მარია რიშს 1023 ქულა აქვს და შეიძლება მსოფლიოს თასზე დაგროვილი ქულების რაოდენობით ახალი რეკორდიც დაამყაროს

ბოლო სამი კვირის განმავლობაში ქალებს შორის მსოფლიოს თასის კალენდარი ისე აეწყო, რომ სპორტსმენებს რამდენჯერმე მოუწიათ სპეციალურ სლალომში გამოსვლა. და აქ ერთი კანონზომიერება ჩამოყალიბდა - ამ დისციპლინაში ზედიზედ ოთხი სტარტი ავსტრიელმა მარლის შილდმა მოიგო. ახლაც, ავსტრალიის კურორტ ფლახაუში ადგილობრივი პუბლიკა შილდის მორიგ ტრიუმფს ელოდა. გამარჯვება თავად მარლისსაც სჭირდებოდა სლალომის ჩათვლაში პოზიციების გასამყარებლად. აქ მისი კონკურენტი გერმანელი მარია რიშია, რომელიც ორ ფრონტზე იბრძვის და სლალომის გარდა საერთო ჩათვლაშიც აცხადებს საბოლოო გამარჯვებაზე პრეტენზიას.

რიშს ამ ეტაპზე ორმაგად გაუმართლა - ორივე ჩათვლაში მისმა კონკურენტებმა ფინიშამდე ვერ მიაღწიეს. შილდმა პირველი ცდის შემდეგ წამნახევარი წააგო და მხოლოდ მე-11 ადგილი დაიკავა, ამიტომაც მეორე დაშვებისას რისკზე წასვლა მოუწია და დაეცა. რაც შეეხება გენერალურ კლასიფიკაციაში რიშის მთავარ კონკურენტ ლინდსი ვონს, მან მეორე ცდამდეც ვერ მიაღწია, რადგან პირველი ცდის დროს მოეცარა ხელი. ამერიკელს წელს სლალომში გამოსვლა არ გამოსდის - ის ზედიზედ მესამე ეტაპზე გამოეთიშა ბრძოლას.

თავად მარია რიში პირველი ცდის შემდეგ მესამე ადგილზე იყო, ლიდერობა კი ფინეთის ნაკრების ლიდერმა ტანია პოუტიაინენმა მოიპოვა.

მეორე ცდა ძალიან საინტერესოდ დაიწყო. დიდი ხანი ლიდერი ან-სოფი ბერტრე იყო, რომელიც საბოლოოდ მეცხრე ადგილზე გავიდა. ფრანგი პირველ რიგში იმ ცეკვით დაგვამახსოვრდა, რომელიც მან ფინიშის შემდეგ შეასრულა. ასევე უნდა გამოვყოთ სლოვაკი ვერონიკა ზუზულოვა. ამ გოგონას ადრე ჰქონია მსოფლიოს თასის ეტაპებზე გამარჯვებები, მაგრამ რამდენიმე წლის წინ მიღებული ტრავმის შემდე ვერაფრით დაიბრუნა სპორტული ფორმა. თუმცა ამჯერად სლოვაკი უძლიერესთა ჯგუფში აღმოჩნდა და საკმაოდ მაღალი მეხუთე ადგილი დაიკავა.

რაც შეეხება პოდიუმს, მესამე ადგილზე გავიდა ნასტასია ნოენსი და ისე იზეიმა ეს წარმატება, თითქოს ოლიმპიური თამაშები მოეგოს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უცნაური სანახავი იყო, თუმცა ფრანგი ბოლო დროს მართლაც მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის.

პირველი ადგილი კი მარია რიშმა და ტანია პოუტიაინენმა გაიყვეს. ფინელმა ვერ შეინარჩუნა პირველი ცდის შემდეგ მოპოვებული სოლიდური უპირატესობა, თუმცა არც წინ გაუშვა გერმანელი და ორივენი პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ.

რიშმა სპეციალურ სლალომში ლიდერობა მოიპოვა, გენერალურ კლასიფიკაციაში კი ლინდსი ვონთან თითქმის 200-ქულიან უპირატესობას მიაღწია. მთავარი ის არის, რომ სეზონის ამ მონაკვეთში მარიას უკვე 1023 ქულა აქვს და შეიძლება მსოფლიოს თასზე დაგროვილი ქულების რაოდენობით ახალი რეკორდიც დაამყაროს.

ფლახაუ (ავსტრია)

სლალომი. ქალები

1. მარია რიში (გერ) - 1:42.52; 1. ტანია პოუტაინენი (ფინ) - 1:42.52; 3. ნასტასია ნოენსი (საფ) - +0.52; 4. კატრინ ცეტელი (ავსტრია) - +0.82; 5. ვერონიკა ზუზულოვა (სლოვაკ) - +1.24; 6. ტერეზა ბორსენი (შვედ) - +1.52...

საერთო ჩათვლა

1. მარია რიში (გერ) - 1023 ქულა; 2. ლინდსი ვონი (აშშ) - 827; 3. ტანია პოუტიაინენი (ფინ) - 580; 4. ელიზაბეტ გიორგლი

(ავსტრია) - 565; 5. ტინა მაზე (სლოვენ) - 480; 6. მარლის შილდი (ავსტრია) - 431...

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა