ყველაზე დიდი ინტრიგა: მეორე ადგილისთვის ბრძოლა, დედაქალაქური გუნდების კონკურენცია და დერბი ბოლოსწინა ტურში
სერია A-ს 2014/15 წლების გათამაშების დაწყებიდან 30 ტური მიილია, სატურნირო ცხრილში გარკვეული კონტურები გამოიკვეთა და სალაპარაკოც ბევრი დაგროვდა.

წინ კიდევ 8 ტურია, გადამწყვეტი მატჩები, იქამდე კი უკვე განვლილი შევაფასოთ და გაჩენილ კითხვებს გავცეთ პასუხი...

სამეულები გამოიკვეთა

სერია A-ს სატურნირო ცხრილში სამი სამეული უნდა გამოვყოთ: პირველი სამეული, ანუ ჩემპიონთა ლიგის ზონა; მეორე სამეული, ანუ ევროპალიგის ზონა და მესამე სამეული, ანუ გასავარდნი ზონა.

თუ სატურნირო ცხრილს ჩახედავთ, სამივე სამეული გამოკვეთილია და დიდი შანსია, ჩემპიონატის დასრულებამდე მასში ცვლილებები აღარ შევიდეს. მაგალითად, მესამე ადგილზე მყოფი "რომა" მეოთხეადგილოსანს მთელი შვიდი ქულით უსწრებს - თავის მხრივ, მეექვსე პოზიციაზე მყოფ "სამპდორიას" მეშვიდე ადგილზე მყოფი "ტორინო" ექვსი ქულით ჰყავს ჩამოტოვებული, "მილანს" და "ინტერს" კი, შესაბამისად, შვიდი და რვა ქულით უსწრებს.

ზოგადად, ევროპალიგაზე სერია A-დან მხოლოდ ორი გუნდი გადის და მესამე საგზური იტალიის თასის გამარჯვებულს ან ფინალისტს ეძლევა - მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ თასის ფინალში "იუვენტუსი" და "ლაციო" გავიდნენ, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდებიან - ევროპალიგას ის ერთი საგზურიც სერია A-დან დაემატება.

ჩავხედოთ გასავარდნ ზონასაც - მე-18 ადგილზე მყოფ "ჩეზენას" "ატალანტამდე" მთელი შვიდი ქულა აშორებს და ელიტაში დასარჩენად სწორედ ამ ფორის აღმოფხვრა ევალება, რაც რთულად წარმოსადგენია. მოკლედ, სამეულები გამოკვეთილია, მაგრამ იმას ნამდვილად ვერ გამოვრიცხავთ, რომ სადღაც რაღაც შეიცვალოს...

ყველაზე დიდი ინტრიგა

სკუდეტოს ბედი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "იუვენტუსი" ზედიზედ მეოთხედ გახდება ქვეყნის ჩემპიონი. სამაგიეროდ, დიდი ინტრიგაა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი გუნდი მოიპოვებს მეორე ადგილს, ეს პოზიცია კი ჩემპიონთა ლიგის საგზურს იძლევა პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე და არა საკვალიფიკაციო ციკლის გავლით.

მაგალითად, მიმდინარე სეზონში ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე "ნაპოლის" უნდა ეთამაშა, მაგრამ შესარჩევში ბილბაოს "ატლეტიკთან" დამარცხდა და მთელი წლის შრომა წყალში ჩაყარა - ამიტომ მეორე ადგილს დიდი პრივილეგია აქვს და ამისთვის ნამდვილად ღირს ბრძოლა.

მეორე ადგილზე ამ დროისთვის "ლაციოა" და "რომას" მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს - დღეს "ბიანკოჩელესტე" უკეთეს ფორმაშია და მიჯრით რვა მატჩი აქვს მოგებული, მაგრამ სამაგიეროდ, "რომას" უფრო იოლი კალენდარი აქვს. უახლოეს ტურში "ლაციო" "იუვენტუსს" ეთამაშება და იქვე შეიძლება, რომ გუნდებმა ადგილები გაცვალონ, ბრძოლა კი, ალბათ, ბოლო ტურამდე გაგრძელდება.

