ჯილა: "გმადლობთ ბატონო ლუიჯი, მაგრამ "ფიორენტინაში" თავს შესანიშნავად ვგრძნობ და ამ გუნდის შუა სეზონში მიტოვება ნამდვილად არ მსურს"

"იუვენტუსის" გულშემატკივრები ფაბიო კვალიარელას ტრავმის ამბავზე უფრო დარდობენ, ვიდრე ბოლო ორ ტურში ნაწვნევ გამანადგურებელ მარცხებზე. არც არის გასაკვირი, ფაბიო ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი გახლდათ პირველ წრეში და ფაქტია, რომ მის გარეშე ტურინელებს ძალიან გაუჭირდებათ. ლუიჯი დელ ნერი მას მუდმივად ძირითად შემადგენლობაში აყენებდა და ხან ალესანდრო დელ პიეროს მხარდამხარ ათამაშებდა, ხანაც ვინჩენცო იაკვინტასთან ტანდემში. მაინცდამაინც ვერც ერთი უწყობდა ფეხს და ვერც მეორე - ამიტომ, კვალიარელას სეზონის ბოლომდე მწყობრიდან გამოსვლა "იუვეს" გულშემატკივრებმა ძალიან მტკივნეულად მიიღეს.

ტურინული გრანდის მესვეურებმა მალევე გაჩარხეს ტრანსფერი და "ჯენოადან" ლუკა ტონი გადაიბირეს. ერთ დროს მრისხანე ფორვარდი უკვე ასაკშია და ძველებურად სახიფათო აღარ არის მეტოქე გუნდისთვის - ასე რომ, რთულია იმაზე საუბარი, რამდენად კარგად ჩაანაცვლებს ტონი კვალიარელას. ამაში "იუვეს" მესვეურებსაც ეპარებათ ეჭვი და ამად არის, რომ სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე კიდევ ერთი ფორვარდის დამატება სურთ. ყველაზე ხშირად ალბერტო ჯილარდინოს შესახებ საუბრობენ, რომელიც "ფიორენტინას" მთავარი დამრტყმელი ძალაა და კვალიფიკაცია არ დაეწუნება. ბუნებრივია, ჯილას გაშვება ფლორენციელთა ინტერესებში არ შედის, მაგრამ ტურინელებს თავად ფეხბურთელის იმედი აქვთ, რომელმაც კრიზისში მყოფ "ვიოლას" წესით ევროპული ფეხბურთის გრანდი უნდა ამჯობინოს. თუმცა, მთლად ასე მარტივადაც არ არის საქმე და ამას ჯილარდინოს სიტყვები ადასტურებს:

"ტურინელებს მართლაც სურთ ჩემი გადაბირება, რაც ძალიან სასიამოვნოა. როდესაც შენით ასეთი დიდი გუნდია დაინტერესებული, სიამაყით ივსები, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტრანსფერი ამ ზამთარს შედგეს. "ფიორენტინაში" თავს შესანიშნავად ვგრძნობ და ამ გუნდის შუა სეზონში მიტოვება ნამდვილად არ მსურს. ვერავინ დამავალდებულებს, რომ მთელი კარიერა აუცილებლად "ვიოლაში" გავატარო, მაგრამ არც ის მგონია სწორი, როდესაც დაწყებულ საქმეს შუა გზაზე მიატოვებ. ისე არ გამიგოთ, რომ ზაფხულში "ფიორენტინას" დატოვება გადაწყვეტილი მქონდეს, მხოლოდ იმის თქმა მსურს, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში არსად წასვლას არ ვაპირებ. ისე კი, დიდი მადლობა ლუიჯი დელ ნერის, რომელიც ძალიან ყოფილა ჩემი გადაბირებით დაინტერესებული და პირად საუბარში არაერთი კომპლიმენტი მითხრა. ლუიჯი შესანიშნავი ადამიანი და ბრწყინვალე სპეციალისტია, იმედია, ოდესმე მასთან ერთადაც ვიმუშავებ."

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა