ცხინვალის "ლიახვი" სფფ-ის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებას ეხმაურება
საფეხბურთო კლუბ "ლიახვის" პრესსამსახურმა სფფ-ის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"საფეხბურთო კლუბი ცხინვალის "ლიახვი" ეხმაურება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ცხინვალის "ლიახვი" დაჯარიმდა 10 000 ლარით და ჩამოაკლდა 6 ქულა.

- კიდევ ერთი გარიგებული მატჩი - "ლიახვი" და "იმერეთი" მკაცრად დაისაჯნენ

სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ანგარიშით იხელმძღვანელა.

8 ნოემბერს, პირველი ლიგის თამაშზე ხონის "იმერეთისა" და ცხინვალის "ლიახვის" მატჩის შედეგზე (5:1) მოხდა საეჭვო მანიპულირება, რასაც თფა-ს რაპორტი ადასტურებს. სადისციპლინო კომიტეტი დამატებით გაეცნო ფირს, მოუსმინა მხარეებს და გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება:

მატჩის შედეგი გაუქმდა. ხონის "იმერეთი" რაპორტში ზედიზედ მეორედ მოხვედრისა და სხვა მამხილებელი გარემოებების გამო მოხსნილია გათამაშებიდან, გაუნულდა აქამდე დაგროვილი ქულები და დარჩენილ მატჩებში ჩაეთვლება 0:3 წაგება. გუნდის მენეჯერ სოსო ჩაკვეტაძეს სამუდამოდ აეკრძალა ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა.

საფეხბურთო კლუბი ცხინვალის "ლიახვი" შეშფოთებას გამოთქვამს აღნიშნული ფაქტის გამო, ემიჯნება ყოველგვარ გარიგებასა და შედეგზე მანიპულირებას. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და შესაბამის ორგანოებს მიმართავს, გამოიძიონ აღნიშნული მატჩი და შესაბამისი სადამსჯელო ღონისძიებები გაატარონ.

ცხინვალის "ლიახვი" თნამშრომლობს ფეხბურთის ფედერაციასთან და ყოველთვის მზადაა, ხელი შეუწყოს გამოძიებას, რათა აღიკვეთოს ყოველგვარი გარიგება ქართულ ფეხბურთში.

შეგახსენებთ, პირველი ლიგის გასულ სეზონში, 2015 წლის 29 ნოემბერს გასამართი მატჩი ხობის "კოლხეთსა" და ცხინვალის "ლიახვს" შორის შესაძლო გარიგების გამო გადაიდო.

ფეხბურთის ფედერაციას ინფორმაცია "ლიახვის" წარმომადგენლებმა მიაწოდეს, რის შემდეგაც სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი თავად ჩავიდა ხობში სიტუაციის გასაცნობად. ამ დროისთვის უცნობია, ვინ ცდილობდა თაღლითურ გარიგებას.

საფეხბურთო კლუბი ცხინვალის "ლიახვი" თხოვნით მიმართავს სფფ-ს, ზემოთ აღნიშნულ შემთხვევებთან ერთად კიდევ ერთხელ გადახედონ და გამოიძიონ მატჩი, რომელიც შესაძლო გარიგების გამო გადაიდო", - ნათქვამია გადაცემაში.

barsa
ლიახვი - სამგურალიც უდა გადაიხედოს და ყველა თამაში რომელსაც ნაყიდი თამაშის სუნი აქვს, მკაცრად უნდა დაისაჯოს ყველა და ბოლო ბოლო იქნებ ეშველოს ჩვენ ფეხბურსაც
dudu
ესენი ნახე რა უმაღლეში არ გადაუშვეს და რა დღეში არიან ყიდიან და ყიდიან თამაშებს ერთი რუსთავი-ლიხვი არ იყო ჩაცყობილი ან ლიხვი-სამგურალი.კიდევ თავს იმართლებენ ესე კი არ უნდა მოხსნა უნდა დაიჭირონ.რა ლიახვი კარგით რა.ქართული ფეხბურთის მტრები არიან.მწვრთნელიც იმიტომ გაეგცათ.მიხვდა ალბათ ვისთან გონდა საქმე
"მეშახტეს" ჩხეტიანი ჩაუდგა სათავეში
პაატა ღუდუშაურმა "იბერია 1999" დატოვა
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
პაატა ღუდუშაურმა "იბერია 1999" დატოვა
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგა | საქართველოს ნაკრები ნახევარფინალშია
ესპანეთის მეორე თუ არგენტინა ოთხიანთა კლუბში? - ფინალის PREVIEW
მსოფლიო რაგბისა და ჩილეს რაგბის კავშირის განცხადება
18-წლამდე 7-კაცა - დიდი უპირატესობით ჯგუფურ ეტაპზე
"ორივე შეხვედრა ერთმანეთზე უფრო სამარცხვინო სანახავი იყო" - გულშემატკივართა გაერთიანებამ "ტორპედოს" ულტიმატუმი წაუყენა
ოუენი: ესპანეთი არგენტინაზე გაცილებით უკეთესია - ინგლისელები ევროპის და მსოფლიო ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯში ვიყავით
20 წ. | ფიჯისთან დამწყებებში ექვსი ცვლილებაა
ტერი: როგორ შეაჩერონ მესი? პასუხი მარტივია
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
20-წლამდელთა ნაკრებისთვის ესტონეთთან შეხვედრა წარუმატებელი გამოდგა
ნეიმარმა 23+ მილიონად იახტა შეიძინა
კოულს არ მოსწონს, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გერმანელია
The Telegraph: ტუხელს უკან არ დაუხევია
რონალდომ მუნდიალის ყველა დროის ანტი-რეკორდი დაამყარა
[PHOTO] ჯილდო ამერიკულ სტილში - ცნობილია, რას მიიღებს მუნდიალის გამარჯვებული ნაკრები
"დონჩიჩმა დამირეკა, ჩვენს შორის ასეთი საუბარი შედგა..." - სანდრო მამუკელაშვილი
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
საქართველოს თასი. 1/4-ფინალის წინ: დღეს ისტორია იწერება!
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
საქართველოს თასი. 1/2-ფინალი. იმერეთი-ჩიხურა [LIVE]
სფფ-ის ლიცენზირების აპელაციის ორგანომ კლუბების აპელაციებზე გადაწყვეტილება მიიღო
"ლიახვი" ლიცენზირების აპელაციის ორგანოს გადაწყვეტილებას ტრიბუნალში გაასაჩივრებს
საქართველოს თასის მეოთხედფინალში ეროვნული ლიგის მხოლოდ 2 წარმომადგენელი გავიდა
ლიცენზირების პროცესი დასრულდა - 8 ქართულმა კლუბმა უეფას ლიცენზია მიიღო
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
"ლიახვმა" პირველი ლიგის გარდამავალი ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
საქართველოს თასი. 1/2-ფინალების წინ: ნაბიჯი ტიტულამდე
საქართველოს თასის 1/2-ფინალური წყვილები ცნობილია
კიდევ ერთი გარიგებული მატჩი - "ლიახვი" და "იმერეთი" მკაცრად დაისაჯნენ
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
იმერეთი-ჩიხურა - ოფლის დაუღვრელად [VIDEO]