თამაზ კოსტავა: "მე ამ გუნდის იმედი მაქვს"
რა დასამალია და, ქართველ გოგონათა საფეხბურთო ნაკრები წლების განმავლობაში მხოლოდ იმით გვახსენებდა თავს, რომ სარეკორდო ანგარიშებით მარცხდებოდა. მაგრამ გუნდის მთავარ მწვრთნელად მამუკა სვანაძის, შემდეგ კი თამაზ კოსტავას დანიშვნის შემდეგ ქალბატონი "ჯვაროსნები" მოფერიანდნენ და პროგრესიც აშკარა გახდა - აგერ, გუნდი ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.

წინასწარი ეტაპის მეორე ჯგუფში, რომელსაც მალტამ უმასპინძლა, ჩვენმა გოგონებმა პირველი ადგილი დაიკავეს - ჯერ ფარერის კუნძულების ნაკრებს სძლიეს (2:0), შემდეგ - მასპინძელ მალტასთან ბოლო წუთზე დასანანი გოლი გაუშვეს და დამარცხნენ (1:2), ბოლო ტურში კი ანდორას 7:0 მოუგეს. საქართველოს ნაკრების დარად, 6-6 ქულა მალტასა და ფარერებსაც დაუგროვდათ, მაგრამ ბურთების უკეთესი შეფარდების გამო პირველი ადგილი კოსტავას გაწვრთნილებმა დაიკავეს.

შემდეგი ეტაპი მეორე საკვალიფიკაციო ციკლია, რომლის წილისყრაც 20 აპრილს გაიმართება. საქართველო მე-5 კალათაშია და, შესაბამისად, ჯგუფში ძლიერ მეტოქეებს ელის. ევროპის ჩემპიონატს 2017 წლის აგვისტოს ჰოლანდია უმასპინძლებს.

მალტაში მიღწეული წარმატების შემდეგ საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. გუნდის მთავარი მწვრთნელი თამაზ კოსტავა და ფეხბურთელები "მიხეილ მესხის" სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და განვლილ შეხვედრებსა და სამომავლო გეგმებზე ილაპარაკეს.

"ძალიან მძიმე ბრძოლა გვქონდა ფარერებთან. მალტამ კი ანდორასთან "გაისეირნა" და ჩვენთან დასვენებული გამოვიდა. მათთან ძალიან დასანანი მარცხი ვიწვნიეთ. მართალია, ფიზიკურად გვაჯობეს, მაგრამ თანაბარი თამაში იყო და მოგება ჩვენც შეგვეძლო.

ანდორასთან მატჩის წინ კი სტადიონზე ისეთი განწყობით მივდიოდით, რომ აუცილებლად დიდი ანგარიშით უნდა მოგვეგო და იმისიც გვჯეროდა, რომ ფარერები მალტას დაამარცხებდა.

ეს წარმატება იმის შედეგიცაა, ძალიან შეკრული და მეგობრული გუნდი რომ გვყავს. გოგონებმა ყველა დავალება შეასრულეს, ძალიან მონდომებულები იყვნენ და არ მინდა, რომ ვინმემ მათი ეს წარმატება დააკნინოს და დამსახურება დაუკარგოს.

ბედნიერი ვარ, რომ ამ გოგონებთან ვმუშაობ და იმედი მაქვს, ბევრი შრომით წარმატებას მივაღწევთ. ეს გამოცდილება ყველას გამოგვადგება, ჩემთვისაც კარგი გაკვეთილი იყო. დიდი მადლობა ფეხბურთისა და ქალთა ფეხბურთის ფედერაციებს, რომლებიც ძალიან დაგვეხმარნენ და გვერდში დაგვიდგნენ", - ამბობს თამაზ კოსტავა.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პლეი ოფის სამზადისზეც ილაპარაკა:

"20 აპრილს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაა. ახლა მთავარია, კარგი, შეკრული გუნდი "ავაშენოთ", რომ ყველა მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიოთ. ამ დიდი წარმატების მიუხედავად, სამუშაო ძალიან ბევრია.

