კახა მენთეშაშვილი: "არის ქართველი ბიზნესმენი, რომელიც რუსეთში საქმიანობს და კლუბში სოლიდური ინვესტიციების დაბანდების სურვილი აქვს"
ქართულ ფეხბურთში სპონსორი იშვიათობაა. ვინც კლუბებს აფინანსებს, ისიც გარბის და უკან მოხედვა აღარ სურს. ამ დროს, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, თურმე, არის ბიზნესმენი, რომელსაც უმაღლესი ლიგის ყველაზე გაჭირვებული გუნდის, რუსთავის "მეტალურგის" აყვანა და მისი მოღონიერება სურდა და საამისოდ ფულსაც არ ინანებდა.

მაგრამ კლუბში მის მისვლას ყველასთვის ცნობილი პრობლემები აბრკოლებს.

ეს მოულოდნელი განცხადება "ლელოსთან" "მეტალურგის" ამჟამინდელმა მმართველმა, კახა მენთეშაშვილმა გააკეთა და დასძინა, რომ 8-მილიონიანი დავალიანების ჩამოწერის შემთხვევაში, რუსთავის გუნდი არათუ უმაღლესი ლიგიდან არ გავარდება, არამედ აბსოლუტურად განსხვავებული მიზნები ექნება...

- კლუბი, რომელიც პირველი წრის აღმოჩენა გახდა, უმაღლესი ლიგიდან გავარდნისა და გაკოტრების საფრთხის წინაშე დადგა...

- სამწუხაროდ, ასეა. არადა, არის ქართველი ბიზნესმენი, რომელიც რუსეთში საქმიანობს და კლუბში სოლიდური ინვესტიციების დაბანდების სურვილი ჰქონდა, მაგრამ ამის შანსი არ ეძლევა. მეც "მეტალურგში" იმიტომაც მივდიოდი, რომ მისგან დაფინანსების გარანტია მქონდა. ამ ადამიანთან დიდი ხნის საქმიანი კავშირები მქონდა.

როცა "მეტალურგი" უპატრონოდ დარჩა და ავიყვანე, რუსთავში ჩამოვიდა. ფეხბურთის მცოდნეც არის და მოყვარულიც და ცნობილ კლუბებთან პარტნიორული კავშირებიც გააჩნია. ნახა რუსთავის სტადიონი, იქვე მდებარე პარკი და ეს ყველაფერი ძალიან მოეწონა.

როცა კლუბის ისტორიას, მიღწევებსა და გაზრდილების გვარებს გადახედა, "მეტალურგით" სერიოზულად დაინტერესდა და მკითხა, თვეში რა თანხა დაგვჭირდებოდა. ვუთხარი, რომ უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად გუნდს, დაახლოებით, 60 ათასი ლარი ეყოფოდა.

მან რუსული კლუბების ანალოგიური მონაცემები იცის და ეს ციფრი იმდენად სასაცილოდ მოეჩვენა, გაუკვირდა და "მეტალურგის" დაფინანსება უცებ გადაწყვიტა - ამ ფულს რუსული პრემიერლიგის აუტსაიდერებიც კი ყველაზე ცუდ მოთამაშეს ყოველთვიურად უხდიანო და მკითხა - რამდენი გინდათ, "მეტალურგი" რომ აყვავდესო? აქ მილიონ ლარზე კი არ იყო ლაპარაკი...

- ამ დროს იცოდით, გუნდს 8-მილიონიანი ვალი რომ ჰქონდა?

- სამწუხაროდ, არ ვიცოდი. არადა, უკვე გეგმებს ვაწყობდით. კაცმა გუნდისთვის ოთხი წყვილი ფორმის, მთლიანი ეკიპირებისა და ფორმების შეკვეთა გადაწყვიტა და ფორმის დიზაინსაც ვარჩევდით. ცალკე სტადიონის განახლებას აპირებდა. ოთხჯერ მოსკოვიდან საგანგებოდ თამაშზე დასასწრებად ჩამოფრინდა, ფეხბურთელებს სახელებითა და გვარებით იცნობდა და ისიც კი შეისწავლა, ვინ იყო სტაბილური და ვინ - არა.

ეს ამბავი რომ ვუთხარი, ტელეფონით ველაპარაკებოდი. ისე ეწყინა და განიცადა, ორი წუთი ხმა ვერ ამოიღო, მე კი დღემდე შოკში ვარ.

თავიდან მითხრეს, რომ ამ დავალიანების მოგვარება მალე და იოლად შეიძლებოდა, მაგრამ საბოლოოდ, სულ სხვაგვარად აღმოჩნდა. არადა, ახლა ყველა მე მთათხავს, მაშინ, როცა თავს მეც მოტყუებულად ვთვლი.

- თუ დიდი ფულის პატრონია, 8 მილიონის გადახდა მისთვის რა პრობლემა უნდა ყოფილიყო?

- არასასიამოვნოა, როცა ასეთ ამბავს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ იგებ. მილიარდერიც რომ იყოს, თავს მოტყუებულად იგრძნობს, ეს კი ყველას აფრთხობს. ჯერ ისიც საკითხავია, რეალურად კლუბის ვალი მართლა 8 მილიონია თუ არა. ამას იურისტები არკვევენ.

- ახლა რას აპირებთ?

- წარმოდგენა არ მაქვს. მე გულშემატკივართან და ამ ბიზნესმენთან თავს უხერხულად ვგრძნობ.

- ანუ ეს ვარიანტი გამოირიცხა?

- რომ იცოდეთ, ახლაც მზადაა, "მეტალურგი" დააფინანსოს, თუ 8-მილიონიანი დავალიანება ჩამოგვეწერება, მაგრამ საამისოდ არაფერი კეთდება. მეტიც, ეს კაცი ამ პრობლემის მოსაგვარებლადაც ჩამოვიდა, მაგრამ მასთან შეხვედრაც არ ისურვეს!

- ვინ არ შეხვდა?

- გვარის დასახელება არ მინდა. იურიდიულად კი, ახალი კლუბის ჩამოყალიბება არ შეიძლება, ეს დავალიანება მაინც არ ჩამოგვეწერება. ერთი გამოსავალია - გუნდი მეორე ლიგაში უნდა გავარდეს, მაგრამ "მეტალურგში" ამისთვის მოვდიოდით?

სხვათა შორის, რასაც ახლა ვამბობ, ადრეც მითქვამს, მაგრამ რატომღაც მედიასაშუალებებმა ამოჭრეს და მიზეზს ვერ ვხვდები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gio
ფეხბურთი საქარტველოში ეკიდათ და კიდე დიდი ხანი ეკიდებათ იმიტო რო ჯიგარი არააქვთ. არაკაცების ხელშია კველაფერი და გოიმების პარადი მიკავთ
ariqa
სხვაგვარად არ გამოვა არაფერი. ჭკუას ვერ ვისწავლით და ფეხბურთს ვერ ვითამაშებთ.
ariqa
სხვაგვარად არ გამოვა არაფერი. ჭკუას ვერ ვისწავლით და ფეხბურთს ვერ ვითამაშებთ.
ariqa
ზესტაც თუ ვერ იხდის უნდა გავარდეს. მერანიც უნდა გავარდნილიყო შარშან.
ariqa
არ უნდა ჩამოაწერონ. უნდა გავარდეს. ეგრე დაუსრულებლად გაგრძელდება.
კახეთი
გვარის დასახელება არ მინდა - ამ მიდგომით რომ ვარ ყველა იმიტომაც ვართ ამ დღეში, არ დაასახელო კარგად შეინახე!
zaza
იქნებ ჟურნალისტებო მეტი კონკრეტულობა-კლუბის სპონსორი იყო და 8 მლნ ვალი დატოვა?ეს როგორ?და თუ ვალში აძლევდა,რა გზებით აპირებდნენ 8 მლნ-ის დაბრუნებას?მორიგი თაღლითობაა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
მერანი-რუსთავის მატჩი, რომელიც სფფ-მ გარიგებულად მიიჩნია [VIDEO]
"გორდა", "მეტალურგი", "რუსთავი"... რუსთავში ახალი საფეხბურთო ცხოვრება იწყება
ლიცენზირება: ზოგიერთი კლუბი თითს თითზე არ აკარებს...
5 და მეტი - ქართული გუნდების დიდი ანგარიშით გამარჯვებები ევროთასებზე
მერანი-რუსთავის ვიდეო, რომელიც სფფ-მ მედიის წარმომადგენლებს გადასცა [VIDEO]
რუსთავში "რუსთავი" ბრუნდება - "მეტალურგის" ნაცვლად
ოთარ კიტეიშვილი: წყალი რომ წყალია, ისიც არ გვქონდა!..