ძალიან მნიშვნელოვანი იქნება 24 მაისს დაგეგმილი რომაული დერბი - ეს მატჩი ბოლოსწინა ტურში შედგება და ადვილი წარმოსადგენია, თუ რა ატმოსფერო იქნება "სტადიო ოლიმპიკოზე". ესეც ყველაზე დიდი ინტრიგა: მეორე ადგილისთვის ბრძოლა, დედაქალაქური გუნდების კონკურენცია და დერბი ბოლოსწინა ტურში - რა უნდა იყოს ამაზე უფრო მძაფრი და საინტერესო?!

ინფანტინოს განმარტება

როგორც ცნობილია, სერია A-დან ჩემპიონთა ლიგაზე სამი საუკეთესო გუნდი გადის, მაგრამ არის შანსი, რომ მომდევნო სეზონში აპენინელებს ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე ოთხი გუნდი ჰყავდეთ - ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ევროპალიგის გათამაშებას ან "ნაპოლი" მოიგებს, ან "ფიორენტინა" და შესაბამისად, ამ გზით მოიპოვებს ჩემპიონთა ლიგის საგზურს.

გამომდინარე იქიდან, რომ დიდი ალბათობით, ვერც "ნაპოლი" და ვერც "ფიორე" სერია A-ს სამეულში ვერ შევლენ, მათი ევროპული წარმატება იტალიური გუნდების რაოდენობას ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ოთხამდე გაზრდის.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ, ვთქვათ, "ნაპოლი" ევროპალიგას მოიგებს და ამავდროულად, სერია A-ს მიმდინარე გათამაშებას ევროპალიგის ზონაში დაასრულებს? - ამ შემთხვევაში, "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგაზე გავა და ბევრმა ჩათვალა, რომ ევროპალიგის საგზურს სერია A-ს მეშვიდე ადგილზე გასული გუნდიც მიიღებს - მაგალითად, "მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა სწორედ ამის იმედი გამოთქვა და შემდეგი განაცხადა:

"თუ "ნაპოლი" ან "ფიორენტინა" ევროპალიგას მოიგებს და ჩემპიონთა ლიგაზე გავა, თავის მხრივ კი, სერია A-ში სეზონს ევროპალიგის ზონაში დაასრულებს, მაშინ მომდევნო სეზონში ევროასპარეზზე იტალიის მეშვიდე გუნდიც გავა და სწორედ ეს პოზიცია უნდა დავიკავოთ ჩვენ".

გალიანის იმედებს ცივი წყალი უეფას ტექნიკურმა დირექტორმა ჯანი ინფანტინომ გადაასხა, როდესაც შემდეგი კომენტარი გააკეთა: "ბევრი კითხვა დაგროვდა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი გუნდი გადის სერია A-დან ევროთასებზე და რა შემთხვევაში ეყოლება ევროარენაზე სერია A-ს შვიდი გუნდი? - პირდაპირ გეტყვით, რომ ამის ალბათობა ძალიან დაბალია, ადრიანო გალიანის მოსაზრება კი - მცდარი.

იტალიას ევროასპარეზზე ექვსი ადგილი ეკუთვნის და ეს კვოტა შეიცვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ევროპალიგას ან ჩემპიონთა ლიგას მოიგებს გუნდი, რომელიც სერია A-ს მეშვიდე ადგილზე ან კიდევ უფრო დაბალ საფეხურზე დაასრულებს.

წარმოუდგენელია, რომ "იუვენტუსმა" სეზონი მეშვიდე ადგილზე დაამთავროს და იმის შანსიც მიზერულია, რომ ასე დაბლა "ნაპოლი" ან "ფიორენტინა" დაეშვას - ასე რომ, იტალია ევროპაზე, დიდი ალბათობით, მეშვიდე გუნდს ვერ გაიყვანს".

როგორც ჯანი ინფანტინომ განმარტა, თითქმის გამორიცხულია, რომ იტალიამ ევროარენაზე ექვს გუნდზე მეტი გაიყვანოს და თუ "ნაპოლი" ან "ფიორენტინა" ევროპალიგას მოიგებენ, მაშინ მომდევნო სეზონში სერია A-ს ამ ტურნირზე მხოლოდ ორი გუნდი ეყოლება.

ოპტიმისტები

და მაინც, "ნაპოლის" მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი ჯერ კიდევ იმედოვნებს, რომ მისი გუნდი სამეულში შეაღწევს; ადრიანო გალიანისაც სჯერა, რომ "მილანს" ექვსეულში შესვლა შეუძლია; "კალიარი" და "ნაპოლიც" იმედოვნებენ, რომ ჯერ ყველაფერი დაკარგული არაა - ქვემოთ, რამდენიმე საინტერესო კომენტარს გავეცნოთ...

რაფაელ ბენიტესი ("ნაპოლის" მწვრთნელი): "მართალია, მესამე ადგილზე მყოფ "რომას" მთელი შვიდი ქულით ჩამოვრჩებით, მაგრამ წინ კიდევ რვა ტურია და ამ ფორის აღმოფხვრა ნამდვილად შეიძლება. მთავარია, დარჩენილ შეხვედრებში ქულები აღარ დავკარგოთ და ამისთვის მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო. ვაპირებდი თუ არა "ნაპოლის" დატოვებას? - მქონდა ასეთი განზრახვა, მაგრამ პრეზიდენტმა დამარწმუნა, რომ ეს არასწორი ნაბიჯი იქნებოდა. ჩვენი მისია ევროპალიგის მოგება და ჩემპიონატის სამეულში დასრულებაა, საამისოდ კი ყველაფერს გავაკეთებთ".

ადრიანო გალიანი ("მილანის" ვიცე-პრეზიდენტი): "თუ ევროპალიგის საგზურის მოპოვება გვსურს, ჩემპიონატი მეექვსე ადგილზე უნდა დავასრულოთ, რისი ალბათობაც დაბალია, მაგრამ ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს. ვფიქრობ, სეზონს მაჟორულ ნოტზე დავასრულებთ, დასკვნით მატჩებს მაღალ დიონეზე ჩავატარებთ და შესაძლოა, შევაბიჯოთ კიდეც ექვსეულში. სანამ ამის მათემატიკური შანსი გვექნება, ვიბრძოლებთ და არ დავნებდებით. ზედიზედ ორი სეზონი ევროტურნირების გარეშე ჩვენთვის დიდი დარტყმა იქნება და ამიტომ დარჩენილ მატჩებში მაქსიმალურად უნდა მოვინდომოთ".

ზდენეკ ზემანი ("კალიარის" მწვრთნელი): "რვა ტურში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს და მეც მაქვს იმის იმედი, რომ "კალიარი" გადარჩება. მძიმე სეზონია, ქულების მოპოვება გვიჭირს, მაგრამ გვაქვს იმის რესურსი, რომ მეორე სუნთქვა გაგვეხსნას. საწვრთნელ ბაზაზე საგანგებო შეკრება გვქონდა, ერთი მიზნის ქვეშ გავერთიანდით და ვფიქრობ, რომ ამ ჭაობიდან ამოვალთ. "კალიარი" ელიტაში უნდა დარჩეს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ასე მოხდეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იტალიის ნაკრებს სავარაუდოდ, პირლოს ჩააბარებენ
ალეგრის კოვზი ნაცარში ჩაუვარდა - ხილა "მილანში" გადავიდა და მასიმილიანო უკმაყოფილო დარჩა
უარი რუსების 20-მილიონიან წინადადებას - "ნაპოლი" არგენტინელ ფეხბურთელს იმატებს
რონალდომ მუნდიალის ყველა დროის ანტი-რეკორდი დაამყარა
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"თუ მუნდიალს მოვიგებთ, ტატუდ მის სახეს დავიხატავ" - კუკურელიამ პირობა დადო
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"იმაზე უკეთესი ყოფილა, ვიდრე მეგონა" - გორდონი მესით აღფრთოვანებულია
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"ამ მუნდიალისთვის ასე ვემზადებოდი" - მესიმ გაამხილა, როგორ ახერხებს 39 წლის ასაკშიც ბრწყინვალე ფორმაში ყოფნას
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
"ოჯახში 7 წლის განმავლობაში ჩემი ხელფასიდან 1 პენი არ დაგვიხარჯავს, ბონუსებით ვცხოვრობდით" - ოსკარმა ჩინეთში გამომუშავებულ მილიონებზე ისაუბრა
პსჟ "რომასგან" კიდევ ერთი მეკარის წაყვანას გეგმავს
დოვბიკი მიქაუტაძის თანაგუნდელი აღარ გახდება? - უკრაინელი შესაძლოა, სერია A-ში დარჩეს
"იუვენტუსი" ზედიზედ მეშვიდედ გახდა იტალიის ჩემპიონი [VIDEO]
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ფიორენტინამ" "ინტერს" 101-ე წუთზე გაუთანაბრა ანგარიში - 3:3 [VIDEO]
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
"ალეგრისთვის ხელშეუხებელია" - დე ბრუინი "ნაპოლიში" რჩება
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"იუვენტუსმა" "სამპდორია" 3:0 დაამარცხა და "ნაპოლი" 6 ქულით ჩამოიტოვა [VIDEO]
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
"ფიორენტინამ" თასის 1/4 ფინალში "რომა" გაანადგურა - 7:1 [VIDEO]
[PHOTO] ელ შაარავის საცოლემ ბარძაყზე ფეხბურთელის სურათი დაიხატა - რას წერს ლუდოვიკა სოციალურ ქსელში
სატრანსფერო ციებ-ცხელება
ლუკაკუს თურქეთში უხმობენ - "ნაპოლიმ" სატრანსფერო ფასი დაასახელა
ახლა უკვე თანახმაა - რანიერის იტალიის ნაკრების მწვრთნელობა სურს
"სამპდორიას" მწვრთნელი თვლის, რომ მსაჯმა "იუვენტუსს" გამარჯვება აჩუქა
"არსენალი" სერბის სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის
ტრანსფერის ალბათობა მაღალია - მომდევნო სეზონიდან მიქაუტაძემ შესაძლოა, უკრაინის ნაკრების ფორვარდთან ერთად შეუტიოს
დიბალა "რომაში" დარჩა - არგენტინელი სამშობლოში დაბრუნებას ჯერჯერობით არ აპირებს
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
იმობილემ "ლაციო" 96-ე წუთზე დააწინაურა, საპონარამ "სამპდორიას" ფრე 99-ე წუთზე მოუპოვა
მსგავსი რამ კვარაცხელიასთან რატომ არ გააკეთეს? - "ნაპოლი" მაკტომინეის თავის საზომით ბრწყინვალე პირობებს სთავაზობს, მაგრამ...
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
რანიერი იტალიური ფეხბურთის ისტორიაში დარჩება - მწვრთნელი, რომელიც დერბის არ აგებს
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
"იუვე" 4 ფეხბურთელს იტალიის ნაკრების შემტევის სანაცვლოდ ჩამოდის
99-ე წუთზე "ლაციოს" კარში გოლის გატანის შემდეგ საპონარას ტრუსი ჩახადეს
რამუშის შემცვლელი - პსჟ-მა ფლორიან ბალოგუნის შეძენა მოინდომა
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
სერია A. XVII ტური: "მილანი" დამარცხდა და გატუზოს წყალი შეუდგა [VIDEO]
"ფიორენტინას" ამერიკელი მილიარდელი ყიდულობს
მოურინიომ "ნაპოლის" ნახევარმცველის დამატება მოისურვა
უარი რუსების 20-მილიონიან წინადადებას - "ნაპოლი" არგენტინელ ფეხბურთელს იმატებს
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
ლუკასთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - მოდრიჩი "მილანშიც" რჩება და ბილიჩთან ერთად ხორვატიის ნაკრებშიც იქნება
ალეგრის კოვზი ნაცარში ჩაუვარდა - ხილა "მილანში" გადავიდა და მასიმილიანო უკმაყოფილო დარჩა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
ოფიციალურად - ალეგრი "ნაპოლის" მწვრთნელია