მიუხედავად იმისა, რომ "მილანის" ყველაზე სუსტ რგოლად ჟურნალისტები დაცვას ასახელებენ, კლუბის მესვეურები ნახევარდაცვის გაძლიერებას ლამობენ

მიუხედავად იმისა, რომ "მილანის" ყველაზე სუსტ რგოლად ჟურნალისტები დაცვას ასახელებენ, კლუბის მესვეურები ნახევარდაცვის გაძლიერებას ლამობენ. განსაკუთრებით აქტუალური ეს მას შემდეგ გახდა, რაც მატიო ფლამინიმ ტრავმა მიიღო და ერთი ღმერთმა უწყის, როდის დაუბრუნდება მოედანს. მასიმილიანო ალეგრი ენდობოდა ფრანგ შუახაზელს და ხშირად აყენებდა ძირითად შემადგენლობაში, თუმცა გარკლვეული პერიდით მის გარეშე მოუწევს ფონს გასვლა. ალეგრიმ ნახევარმცველის დამატების საკითხი დააყენა და ანდრეა ლაძარის დაადგა თვალი. ამ ფეხბურთელთან მასიმილიანო "კალიარიში" მუშაობდა და მისი შესაძლებლობები კარგად მოეხსენება. 26 წლის სარდინიელი ცენტრალური ნახევარმცველია და გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად ითვლება.

იტალიურ პრესაში კიდევ უფრო საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც "მილანი" მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველით, მარკ ვან ბომელით გახლავთ დაინტერესებული. ჰოლანდიელს ზაფხულში უმთავრდება მოქმედი ხელშეკრულების ვადა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ზამთარს კლუბი გამოიცვალოს, თუმცა მილანელები თავისას მაინც ეცდებიან. "კორიერე დელო სპორტის" მტკიცებით, ადრიანო გალიანი უკვე შეუთანხმდა ვან ბომელის აგენტს მოლაპარაკების დაწყებაზე და პირველი შეხვედრა უახლოეს დღეებში შედგება.

ამასობაში, კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს დანიელე ბონერას, რომელმაც "უდინეზესთან" შეხვედრაში უამრავი შეცდომა დაუშვა და განაპირობა კიდეც ის, რომ "როსონერიმ" საკუთარ მოედანზე ოთხი გოლი გაუშვა. აღარ ჩამოვთვლით ყველა იმ გოლს, რომელიც ბონერას შეცდომებს მოჰყვა, რადგან ეს დიდ დროს წაიღებს. ასეთმა კრიტიკამ დანიელე ძალიან გაანაწყენა და პრესისთვის კომენტარის გაკეთება გადაწყვიტა:

"ნამდვილად არ იყო ჩემი დღე და ვაღიარებ, რომ ბევრი შეცდომა დავუშვი, მაგრამ ასეთ კრიტიკასაც არ მოველოდი. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თამაში სხვას არავის ჩაუგდია და ერთი მე ვარ დამნაშავე მთელ საფეხბურთო სამყაროში. არაერთი შეხვედრა მაქვს მაღალ დონეზე ჩატარებული და ქებას ყოველთვის ზომიერად ვიღებდი, ჩავარდნა კი საშინელ კრიტიკად დამიჯდა. ჩემს ადგილას რომელიმე ახალგაზრდა, დამწყები ფეხბურთელი რომ იყოს, ფსიქიკა შეერყეოდა და მისგან აღარაფერი გამოვიდოდა - ამიტომაა იტალიაში ხშირად რომ იკარგებიან ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები."

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა