თბილისელმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისრაელის შემდეგ, გასულ კვირას წარმატებით ითამაშა იტალიის ქალაქ ნეაპოლში

თბილისელმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისრაელის შემდეგ, გასულ კვირას წარმატებით ითამაშა იტალიის ქალაქ ნეაპოლში (საპრიზო ფონდი 106.500 ევრო).

ერთეულთა თანრიგის პირველ წრეში მან ალექსის მუსიალეკი (საფრანგეთი) დაამარცხა - 7:6, 7:6, შემდეგ რობერტო კარბალეს ბაენას (იტალია) სძლია - 6:3, 2:6, 7:6, მეოთხედფინალში თავად წააგო ტომას ფაბიანოსთან (იტალია) - 1:6, 7:5, 2:6 და 25 სარეიტინგო ქულას დასჯერდა.

წყვილებში ბასილაშვილი ბელორუს ალექსანდრ ბარისთან იყო შეამხანაგებული. ამ დუეტმა სტარტზე მეორე ნომრად განთესილ მაო-სინ გონისა (ჩინეთი) და ჰსიენ-იინ პენგის (ტაივანი) ტანდემს აჯობა - 6:2, 6:4, მეოთხედფინალში სერგეი ბეტოვი (ბელორუსი) და მიხაილ ელგინი (რუსეთი) ჩამოიშორა გზიდან - 7:6, 3:6, 11:9; ნახევარფინალში ბასილაშვილმა და ბარიმ ჰსიან-ჰან ლიისა (ტაივანი) და ალესანდრო მოტის (იტალია) აჯობეს - 6:4, 7:5, გადამწყვეტი პაექრობა კი ილია ბოჟოლიაკსა და ფილიპ კრაისნოვიჩთან (ორივე-სერბეთი) დათმეს - 1:6, 2:6. მეორე ადგილმა მათ 75-75 სარეიტინგო ქულა მოუტანა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 415 ქულით 134-ე საფეხურზე დაწინაურდა, რაც მის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია. წყვილთა კლასიფიკაციაში 441 ადგილით წაიწია წინ და ახლა 105 ქულით 526-ეა.

ნეაპოლის შემდეგ ბასილაშვილი თურქეთის ქალაქ მერსინის თასის (საპრიზო ფონდი 42.500 ევრო) გათამაშებაში ჩაება, მაგრამ სტარტზევე ფრანგ კონსტანტ ლესტიენთან დამარცხდა - 3:6, 3:6.

კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში ქალთა 250.000-იან ტურნირში მონაწილეობდა სოფიო შაფათავა. კვალიფიკაციის პირველ წრეში მან მასპინძელ იულიანა მონროის აჯობა, მაგრამ მეორეში ავსტრალიელ ანასტასია როდიონოვასთან წააგო - 6:3, 3:6, 4:6 და შეჯიბრებას გამოეთიშა.

სოფიო ქვაცაბაია იტალიაში ჩოგბურთელ ქალთა 10.000-იანი ტურნირის ძირითად ბადეში მე-4 ნომრადაა განთესილი. პირველ წრეში მან კვალიფიკაციიდან აღზევებულ მარიბელ ნიოზს (დიდი ბრიტანეთი) სძლია - 7:6, 6:3. მეორე წრეში ჟოზეფინა ბუალემს (საფრანგეთი) შეხვდება. ამ უკანასკნელმა სარა ოტომანო (შვეიცარია) ჩამოიშორა გზიდან - 6:1, 6:1.

წყვილებში ქვაცაბაიამ ჰოლანდიელ ქვირინ ლემონთან ერთად იოვანა კნეზევიჩი (კვიპროსი) და იუენ ლი (ჩინეთი) დაჯაბნა - 6:2, 6:2 და მეოთხედფინალში რეიტინგფავორიტ რუმინელებს - ირინა მარია ბარას და ოანა გეორგეტა სიმიონს დაუპირისპირდება.

ეკატერინე გორგოძე ანტალიის 10.000-იან ტურნირში მოსინჯავს ძალებს. სტარტზე მისი მეტოქე მასპინძელი იასმინ გულმანი იქნება.

წინა კვირის შედეგების გათვალისწინებით, ქართველ ჩოგბურთელ ქალთა მაჩვენებლები ასეთია:

ერთეულები. 259 (227). სოფიო შაფათავა (175), 326 (327). ეკატერინე გორგოძე (110), 393 (399). სოფიო ქვაცაბაია (80), 548 (659). მარიამ ბოლქვაძე (39), 5609 (572). ოქსანა კალაშნიკოვა (37), 873 (855). მარგალიტა ჩახნაშვილი-რანცინგერი (13), 1107 (1107). თამარ კუტუბიძე (5)7 1201 (1204). თამარ ჭალაგანიძე (3).

წყვილები. 86 (88). კალაშნიკოვა (890), 239 (236). გორგოძე (239), 240 (237). შაფათავა (238), 389 (389). ქვაცაბაია (118), 801 (856). ბოლქვაძე (25), 1194 (1202). ჭალაგანიძე (6).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
ეკატერინე გორგოძემ 60 000-იანი ტურნირი მოიგო და რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა
სოფიო ქვაცაბაია ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა
სოფიო შაფათავამ ობიდოშის საერთაშორისო ტურნირი მოიგო
ბოლქვაძემ US OPEN-ი გამარჯვებით დაიწყო და ბრიტანელ თინეიჯერს დაუპირისპირდება
ქართველი ჩოგბურთელები: შაფათავა ფრანგული ტურნირის 1/8-ფინალშია
ქართველი ჩოგბურთელები: სოფიო შაფათავა ჩენჟოუს ტურნირის ნახევარფინალშია
შესანიშნავი წილისყრა ბასილაშვილისთვის - ნიკას "უიმბლდონზე" კარგი ბადე აქვს
ქართველი ჩოგბურთელები ანტალიაში: შაფათავამ წყვილებში ტურნირი მოიგო
"მატჩის წაგების მერე, მწერდნენ, რომ თამაში გაყიდული მქონდა... გაოცებული დავრჩი, როდესაც ილიაზეც იგივე ვნახე" - ბასილაშვილი თოფურიას მარცხს ეხმაურება
სოფიო ქვაცაბაია ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა
სამწუხარო მარცხი - ბასილაშვილი რომის მასტერსს გამოეთიშა
პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა
ქართველი ჩოგბურთელები: ბასილაშვილი ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
ქართველი ჩოგბურთელები: ცივაძე ორ ფრონტზე
ქართველები სამ ფრონტზე: სოფიო ქვაცაბაია ერთეულებშიც ყოჩაღობს და წყვილებშიც
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიაში ჩელენჯერის ტურნირი მოიგო
ცნობილი გახდა, როდის გამართავენ ბასილაშვილი და გორგოძე თავის შეხვედრებს "უიმბლდონზე"
ქართველი ჩოგბურთელები: ნიკოლოზ ბასილაშვილი ასეულის მიჯნაზე
გორგოძემ კიდევ ერთ ტურნირზე გაიმარჯვა
ქართველი ჩოგბურთელები: გიორგი ცივაძე წყვილებში ყოჩაღობს
ბასილაშვილმა ბალახის სეზონი მარცხით დაიწყო