რაც უფრო ახლოვდება ავტომარათონის ფინიში, მით უფრო იძაბება სიტუაცია "ფოლკსვაგენის" პილოტებს - ნასერ ალ-ატიისა და კარლოს საინსს შორის

სულ უფრო ცოტა დრო რჩება დაკარის რალის დასრულებამდე და როგორც ჩანს, მანქანების კლასში ბოლო ეტაპამდე გაურკვეველი სიტუაცია იქნება. რაც უფრო ახლოვდება ავტომარათონის ფინიში, მით უფრო იძაბება სიტუაცია "ფოლკსვაგენის" პილოტებს - ნასერ ალ-ატიისა და კარლოს საინსს შორის.

ამჯერად ეტაპმა ესპანელი ავტომრბოლის უპირატესობით ჩაიარა. საინსი ყოველ საკონტროლო ნიშნულზე ზრდიდა უპირატესობას და დისტანციის შუაში სამ წუთზე მეტს იგებდა. ამას კატარელის "ფოლკსვაგენზე" საბურავის გასკდომამაც შეუწყო ხელი. შესაბამისად, კარლოსი სათავეში ჩაუდგა რბოლას და ახლა მას უწევდა გზის გაკვალვა. ამან შარშანდელი ჩემპიონის ტემპი დააგდო და ალ-ნასერმა ჩამორჩენის შემცირება დაიწყო. ბოლომდე ამის გაკეთება ვერ შეძლო, მაგრამ ასეთი კონკურენციისას ყოველ წუთს დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომაც კატარელი კმაყოფილი უნდა იყოს ამ შედეგით. მას ახლა მხოლოდ სამწუთიანი უპირატესობა დარჩა, თუმცა შემდეგ ეტაპზე საინსი პირველი აიღებს სტარტს, შესაბამისად, ალ-ატიიას აქვს ჰანდიკაპის გაზრდის საშუალება.

მესამე ისევ ჟინიელ დე ვილიერსი იყო. სამხრეთაფრიკელი ღირსეულად გამოვიდა და ისევ გაუსწრო სტეფან პეტერანსელს. ეს უკანასკნელი გამარჯვებისთვის აღარ იბრძვის და უფრო საერთო ჩათვლაში მეოთხე ადგილის შენარჩუნებაზე ზრუნავს.

მოტოციკლების კლასში მესამე ეტაპი თავიდან ბოლომდე უცნაურობებით იყო სავსე. ამჯერად ათი პილოტისგან შემგარმა ჯგუფმა ერთად აიღო სტარტი, ასე რომ უპირატესობა არავის არ ჰქონია.

მთავარი სენსაცია კი ის იყო, რომ პირველ ექვსეულში ვერ მოხვდნენ საერთო ჩათვლის ლიდერები - მარკ კომა და სირილ დეპრე. ისინი პორტუგალიელი ელდერ როდრიგესის ინტუიციას ენდნენ და მასთან ერთად არასწორი მარშრუტი აირჩიეს. ამის გამო მათ ათ წუთზე მეტი დაკარგეს, შემდეგ კი ბევრს ეცადნენ სიტუაციის გამოსწორებას, მაგრამ საბოლოოდ დეპრემ გამარჯვებული ამერიკელი ჯონ სტრიტის დროს ექვსი წუთით ჩამორჩა, კომა - შვიდი წუთით. არადა, რომელიმე ლიდერი უფრო მიხვედრილი რომ ყოფილიყო, შესაძლოა, საერთო ჩათვლაში ბრძოლა სწორედ ამ ეტაპზე დასრულებულიყო. ასე კი დეპრემ მხოლოდ ის მოახერხა, რომ ერთი წუთი გააბათილა ლიდერთან და ახლა კომასთან რვა წუთს აგებს.

IX ეტაპი

მანქანები

1. საინსი (ესპანეთი, "ფოლკსვაგენი") - 2:14.39; 2. ალ ატიია (კატარი, "ფოლკსვაგენი") - +1.56; 3. დე ვილიერსი (ს. აფრიკა, "ფოლკსვაგენი") - +9.02; 4. პეტერანსელი (საფრანგეთი, BMW) - +11.14; 5. მილერი (აშშ, "ფოლკსვაგენი") - +14.52...

საერთო ჩათვლა

1. ალ ატიია (კატარი, "ფოლკსვაგენი") - 30:56.25; 2. საინსი (ესპანეთი, "ფოლკსვაგენი") - +3.18; 3. დე ვილიერსი (ს. აფრიკა, "ფოლკსვაგენი") - +55.51; 4. პეტერანსელი (საფრანგეთი, BMW) - +1:42.48; 5. მილერი (აშშ, "ფოლკსვაგენი") - +2:45.19...

მოტოციკლები

1. სტრიტი (აშშ, "იამაჰა") - 3:06.56; 2. ვერჰუვენი (ბელგია, BMW) - +3.38; 3. კასტო (საფრანგეთი, "შერკო") - +3.40; 4. ფარეს გელი (ესპანეთი, "აპრილია") - +4.30; 5. ვილადომსი (ესპანეთი, "იამაჰა") - +5.46...

საერთო ჩათვლა

1. კომა (ესპანეთი, KTM) - 35:32.56; 2. დეპრე (საფრანგეთი, KTM) - +8.14; 3. ლოპეს კონტადრო (ჩილე, Aprilia) - +23.33; 4. როდრიგესი (პორტუგალია, "იამაჰა") - +1:01.51; 5. ფარია (პორტუგალია, KTM) - +1:21.20...

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა