"ჩვენ თუ დღეს სადღაც 8 წლის ბავშვებზე გავაკეთებთ აქცენტს, ჩემი გამოთვლით, შედეგი 2030 წელს უნდა დადგეს. ცუდი ისაა, რომ საამისო მისწრაფებას ვერ ვხედავ"
უკვე წლებია, კობა ჟორჟიკაშვილი ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლისთვის იღვწის. არაერთი გუნდი გაუწვრთნია. რამდენიმე თაობამ მისი უშუალო ხელმძღვანელობით შეაღო დიდი ფეხბურთის კარი.

გამოცდილი მწვრთნელი ახლა ხონის "იმერეთის" კონსულტანტად მუშაობს. ჟორჟიკაშვილთან ქართული ფეხბურთის პრობლემებზე ვილაპარაკეთ და დავიწყეთ რეგიონული ლიგით, სადაც "იმერეთი" თამაშობს - ქართულ ფეხბურთს ტალანტები სწორედ იქიდან არ უნდა მოაკლდეს.

ვფიქრობთ, ჟორჟიკაშვილის ნაუბარი ბევრს დააფიქრებს...

- ხონის "იმერეთის" კონსულტანტად ვმუშაობ. მთავარი მწვრთნელი დავით ჭელიძეა. ახლა მე თბილისში ვარ, გუნდს ის ავარჯიშებს. ჩვენი მიზანი პირველ ლიგაში გადასვლაა, თუმცა მხოლოდ ამით თუ დავკმაყოფილდით, არაფერი გამოვა. გუნდს უნდა ჰქონდეს სათამაშო სისტემა, კონკრეტული სახე, განვითარების პროგრამა.

- ჩვენ რეგიონულ ლიგაზე მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა გვაქვს და ეს სამწუხაროა. რა ხდება იქ, რა ვითარებაა?

- მეც ასე, ზოგადი შეხება მქონდა რეგიონულ ლიგასთან, სანამ "იმერეთში" არ მივედი. უნდა გითხრათ, რომ საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მხრივ, ბევრ სტადიონზე კატასტროფული მდგომარეობაა. არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები. მსაჯი, ფეხბურთელი და მაყურებელი, პრაქტიკულად, ერთად არიან, შემოღობილიც კი არ არის სტადიონები.

მაგალითად, ჩვენმა გუნდმა ითამაშა ბაღდადსა და ამბროლაურში. იქ ისეთი სტადიონებია, ფეხბურთელი ვერ გაიზრდება. ამას ნიშნის მოგებით კი არა, გულისტკივილით ვამბობ. ჩვენც იძულებულნი გავხდით, მარტვილის სტადიონი დაგვექირავებინა. გუნდს სათამაშო სისტემა ხომ უნდა ჰქონდეს? თუ მინდორი არ იქნება, ეს როგორ უნდა იყოს?

ვნახე ისეთი სტადიონები, ფეხბურთელს ერთი კარიდან მეორეში რომ გაატანო ბურთი, ვერ ჩაიტანს და ეს ფეხბურთელის კი არა, მინდვრის საფარის ბრალია.

- მოდით, მკითხველს უფრო ახლოს გავაცნოთ "იმერეთი"...

- გუნდში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელია, სხვადასხვა დროს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში რომ უთამაშია - ხუბუა, კაკუშაძე, მემარნიშვილი, ხუმარაშვილი, ქათამაძე, მელქაძე, ქანთარია, პავლიაშვილი, გედენიძე... მათ გარდა, გვყავს პერსპექტიული ახალგაზრდები - გალდავაძე, მეძველია, მუშკუდიანი, უგულავა, ძაძამია...

ამჟამად ჩვენსა და ვანის "სულორს" შორის მიდის დიდი ბრძოლა. საერთოდ, ფეხბურთელის მიყვანა გუნდში დიდი არაფერია, თუ არ გაქვს სისტემა, დროში გათვლილი და გაწერილი გეგმა.

- აქვს ეს "იმერეთს"?

- ჩვენ დავწერეთ ქაღალდზე, რა უნდა გაკეთდეს. ეს აუცილებელია გუნდის წარმატებისთვის. არის სახელმწიფო ბიუჯეტი და არიან კერძო სპონსორები, რომლებიც გუნდს ეხმარებიან. საერთოდ, ქართულ ფეხბურთში დროში გათვლილი გეგმების დეფიციტია. ამიტომ არ არის წარმატება.

- რეგიონებში თუ არიან ტალანტები?

- ქართული ფეხბურთი სწორედ ამ ლიგებიდან წამოსული ტალანტებით უნდა საზრდოობდეს. ისეთი მდგომარეობაა ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, რომ ძნელია, აქ ფეხბურთელი გაიზარდოს. ჯერ მხოლოდ მატჩების ნაწილი ჩავატარეთ და გამორჩევით ვერავის გამოვარჩევ.

აქ ორ მიზეზს ვხედავ. პირველი ისაა, რომ ჩვენ ჯერ იმ გუნდებს ვეთამაშეთ, კონკრეტულ ამოცანას რომ წყვეტენ და აქცენტს შედარებით "ხნიერ" ფეხბურთელებზე აკეთებენ. მეორეც - ბევრი გუნდი, მინდვრის მდგომარეობის გამო "დაარტყი და გაიქეცის" თამაშობს.

უფრო ამა თუ იმ კლუბის დუბლებში ველოდები ნიჭიერი ბიჭების გამოჩენას. მათთან ჯერ არ გვითამაშია.

- რას იტყვით საქართველოს ნაკრების ბოლო ორ მატჩზე?

- მოდით, დაველოდოთ პოლონეთთან შეხვედრას და მერე გავაკეთოთ ანალიზი. საერთოდ, მიმაჩნია, რომ თუ წარმატების მიღწევა გვინდა, რაც შეიძლება, ბევრი ფეხბურთელი უნდა გავზარდოთ.

- თქვენ არაერთი ფეხბურთელი გაზარდეთ. განსაკუთრებით გკითხავთ იმ თაობაზე, "ჟორჟიკაშვილის ბიჭებს" რომ ეძახდნენ. რატომ დაიკარგნენ ისინი?

- როცა ახალგაზრდა მწვრთნელი ვიყავი, მეგონა, რომ ერთი კონკრეტული თაობა უშველიდა ქართულ ფეხბურთს. ახლა კი ვიცი, რომ ასე არ იქნება. ავიღოთ ის დიდი "დინამო". ეს გუნდი ხომ თაობების სინთეზს წარმოადგენდა. ის თაობა მართლაც ბევრისშემძლე იყო. იაშვილს, ხოჯავას და სხვებს დიდი ფეხბურთის თამაში შეეძლოთ. რატომ არ მოხდა ეს? ორი ეტაპია აქ: პირველი - გარემო და მეორე - თვითონ ამ ფეხბურთელების ხასიათი.

ქართველ ფეხბურთელს, ზოგადად, წარმატების ჟინი აკლია და ეს ფაქტია. იზრდებოდნენ ეს ბიჭები. ტაქტიკურად თუ სხვა ასპექტებში მოაკლდათ ბევრი რამ. ცოტა დღეს, ცოტა ხვალ და დაგროვდა ეს ყველაფერი...

ერთიცაა - საქართველოდან ევროპაში ადრე წასვლას მივესალმები, ოღონდ ისეთ გუნდში, სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა ექნება. ეს უნდა იყოს ისეთი ქვეყანა, საიდანაც მორიგ ნაბიჯს უკვე ტოპ–ჩემპიონატში გადადგამ - ავსტრია, შვეიცარია, ჩეხეთი... ფეხბურთელმა ეტაპობრივად უნდა განიცადოს პროგრესი.

- ბოლოს ერთი კითხვაც: როგორ ფიქრობთ, როდის შეძლებს საქართველოს ნაკრები ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე გასვლას?

- დღევანდელ ეპოქაში ყველაფრის დაგეგმვა შეიძლება. ბელგიელებმა 2005 წელს აამოქმედეს სპეციალური სანაკრებო პროგრამა და დღეს მოიმკეს შედეგი. ჩვენ თუ დღეს სადღაც 8 წლის ბავშვებზე გავაკეთებთ აქცენტს, ჩემი გამოთვლით, შედეგი 2030 წელს უნდა დადგეს. ცუდი ისაა, რომ საამისო მისწრაფებას ვერ ვხედავ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

mr.green
ტელევიზიაში და ესეთ სტატიებში რა კაი ტიპია და სინამდვილეში რამდენ კარგ პეხბურთელს დაუკარგა თამაშის ჟინი.
555
ახლა გაიგო ტიპმა, რომ თურმე საქართველოში ფეხბურთის მინდვრები არ ვარგა
555
ეს ნიჭიერებს ვერ შეამჩნევს რადგან თავისაინები ყავს და დაათრევს სადაც წაეთრევა. ნეტა ვის აინტერესებს ამის უსახური ნააზრევი.
georgia
მართალია კობა წარმატებაზე უფრო ფულის და გულაობის ჟინი აქვს !!
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
რამაზ სვანაძე: დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
"ძალიან მომენატრებით, ვამაყობ, რომ არგენტინელი ვარ!" - ლეგენდა წავიდა... მესიმ არგენტინის ნაკრებში ბოლო მატჩი ჩაატარა
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
ესპანეთმა ხორვატიას თამაში შემოუტრიალა - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო
[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
საქართველოს თასი. 1/2-ფინალი. იმერეთი-ჩიხურა [LIVE]
კობა ჟორჟიკაშვილი: მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ
საქართველოს თასის 1/2-ფინალური წყვილები ცნობილია
იმერეთი-ჩიხურა - ოფლის დაუღვრელად [VIDEO]
[VIDEO] უნგრეთმა უკრაინას მოუგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა
გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში?
ეროვნული ლიგა. V ტური: "რუსთავმა" ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ მოიგო
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
ეროვნული ლიგის II ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
რამაზ სვანაძე: დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
მარიამ დალაქიშვილმა იტალიაში ჩატარებულ TENNIS EUROPE JUINIOR MASTERS-ზე გაიმარჯვა
მადლობა, მშვიდობით - "სიონი" მწვრთნელმა და ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა
"ის უნიკალური კალათბურთელი იყო, რომლის მსგავსიც დღემდე არ დაბადებულა"
ბოლნისის "სიონი" სამმა ფეხბურთელმა დატოვა
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
საქართველოს თასი. 1/4-ფინალის წინ: დღეს ისტორია იწერება!
ბოლნისის "სიონი"-საჩხერის "ჩიხურა" - შეხვედრის ორი საკამათო ეპიზოდი [VIDEO]
SOS: ქუთაისის "ბაგრატი" მოედნის გარეშე დარჩა
საქართველოს თასი. 1/2-ფინალების წინ: ნაბიჯი ტიტულამდე
ცხინვალის "ლიახვი" განცხადებას ავრცელებს