დაუკავშირდა, ვინც ეროვნულ გუნდში 24 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი შეაგდო.

აშვეთიას არაერთ სერიოზულ გუნდში უთამაშია. 2003-04 წლების სეზონში მან ჩემპიონთა ლიგაზე თვით მილანის "ინტერსაც" გაუტანა გოლი. მაშინ აშვეთია მთავარი კაცი იყო "ლოკომოტივის" თავდასხმაში...

- მოდით, თქვენი კარიერის შეფასებით დავიწყოთ. როგორ ფიქრობთ, ბოლომდე ამოწურეთ საკუთარი შესაძლებლობები?

- არა, არ არის ასე. ჩემზე უკეთ არავინ იცის, რომ მეტი შემეძლო. რას ვიზამთ, არ არსებობს საშუალება, რომელიც დროს უკან დააბრუნებს...

- არის აზრი, რომ კარიერის დასაწყისში ძალიან ბევრ დროს ატარებდით თვითმფრინავში, გუნდიდან გუნდში მოგზაურობდით. ამანაც ხომ არ იმოქმედა?

- მაშინ მენეჯერობის კულტურა არ იყო საქართველოში. დროც რთული იყო და წინააღმდეგობებით სავსე. ფაქტობრივად, ისე გამოვიდა, რომ დაახლოებით წელიწადნახევარი ტყუილად დავკარგე. ფეხბურთში ეს დიდი დროა და მისი ანაზღაურება არ არის იოლი.

- 24 მატჩი, 5 გოლი - როგორ ფიქრობთ, ეს თქვენი მაქსიმუმი იყო საქართველოს ნაკრებში?

- მგონი, ნორმალური შედეგია. ჩემი სანაკრებო გარჯის შეფასებისას უნდა გავითვალისწინოთ ის რეალობა, რომელიც მაშინ იყო. ნეტავ, ახლა გვყავდეს ამდენი მაღალი კლასის შემტევი, მაშინ რომ გვყავდა. უდიდესი კონკურენცია იყო საქართველოს ნაკრებში... როცა ფორმაში ვიყავი, ვთამაშობდი. ის წუთები დღესაც მახსოვს.

- გულწრფელად გვითხარით, ზედმეტად ბევრი გუნდი ხომ არ გამოიცვალეთ კარიერაში?

- იყო ეს მომენტიც, თუმცა ამაში მხოლოდ ჩემი სურვილი არ იყო. ხშირად იჯარით მიწევდა წასვლა სხვადასხვა კლუბში. მარტო "ალანიაში" სამჯერ ვიყავი... სიმართლე გითხრათ, მეც მქონდა ჩემს კარიერაში მეტი სტაბილურობის სურვილი.

- ბევრი ელოდა, რომ თქვენი კარიერის პიკი "კოპენჰაგენში" დადგებოდა. რატომ ვერ "გაიხსენით" დანიურ გრანდში?

- დანიაში მართლაც ყველა პირობა იყო იმისთვის, რომ მაღალ დონეზე მეთამაშა ფეხბურთი.

აქ სხვა რამ მოხდა - როცა მე გუნდში მივედი, კლუბის ხელმძღვანელობა სამხრეთაფრიკელი ფორვარდის, სიბუსისო ზუმას გაყიდვას აპირებდა. მერე ისე მოხდა, რომ ზუმა დარჩა გუნდში და მე სათამაშო პრაქტიკა მომაკლდა. უთამაშებლად ვერ დავრჩებოდი, ჩემი გეგმები მქონდა და წავედი "ალანიაში"...

- მოსკოვის "ლოკომოტივში" თქვენი კარიერის საუკეთესო პერიოდი გაატარეთ...

- ასე იყო. თუნდაც ჩემპიონთა ლიგა ავიღოთ. თავს შესანიშნავად ვგრძნობდი. იყო იური სიომინის ფაქტორიც - ის შესანიშნავი მწვრთნელი, შემტევი, შემოქმედებითი ფეხბურთის მიმდევარია.

- საფეხბურთო კარიერა 6 წლის წინათ დაასრულეთ. როგორ გგონიათ, ნაადრევად ხომ არ წახვედით ფეხბურთიდან?

- კი, ადრე იყო. რამდენიმე წელიწადს კიდევ შემეძლო მეთამაშა, თუნდაც საქართველოს ჩემპიონატის დონეზე. რუსეთში ყოფნისას წელის ტრავმა მივიღე. ერთ მატჩს ჩავატარებდი და სამი დღე უნდა დამესვენა. თანაც, ნახევარ ცხოვრებას თვითმფრინავში ვატარებდი და... წასვლა გადავწყვიტე...

- ახლახან თქვენი თაობის ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე იაშვილი დაუბრუნდა ფეხბურთს...

- ამან ძალიან გამახარა. ის ყოველთვის უდიდესი პროფესიონალი იყო თავისი საქმისა. მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ და საქართველოს ჩემპიონატში გატანილ გოლსაც ვულოცავ. ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის დიდი სკოლაა იაშვილის გვერდით თამაში.

- თუ შეიძლება, შეაფასეთ საქართველოს ნაკრების ბოლო ორი მატჩი...

- პირველ რიგში, მინდა წარმატება ვუსურვო საქართველოს ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს, კახა ცხადაძეს. რაც შეეხება ბოლო ორ შეხვედრას, მალტასთან კმაყოფილი დავრჩი. გუნდი უტევდა და ამას აკეთებდა ახალი ტაქტიკური სქემით. გერმანიის ნაკრები კი ისე ძლიერია, რომ ამ ეტაპზე ჩვენს მდგომარეობას მათთან თამაშით ვერ შევაფასებთ.

- როგორ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა?

- ახლა არ შევუდგები ტაქტიკის ანალიზს და მხოლოდ ზოგადად ვიტყვი - საქართველოს ნაკრებმა უნდა შეუტიოს! შეტევა ჩვენი სტიქიაა. დაარტყი და გაიქეცი - ეს ჩვენი ფეხბურთი არ არის.

- დღეს ქართულ ფეხბურთში უმწვავესად დგას თავდამსხმელის პრობლემა, რასაც რამდენიმე წლის წინათ ვერც კი წარმოვიდგენდით. როგორ უნდა ვუწამლოთ ამას?

- ალბათ, ახალი თაობის მოსვლასთან ერთად ამასაც ეშველება. მით უმეტეს, პატარა ასაკში არიან კარგი ფორვარდები. ჩემი აზრია და არ არის აუცილებელი, ყველამ გაიზიაროს - თავდამსხმელის გარეშე ნებისმიერი გუნდი განწირულია წარუმატებლობისთვის. გოლი ფეხბურთის გვირგვინია და ამ გვირგვინს შეტევას მეტწილად ფორვარდი ადგამს.

- საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატზე რას იტყვით?

- დაძაბულობა არის. ვფიქრობ, გაამართლა 16-გუნდიანმა პირველობამ, უპირველესად, სწორედ დაძაბულობის კუთხით. დონე გათანაბრებულია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ საგრძნობლად მივდივართ წინ. არის კიდევ ერთი პრობლემა...

- კონკრეტულად?

- ადრე ყველა გუნდს ჰყავდა რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი. აქ საუბარი არ არის მხოლოდ ლიდერ გუნდებზე. იყვნენ გამორჩეული ინდივიდუალისტები. ახლა თითქმის ყველა ქართულ გუნდში დგას ლიდერის პრობლემა.

- თქვენი აზრით, რომელ გუნდს აქვს ჩემპიონობის მეტი შანსი?

- "დინამო", "დილა", "ბათუმი" - ტიტულისთვის ეს სამი გუნდი იბრძოლებს. "სამტრედიას" რომ არ წაეგო წინა ტურში, ამ სამეულს მეოთხესაც დავამატებდი. ჩემი პირადი აზრით კი, ტიტულის მოპოვების მთავარი პრეტენდენტები "დინამო" და "დილა" არიან.

- რას საქმიანობთ ამჟამად?

- მწვრთნელობას ვაპირებ. B ლიცენზია უკვე ავიღე, მალე A ლიცენზიაზე ვაპირებ გასვლას.

- ვინ იყო მწვრთნელი, ვისგანაც ყველაზე მეტი ისწავლეთ?

- ამ მხრივ, აშკარად გამიმართლა. ვალერი გაზაევი, იური სიომინი, ყურბან ბერდიევი - ამათგან ბევრის სწავლა შეიძლებოდა. იმავე "კოპენჰაგენში" ყველა ტაქტიკური ნიუანსი წინასწარ იყო გათვლილი...

- აქტიური ფეხბურთელობის ჟამს მომავალი სამწვრთნელო საქმიანობისთვის აუცილებელ ჩანაწერებს თუ აკეთებდით?

- კი, მაქვს ასეთი ჩანაწერები...

- ...და როგორ ფიქრობთ, საიდან უნდა დაიწყოს ახალგაზრდა მწვრთნელმა?

- მგონი, არ არის მიზანშეწონილი პირდაპირ უმაღლესი ლიგიდან დაწყება. ჯერ პირველი ლიგა უნდა გაიცნო, ზოგადი ტენდენციები დაინახო, საქმეს შეეჩვიო...

- A ლიცენზიის აღებამდე არ აპირებთ მუშაობის დაწყებას?

- მირჩევნია, ჯერ სამწვრთნელო განათლება მივიღო და მერე ვიმუშაო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gorgi
იმიტო რომ ათი თავით ჯობია სხვა ქართულ გუნდებს))))))))))
Saba
კომენტარის დაწერა მინდოდა მარა ზუსტად ის დაწერა კახამ რაც გულში მქონდა
qartveli
დილა ჯანდაბას და დინამო რატო უნდა გახდეს ჩემპიონი?
კახა
შეტევა ჩვენი სტიქიააო იძახი და ამავე დროს აღიარებ, რომ არ გვყავს ამ ეტაპზე წესიერი შემტევი...ისიც ფაქტია, რომ მართალია ნაკრების ბოლო ორ თამაშში ტაქტიკური სქემების მრავალფეროვნება კი იყო, მაგრამ შესრულების დონე კი უმდაბლესი იყო..როგორ შეიძლება მალტასთან თამაშით კმაყოფილი იყო? ფეხბურთელების დონეს ვგულისხმობ, საშემსრულებლო მხარეს..
hahaha
16 გუნდიანმა გაამართლაო. მაგარი დონეა.
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატზე ვუვუზელას გამოყენება აკრძალა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
U21. საქართველოს ნაკრები აშშ-სთან დამარცხდა
საქართველოს ქალთა ნაკრებმა ფარერებთან თითქმის მოგებული მატჩი წააგო
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
სიომინი: შემდეგ "ოქროს ბურთი" ხვიჩას - მაშინ ამას ვერც ვიფიქრებდი
მიხეილ აშვეთია "სამგურალში" იმუშავებს
"თამაშის სტილით ყიფიანს შევადარებდი" - მიხეილ აშვეთია ხვიჩა კვარაცხელიაზე
რუსი ნახევარმცველი პსჟ-ს უახლოვდება - კამპუში მოსალაპარაკებლად მოსკოვში გაფრინდება
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
სიომინი: ხვიჩა ვინისიუსზე უკეთესია, მარცხენა ფლანგზე მსოფლიოში საუკეთესოა
"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
Opta-ს პროგნოზს არ ეთანხმება - სიომინმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
ბატრაკოვის შემდეგ პსჟ კიდევ ერთი რუსი ფეხბურთელითაა დაინტერესებული
"სამგურალს" მიხეილ აშვეთია გაწვრთნის
სიომინი: ხვიჩა მსოფლიო დონისაა - ყველაფერი შეუძლია
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
ბატრაკოვს უკვე პსჟ-ს მაისური აქვს - რუსი კომენტატორი მის პერსპექტივას პესიმისტურად უყურებს
"ბატრაკოვის პსჟ-ში გადასვლა ისე ახლოსაა, როგორც არასდროს" - ღურწკაია წინასწარმეტყველებს
კვარაცხელიამაც ივარჯიშა. საქართველო - ბაჰრეინი | 4 ივნისის განრიგი
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
"თუ შემოთავაზება იქნება, განვიხილავ" - მიხეილ აშვეთია რუსული კლუბების შესაძლო ჩაბარებაზე
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
აშვეთიამ "სამგურალის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
მიხეილ აშვეთია: "სამგურალში" ყველა ლიდერია - თბილისის "დინამოსთან" მატჩს წყალტუბოში ჩავატარებთ
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
ალექსანდრე იაშვილი: ერთა ლიგაზე რთულ ჯგუფში ვართ, თუმცა ჩვენი მიზანი გამარჯვებაა
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
ბარკოლა არსად მიდის, ბატრაკოვი გამოირიცხა - პსჟ-ის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალი გეგმები აქვს