შესარჩევი ეტაპის მატჩებში ბევრი მინუსი დავინახეთ, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ და გამოვასწოროთ. შეიძლება, ჯერ არც ვართ იმ დონეზე, წარმატებას პლეი ოფშიც რომ მივაღწიოთ, მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ და გამოცდილება მივიღოთ. მე ამ გუნდის იმედი მაქვს".

განვლილი საკვალიფიკაციო ეტაპით კმაყოფილები არიან ნაკრების ფეხბურთელებიც.

ტატა მატვეევა, ნაკრების კაპიტანი:

"უპირველესად, თავდადებისთვის მადლობას გადავუხდი ჩემს თანაგუნდელებს. ამ მატჩებისთვის ისეთი შემართებით ვემზადებოდით, რომ გვჯეროდა, წარმატებას აუცილებლად მივაღწევდით.

გამარჯვებამ დიდი სტიმული მოგვცა და ახლა ყველა ველოდებით 20 აპრილის წილისყრას".

თაკო ტატუაშვილი, ნაკრების ფეხბურთელი: "ამ ტურნირს სამი წელი ველოდებოდით. ლიტვაში, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასასვლელად სულ ცოტა დაგვაკლდა და ახლა მთელ იმედებს ამ შესარჩევზე ვამყარებდით.

ვეცდებით, მომავალში უფრო მეტი გავაკეთოთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gio
კოსტავმ იაროს სულ გამარჯვებტ კაცია კაცური გაიხარეეეეეეეეეეეეეე
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
გულიაშვილის "რასინგი" "ბალაიდოსზე" განადგურდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "ჰამბურგთან" მარცხი განიცადა
[VIDEO] ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი და "უდინეზეს" მარცხი "კალიარისთან"
ქვილითაიამ გერმანიაში პირველად ითამაშა - "ჰოლშტაინმა" "ოსნაბრიუკთან" ქულები გაიყო
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"რატომ არ არის ეს ფეხბურთელი "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში?!" - ენრიკემ გაკვირვება ვერ დამალა
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
პსჟ-ის მფლობელმა კომპანიამ ბელგიური კლუბი შეიძინა
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
კურტუამ კარიერის დასრულების სავარაუდო დრო და შემდეგი გეგმები დაასახელა
კეინმა დუბლი შეასრულა და "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთი" მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელ კვარაცხელიას ეკუთვნის!" - დემბელემ ხვიჩას მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა
"შავი ლომი" | ინგლისური გაკვეთილი "ნორთჰემპტონისგან"
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
იამალის "რკინის ლოგიკა" - "ოქროს ბურთი" არ უნდა გადაეცეს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ პსჟ-ს ფეხბურთელს
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
კიდევ მინუს ორი - უკრაინა საქართველოსთან მატჩს პრობლემებით ხვდება
[ახლო ხედით] ვახტანგ ჭანტურიშვილი: ამას არავის დასანახად არ ვაკეთებ...
საქართველოს ქალთა ნაკრები ყაზახეთთან დამარცხდა
იტალია-საქართველო 6:1 - ქართველმა გოგონებმა ევროპა მარცხით დაიწყეს
საქართველოს ქალთა ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება
საქართველოს ქალთა ნაკრები გოლის გატანას ვერ ახერხებს და ისევ დამარცხდა
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს გიორგი ჩხაიძე უხელმძღვანელებს
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები თბილისში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
დღეს საქართველოს ქალთა ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდება
ვინ არის ქართველი "რობინიო"? ლევან ბარაბაძე "ლევანტესა" და "ალმერიას" ობიექტივში
თამაზ კოსტავა: ვინც სპონსორებთან ვერ იმუშავებს, უმაღლეს ლიგაში ადგილი აღარ ექნება
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს იტალიას დაუპირისპირდება
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები შვედეთთან დამარცხდა